სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

25-30 მარტს გაიმართა ოთარ ხომერიკის XVI მემორიალი ჭადრაკში. ასაკობრივ ტურნირებში 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის მონაწილეობა მიიღო 80-მდე, ხოლო ღია ტურნირში კი 35 მოჭადრაკემ.
ვაჟთა შორის ღია ტურნირში გამარჯვება კახაბერ კიზირიამ მოიპოვა. მეორე გელა ღვამბერია იყო მესამე აგდილზე კი გიორგი სიჭინავა გავიდა გოგონათა შორის ღია ტურნიტი ანა სანიკიძემ მოიგო. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს კი ლიზი ფოჩხუა და ლიზი სარიშვილი დაეუფლნენ
ვეტერანთა შორის საუკეთესო შედეგი გელა ღვამბერიას ჰქონდა.
9 წლის ჭაბუკთა შორის ოქროს მედალს გიორგი კვარაცხელია დაეუფლა, ვერცხლს იოსებ შამათავა, რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, აქ ორმა მოჭადრაკემ თანაბარი ქულები დააგროვეს, მათ დამატებითი მაჩვენებლებიც ერთნაირი აღმოაჩნდათ და ამიტომ ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ლუკა წურწუმია და დავით ხარშილაძე ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ
9 წლის გოგოთა შორის პირველობა არავის დაუთმო ბარბარე კულუამ, მეორე შედეგი მარიამ სოლომონიძემ აჩვენა, მესამე კი – ლიზი სარიშვილი იყო.
7 წლის ჭაბუკებს შორის საუკეთსო შედეგი სანდრო ხოფერიამ, მეორე და მესამე შედეგი კი- თამაზ მალანიამ და დაჩი წივწივაძემ აჩვენეს
7 წლის გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა მარიკა ბართიამ და გაიმარჯვა, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს კი გვანცა აფხაზავა და ნუნუკა ალანია დაეუფლნენ.
საუკეთესნი 6 წლამდე მოჭადრაკეებს შორის კი ელენე მირცხულავა და გეგა ბერაია იყვნენ.
ფოთელი მოჭადრაკეები ინტენსიურად ემზადებიან სამეგრელოს ჩემპიონატისთვის , რომელიც 11-14 აპრილს სენაკში იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში ტაიკვონდოს სექცია გაიხსნა

ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში აღმოსავლური ორთაბრძოლების,კერძოდ ტაიკვონდოს სკოლა გაიხსნა. ორთაბრძოლების სკოლის მენეჯერის ზაზა ქოიავას განცხადებით ნაბადის უბანში სასპორტო სექცია არ არსებობდა და მათ თავიანთი გეგმის განხორციელებაში თვითმმართვეოლობა დაეხმარა. მწვრთნელები იმედოვნებენ რომ ამ სკოლის გახსნით უფრო მეტად გაიზრდება ტაეკვონდოს დაუფლების მსურველთა რიცხვი.
ზაზა ქოიავას განცხადებით სწავლა ყველა სკოლის მოსწავლეს შეუძლია და რაც მთავარია ისინი ბავშვებს უფასოდ მოამზადებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბზობა აღნიშნეს

პირველ აპრილს მართმადიდებელი ეკლესია აღდგომის წინა კვირა დღეს, მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობდა , რასაც ქრისტიანები ბზობას ან ბაიაობას უწოდებენ. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული ფოთში, საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით აღნიშნეს.
ტაძრის ეზოში მსურველებს ბზის ნერგებს სთავაზობდნენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთი“U19 – „სამტრედიასთან“ დამარცხდა

დღეს სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე ე.წ მალანიას სტადიონზე ,,კოლხეთი 1913“-ის დუბლ შემადგენლობა, პირველი წრის მეექვსე ტურის მატჩში სამტრედიის ,,სამტრედიას“ დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. ფოთელების მთავარი მწვრთნელის ზურაბ თოფურიას განცხადებით ეს შეხვედრა ხვალ უნდა გამართულიყო, მაგრამ ფედერაციის გადაწვეტილებით თარიღი გადმოტანილ იქნა და ამის შესახებ დაგვიანებით შეიტყვეს, გუნდის სუსტ თამაშს ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას უკავშირებენ გულშემატკივრები და ფეხბურთელთა მშოიბლები, მათი განცხადებით სპორტსმენებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ვარჯიში, ყოველი წვიმის დროს მოედნები იტბორება, მოუწესრიგებელია გასახდელები და საშხაპეები.ფოთის კოლხეთის ძირითადი შემადგენლობა ,,სამტრედიას“ გუნდს ხვალ თბილისში დაუპირისპირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფილოსოფიური საუბრები ლირა კეკელიძისთან ერთად

