სიახლე 

ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთში 5 საველე შტაბი იმუშავებს

ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში 5 საველე შტაბი იმუშავებს, რომლებსაც აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული შტაბი გაუწევს კოორდინაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით, სპეცტექნიკის რაოდენობა გაზრდილია და მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი ეკიპაჟი იმუშავებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის შედეგები რეგიონულ შტაბში, ერთიან ელექტრონულ სისტემაში იყრის, თავს რის შემდეგაც უკვე საველე სამუშაოების დაგეგმვა ხდება.
ლევან დავითაშვილმა ასევე იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამდესწორი ინფორმაციის მიტანა.
რეგიონული განვითარებისა და ინსრასტრუქტურის მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის კუთხით მიმდინარე წელს უფრო მომზადებულია.
მავნებლის წინააღმდეგ საველე სამუშაოების დაწყებას ეხმაურება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიას განმარტებით, დაგეგმილია სოფლის რწმუნებულებთან, მათ თემში არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში 100 000 ფერომონი დამონტაჟდება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, აქტიური საველე სამუშაოები უკვე დაიწყო, საქართველოს მასშტაბით 100 ათასი ფერომონი დამონტაჟდება. ასევე ტყის ფართობებზე „მოიზიდე და მოკალი“ სისტემები განთავსდება. იქიდან გამომდინარე, რომ ტყეების შეწამვლა არ შეიძლება, ქიმიური საშუალებებით ტყის განაპირა პერიმეტრი დამუშავდება, – ამის შესახებ ცნობილი ზუგდიდში, დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა მათ მავნებლის წინააღმდეგ სამთავრობო გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სასულიერო გიმნაზიაში ზეთისცხება გაიმართა

დღეს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ჩატარდა შვიდ გზის ზეთისცხების ცერემონიალი მასში მონაწილეობა სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღო შვიდგზის ზეთისცხების ცერემონიალი მღვდელ ლაზარე ქაჯაიამ და მამა თევდორე ბასილაიამ აღასრულეს.
ცერემონიალს როგორც მოსწავლეები აგრეთვე მათი მშობლები და პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე

დღეს ფოთს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ორგანიზაცია ევროპა საქართეველოსთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ მერიის საკონფერენციო დარბაზში და ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება . მსგავსი შეხვედრები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტარდება.
უვიზოდ მოგზაურობა: შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე რომელიც მოიცავს ევროკავშირის ოცდაორ წევრ ქვეყანას (დიდი ბრიტანეტის და ირლანდიის გამოკლებით) ასევე ოთხ არა წევრ და ოთხ კანდიდანტ ქვეყანასთან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეების ოთხი ოქრო

18 მარტს, ქალაქ მარნეულში, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკ მოკრივეებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2002–2003 წლებში დაბადებული სპორტსმენები,
ფოთელმა მოკრივეებმა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და 4 ორქოს მედალი მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

შვედეთის დელეგაცია სტუმრად ფოთში

ქალაქ ფოთს შვედეთის დელეგაცია სტუმრობს. ჯესიკა ჰელმეფორსი, მინა აბდოლაჰი,
ევა ანდერსონი და სუზან ვოლსტრანდი, ქალაქ ოსტამარის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამოქალაქო სამსახურების წარმომადგენლები არიან. ისინი ფოთში ორწლიანი ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავენ: „სოციალური ინკლუზია-მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულებისა , შშმ ბავშვებისა და მოზარდებისათვის“. რომლის ფარგლებში
მოხდება ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაარსება ფოთში და ადგილობრივი სოც. მუშაკების დატრენინგება როგორც ადგილზე, ასევე შვედეთში ქალაქ ოსტამარში.
მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სამოქალაქო აქტივისტების და ახალგაზრდული საბჭოს ჩართვა სამოქალაქო დიალოგში , რითაც გამოიკვეთება ხანდაზმულთა დღის ცენტრის შინაარსი და მათი ჩარულობა .
შვედეთის დელეგაციას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
ფოთისა და ოსტამარის დამეგობრება 11 წლის წინ მოხდა. ამ დროის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც ქალაქებს შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა ჩამოყალიბდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან წარმოდგენილი პროექტის განხილვა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰიდროკვანძის რეაბილისტაცია გრძელდება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, მერის პირველ მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან ერთად მდინარე რიონზე , მარეგულირებელ ჰიდროკვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მათ ადგილზე დაათვალიერეს ფარების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და შემდგომი პროცესების თაობაზე კომპანია „ერის იმედის“ წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815 ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ამოიწევა კაშხლის ათი ფარი და დაფიქსირდება ისინი გახსნილ მდგომარეობაში. გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი სპექტაქლებს სხვადასხვა ქალაქში გეგმავს

ფოთის თეატრის ფოეში ერის ჩამონდგრევის შემდეგ დასის გადაწყვეტილებით შენობის რეაბილიტაციამდე სპექტაკლები და რეპეტიციები შეწყვეტილია.ამჟამად ისინი რეპეტიციებს რუსთაველის თეატრში გადიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გაეროს სამიტისთვის ემზადებიან

საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია იწყებს მონაწილეების შერჩევას „ფოთი გაეროს მოდელირება 2018“-ის ახალგაზრდული სამიტისათვის. გუშინ მოსწავლე ახალგაზრდობის შენობაში მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
გაეროს მოდელირება\” – ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც გაეცნობიან გაეროს მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.
პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:
• გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები
• გაიღრმავონ ლიდერული თვისებები
• ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები
• მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
• გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რაგბის ფესტივალი გაიმართა

ფოთში „პარკი არენაზე“ დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა. მასში დასავლეთ საქართველოს რაიონების 2006-2007 წელს დაბადებულ მორაგბეთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. თამაშის დრო 40წუთით იყო განსაზღვრული, 5 წუთიანი შესვენებით. ფესტივალის მიზანი მორაგბეთა ოსტატობის ამაღლება და გამოცდილების გაზიარებაა

იხილე მეტი