სიახლე 

ფოთში წყალსათხილამურო სპორტში ღია პირველობა გაიმართა

კვირას ოქროს ტბაზე წყალსათხილამური სპორტში ფოთის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. მასში მონაწილეობა ფოთელ სპორტსმენებთან ერთად ბელორუსის ნაკრების წევრებმაც მიიღეს. 10 ბელორუსი წყალმოთხილამურე და 2 მწვრთნელი ფოთს უკვე მეოთხე კვირაა სტუმრობენ და ინტენსიურ ვარჯიშებს გადიან. მათი განცხადებით აქ სპორტსმენთა მომზადებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი და იმედს გამოთქვამენ რომ მომავალშიც ექნებათ საშუალება ფოთში გაიარონ შეკრებები. ჩემპიონატში ფოთელმა თორნიკე სურგულაძემ ძლიერ მეტოქეებთან პაექრობაში წარმატებით იასპარეზა და სლალომში ვერცხლის, ხოლო ფიგურულ სრიალში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შესძლო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი ქუთაისს სტუმრობდა

21 აპრილს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრმა ქუთაისის თეატრის სცენაზე საგასტროლო სპექტაკლი ითამაშა. ჩვენება თეატრალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. დასმა მაყურებელს სპექტაკლი ,,მკვდარი ქალაქები“ წარუდგინა. სპექტაკლი დავით ხორბალაძის პიესის მიხედვით, მიხეილ ჩარკვიანის რეჟისორობით დაიდგა. და მასში ფოთის თატრის 5 მსახიობი მონაწილეობს საგასტროლო ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში დაფნის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა

ქალაქ ხობში, შპს „მარსმა“ დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. ქარხნის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და ბიზნესმენი თამაზ ბასილაია მონაწილეობდნენ.ახალგახსნილ საწარმოში პირველ ეტაპზე 15, ხოლო საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ 100 ადამიანამდე დასაქმდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.

იხილე მეტი
სიახლე 

მინი ფეხბურთში გოგა ბერაიას ტურნირი გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 7 გუნდი მონაწილეობდა. მატჩები გოგას სახელობის მოედანზე ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

„ვაინახური დღეები“ ფოთში

20 აპრილს ფოთს პანკისის ხეობის უხუცესები და ქისტ ქალთა საბჭოს წევრები ეწვივნენ. სტუმრებს შორის იყვნენ პოეტი კანეი მარგოშვილი და მთარგმნელი, ფილოლოგიის დოქტორი მექა ხანგოშვილი.
შეხვედრაზე, რომელიც „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ შედგა, „ქისტი ხალხის ფენომენზე ქართულ სინამდვილეში და ქართულ ვაინახური ურთიერთობების ათასწლოვან დინამიკაზე \” ისაუბრეს.
შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, ფოთის საკრებულოს წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის ქალაქების წარმომადგენლები, სამღვდელოება და ფოთის საზოგადოება ესწრებოდა.
აქვე გაიმართა, ვაინახურ თემაზე შექმნილი, წიგნების პრეზენტაცია.
დღის ბოლოს კი, სახელოვნებო ცენტრის დარბაზში, ჩამოსული და ადგილობრივი ხელოვანების მონაწილეობით, ვაინახურ-ქართული შემოქმედებითი კონცერტი ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულო მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, მალთყვის უბნის მაჟორიტარები თორნიკე კირთაძე, ბექა ვაჭარაძე, ზვიად დგებუაძე და საკრებულოს წევრები მე-7 საჯარო სკოლის დარბაზში მალთაყვის უბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალები, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნეს. ბექა ვაჭარაძე მოსახლეობას დაწვრილებით იმ გეგმებზე ესაუბრა რომელსაც მალთაყვის სანაპიროზე ბულვარის მშენებლობას უკავშირდება.შემდგომ საკრებულოს წევრებმა ბიბლიოთეკის დარბაზში გადაინაცვლეს და მაჟორიტარებთან დავით კვიციანთან და ოლეგ ნაჭყებიასთან ერთად ცენტრის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, ისინი აქტიურად გააგრძელებენ მოსახლეობასთან პირდაპირ კონტაქტს და მზად არიან მოისმინონ თითოეული მოქალაქის აზრი და წუხილი, დაეხმარონ მათ პრობლემების მოგვარებაში. საკრებულოს წევრებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს. საკრებულოს წევრები მსგავსი თემატიკის შეხვედრებს ქალაქის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებთან პერიოდულად განახორციელებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

მოსწავლეთა ინტელექტუალური კონკურსი ფოთში

18 აპრილს თეოფანე დავითიას სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა გრამატიკული კონკურსი \”ენაი შემკული და კურთხეული\”, რომელშიც ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის მიზანი იყო ქართული სალიტერატურო ენის ნორმების განმტკიცება , ცოდნის შეჯამება და სრულყოფა. კონკურსს ესწრებოდნენ რესურსცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები: 1-ლი ადგილი– მე-5 საჯარო სკოლა; მე-2 ადგილი– 1-ლი საჯარო სკოლა; მე-3 ადგილი — მე-4 საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზატორობით გაემგზავრებიან ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, სადაც გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

იხილე მეტი
სიახლე 

პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ფოთში კონკურსი ჩატარდა

დღეს ფოთის 2-ე საჯარო სკოლაში პროექტი სახელწოდებით „საზოგადოერბივი პროკურატურა“ ჩატარდა სადაც სხვა და სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ საგოადოებაში არსებული ძალადობრივი პრობლემების შესახებ თემები წარადგინეს როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ბავშვის აღზრდის პრობლემა და ასე შემდეგ. პროექტის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით აღნიშნული პროექტი საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებშიც განხორციელდება.
შეხვედრის ბოლოს ფილოსოფოსმა ლირა კეკელიძემ მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა თემაზე ,,აგრესია და ძალადობა ფილოსოფიურ კონტექსტში“

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხმა რაინდებმა“ ქობულეთის “პონტო“ დაამარცხეს

დღეს პარკი არენაზე ბ ლიგის კალენდარული მატჩში ფოთის „კოლხი რაინდები ქობულეთის „პონტოს“ დაუპირისპირდა, ფოთელებმა მატჩის დაწყებისთანავე უპირატესობა ხელთიგდეს და საბოლოოდ შეხვედრა 33 : 3 მოიგეს.
მირიგ კალენდარულ მატჩს ფოთელები ქუთაისში ხუთშაბათს გამართავენ.

იხილე მეტი