31 მარტს ფოთში საბიბლიოთეკო გაერთიანების ლიტერატურული სალონ „გულის სამელნეში“, ფილოსოფიური საუბრების ციკლის საფინალო შეხვედრა გაიმართა. ლირა კეკელიძემ მსმენელებს ლექცია ავსტრიელი ფსიქოთერაპევტის და ფილოსოფოსის ვიქტორ ფრანკლის ნაწარმოების \”უთხარი ცხოვრებას დიახ!\” შესახებ ჩაუტარა. საუბარი ეძღვნებოდა ადამიანებს რომლებმაც საკუთარი „მეს“ შენარჩუნება და საკუთარი ცხოვრების აზრის პოვნა შეძლეს. დისკუსია 1972 წელს გამართული ვიქტორ ფრანკლის ცნობილი ლექცის განხილვით დასრულდა. ლიტერატული სალონი ახლო მომავალში ოთარ ჭილაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებას გეგმავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 2 აპრილს \\

2 აპრილს 15:00 საათზე ფოთის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2017-2018 გაიმართება. მეორე ეტაპზე გადასულ 72 მოსწავლეს შორის ფოთის „ეტალონ მოსწავლე“ შეირჩევა, რომელიც ავტომატურად ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გახდება და სხვა მუნიპალიტეტების ,,ეტალონ მოსწავლეებს’’ შორის ფოთის სახელით იბრძოლებს ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულისათვის. კონკურსის პირველ ეტაპზე ყველა სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ სპეციალური ტესტირება სკოლებში ,,ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიარეს, კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლის შანსი კი ქულების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით მხოლოდ 72 მოსწავლემ მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრაცია დასრულდა

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების და მასწავლებლების მსურველებთა რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა. აბიტურიენტებს შეეძლოთ ზუსტად მიეთითებინათ სასურველი საგამოცდო ქალაქი, რადგან ხვალიდან მათ უკვე აღარ ექნებათ ამის შესაძლებლობა.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხი რაინდების მორიგი გამაჯვება

დღეს პარკი არენაზე ბ ლიგის მატჩი გაიმართა სადაც ფოთის კოლხი რაინდების მორაგბეები ხაშურელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 24:10 დაამარცხეს მორიგ მატჩს კოლხი რაინდები სურამში 12აპრილს გამართავენ

იხილე მეტი
სიახლე 

28 წელი “კოლხეთი“-“დინამოს“ პირველი მატჩიდან

ზუსტად 28 წლის წინ, დინამო არენაზე 100 000 მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონია და პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს საქართველოს ორი საუკეთესო კლუბი, თბილისის \”დინამო\” და ფოთის \”კოლხეთი 1913\” დაუპირისპირდა. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა-ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა.
ამ ისტორიული მატჩს მონაწილეები ემოციებით იხსენებენ.
დღეს კი „კოლხეთი 1913“ პრობლემების წინაშეა. სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე გუნდს საშინაო მატჩების გამართვა მეზობელ ქალაქებში უწევს, ვარჯიშებს კი რაგბის სტადიონზე ატარებენ.
„კოლხეთის“-ს გულშემატკივარი კი სტადიონის მშენებლობის დასრულებას ელოდება და იმედი აქვს რომ საკუთრი კედლები გუნდს თამაშის გაუმჯობესებაში დაეხმარება

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას მინიტორინგი კახეთში

1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი- აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური სამუშაოები დაიწყო კახეთშიც. რეგიონში სპეციალური მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს. ხაფანგი მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება გავრცელების არეალის დადგენა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები შედეგების მიხედვით დაიგეგმება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება.

იხილე მეტი