სიახლე 

სამეგრელოს ასაკობრივი ჩემპიონატი დაიწყო

13 აპრილს, სამეგრელო ზემო სვანეთის ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო სადაც 5 ასაკობრივი გუნდი: U10, U11, U12, U13 და U14-ია წარმოდგენილი. ჩემპიონატში გუნდები პირველ ეტაპს ივნისის თვეში დაასრულებენ , მეორე ეტაპი განახლდება სექტემბერში და იგი დეკემბრის თვემდე გაგარძელდება.
სამწუხაროდ ფოთელთა 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდი პირველ მატჩში მარტვილელ თანატოლებთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დედაენის კვირეული დაიწყო

ფოთში დედა ენის კვირეული ახალგაზრდა მწერლებთან შეხვედრით დაიწყო..ქალაქ ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ახალგაზრდა მწერლები და პოეტები: ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა და ნინო სადღობელაშვილი მოსწავლე -ახალგაზრდობასა და ქალაქის საზოგადოებას შეხვდნენ. საუბარი ქართულის ენისა და მწერლობის განვითარების ისტორიასა და დღევანდელობის საკითხებს შეეხო. შეხვედრის დასასრულს გამომცემლობა ,,ინტელექტის“ და ,,არტანუჯის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ბიბლიოთეკის ფოიეში ქართული ენის თემატიკისადმი მიძღვნილი, აკაკი ჩხაიძის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეთა ნახატები გამოიფინა.

იხილე მეტი
სიახლე 

დედაენის დღესთან ფაკავშირებით ფოთში აღლუმი გაიმართა

13 აპრილს, ფოთში დედაენის დღესთან დაკავშირებით მეხუთე სკოლის ორგანიზებით აღლუმი გაიმართა. ღონისძიებაში დაახლოებით 150 დაწყებითი კლასების აღსაზრდელი იღებდა მონაწილეობას. აღმაშენებლის ქუჩა პატრიოტული ლოზუნგების შეძახილებით გაიარეს და შემდეგ კი ცენტრალურ პარკში ფლეშმობი გამართეს. ხვალ,14 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით დედაენის დღე აღინიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

მკვლელობა ფოთში

ფოთში, ბათუმის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა. სამართალდაცმცველებმა ის უკვე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

“არა ოკუპაციას“ ფოთის წმ.ნიკოლოზის სკოლის მოსწავლეების აქცია

12 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წმინდა ნიკოლოზის სკოლის მოსწავლეებმა სახელოვნებო ცენტრში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს,რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე აჟღერდა ქართული პატრიოტული სიმღერები, შესრულდა უკვდავი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები, წაკითხულ იქნა ეროვნულ მოტივზე შექმნილი ლექსები/
სპეციალურად მოწვეულმა 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულმა უსინათლო მომღერალმა ქალბატონმა ლელა ვეფხვაძემ სიმღერა შეასრულა, რომელიც 9 აპრილის ჰიმნად იქცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ძალოსნების წარმატება

ფოთში ძალოსნობის სექცია ახლახან გაიხსნა და პოპულარობა მალევე მოიპოვა ახალგაზრდებში. სპორტის ამ სახეობით დაკავებული ფოთელები უკვე წარმატებებსაც აღწევენ. 4 აპრილს ქუთაისში გამართულ საქართველოს პირველობაზე ძალოსნობაში, 15 წლამდელ ძალოსანთა შორის, 6 ფოთელი მონაწილეობდა და ორმა მათგანმა საპრიზო ადგილები მოიპოვა. ნიკა წიტაიშვილი 46 კგ წონითი კატეგორიაშ III ადგილს დაეუფლა , გიორგი ნოდიამ კი ვერხლის მედალი 50 კგ წონითი კატეგორიაში მოიპოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას გამო დაწესებული შეზღუდვა რუსეთის მხარემ გააუქმა

აზიური ფაროსანა, რუსეთის მხრიდან 4 დღეში დაწესებული და მოხსნილი შეზღუდვა
2 აპრილს „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთიდან პროდუქტების შეტანის აკრძალვაზე, ამავე უწყების მიერვე უკვე გაუქმებულია. რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები თავდაპირველ პოზიციას ოკუპირებული ტერიტორიიდან აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროებით ხსნიდნენ, თუმცა უწყებამ მოულოდნელად ემბარგო მოხსნა.
,,საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ აგრომიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „როსსელხოზნადზორის“ მიერ 4 დღეში ბრძანების გამოცემაც და მისი შეცვლაცუწყებაში არა მეცნიერულ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ატარებს. ნუგზარ სუარიძე განმარტავს, რომ მავნებელთან ბრძოლა ხანგძლივი პროცესია და ასეთ მოკლე ვადაში პრობლემა ვერ მოგვარდებოდა. სუარიძე აქვე გვახსენებს, რომ აზიური ფაროსანა 2014 წელსრუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ სოჭიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც გავრცელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

„ჭაბონამა“ ფოთის ჩემპიონია

მიმდინარე წლის 11 აპრილს,,პარკი არენა’’-ზე გაიმართა მოყვარულთა თასი-2018 წლის გათამაშების ფინალური მატჩი ფეხბურთში, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო გუნდები ,,ჭაბონამა’’ და ,,ტუბორგი’’ დაუპირისპირდნენ. თამაში დასრულდა ანგარიშით 4:0 ,,ჭაბონამა’’-ს სასარგებლოდ.
გოლები თენგო ალანიამ, ბორიკო გელაჭეიშვილმა, დავით კუკულაძემ და ლევან ყურაშვილმა გაიტანეს. გუნდმა ამ გამარჯვებით რეგიონალურ პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანასთან საწინააღმდეგო ღონისძიება ფოთში

ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, ფაროსანას წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ.
ფოთის მუნიციპალიტეტის ოთხივე წარმომადგენლობით უბანში, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ანგული მიქავამ და დავით ღადუამ, ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს, რომელზეც ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად განსახორციელებელ ღონისძიებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფოთში ისევე როგორც სხვა რეგიონებში, სხვადასხვა მეთოდებთან ერთად ე.წ. „ნისლით შეწამვლა“ იქნება გამოყენებული, რაც ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქნა მიჩნეული.
მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გავრცელებულია მავნებელი, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათას ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები.

იხილე მეტი