აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება

,,ყველაზე მთავარი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას მისი დროული მონიტორინგია“, სამეგრელოში მცხოვრებ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამერიკელმა სპეციალისტებმა გაუზიარეს. ისინი რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
ამერიკელმა სპეციალისტებმა მონიტორინგის პროცესში ფერმერების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პირველ ინფორმაციას სახელმწიფოსა და სამეცნიერო წრეებს, უშუალოდ, თხილის მწარმოებლები უნდა აწვდიდნენ. მათი თქმით, ამერიკაში პლანტაციებში აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხელსაწყოებია დამონტაჟებული, მოკლული მავნებლის რაოდენობა კი მისი გავრცელების მასშტაბურობასა და სხვა ფაქტორების დადგენაში ეხმარებათ.
მეცნიერებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიურობას გაუსვეს ხაზი. მათი განმარტებით, მავნებლისგან მომდინარე ზიანის შემცირება მხოლოდ მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება.
აშშ-ში ბაღლინჯო პირველად, 2001 წელს, პელსილვანიის შტატში დაფიქსირდა, 2010 წელს ფაროსანა უკვე 34 შტატში იყო გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაროსანასთან ბრძოლისთვის თითქმის 20 წელი დასჭირდა.
ამერიკელი მეცნიერები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლებთან ერთად, ფერმერებთან შეხვედრას აჭარაშიც გამართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება. 7 მარტი, 2018

,,ყველაზე მთავარი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას მისი დროული მონიტორინგია“, სამეგრელოში მცხოვრებ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამერიკელმა სპეციალისტებმა გაუზიარეს. ისინი რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
ამერიკელმა სპეციალისტებმა მონიტორინგის პროცესში ფერმერების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პირველ ინფორმაციას სახელმწიფოსა და სამეცნიერო წრეებს, უშუალოდ, თხილის მწარმოებლები უნდა აწვდიდნენ. მათი თქმით, ამერიკაში პლანტაციებში აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხელსაწყოებია დამონტაჟებული, მოკლული მავნებლის რაოდენობა კი მისი გავრცელების მასშტაბურობასა და სხვა ფაქტორების დადგენაში ეხმარებათ.
მეცნიერებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიურობას გაუსვეს ხაზი. მათი განმარტებით, მავნებლისგან მომდინარე ზიანის შემცირება მხოლოდ მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება.
აშშ-ში ბაღლინჯო პირველად, 2001 წელს, პელსილვანიის შტატში დაფიქსირდა, 2010 წელს ფაროსანა უკვე 34 შტატში იყო გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაროსანასთან ბრძოლისთვის თითქმის 20 წელი დასჭირდა.
ამერიკელი მეცნიერები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლებთან ერთად, ფერმერებთან შეხვედრას აჭარაშიც გამართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

სასკოლო ტურნირი კალათბურთში

ფოთში ცხრა აპრილის ხეივანზე მდებარე საკალათბურთო დარბაზში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული ტურნირი მინი კალათბურთიში გაიმართა, მონაწილეობას საჯარო სკოლების 2002-2004 წლებში დაბადებული მოსწავლეები იღებდნენ. შეჯიბრებაში სულ გოგონათა ოთხი და ვაჟთა ათი გუნდი იღბდა მონაწილეობას.
ფინალური შეხვედრები და დაჯილდოება 7 მარტს გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კატარღების შეკეთება და მშენებლობა დაიწყო

90-იან წლებში ფოთის მრეწველობის გიგანტებს, გემთმშენებელ და ჰიდრომექანიზმების ქარხნებს მძიმე პერიოდი დაუდგათ. მიუხედავად მათი ამუშავების პერიოდული მცდელობებისა, მომარაგებასა და პროდუქციის გასაღებაში წარმოქმნილმა პრობლემებმა საბოლოოდ მათი გაჩერება გამოიწვია. დაიწყო სპეციალისტების გადინება და მატერილურ-ტექნიკური ბაზის გაჩანაგება.
ამდენად ფოთელებისთვის ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ენთუზიასტთა მონდომებით ფოთში დაიწყო მცირე მცურავი საშუალებების რემონტი და მშენებლობა, ასევე მცირე ზომის მიწისმწოვების წარმოება.
აღნიშნულის განოხრციელება საზღვაო სააგენტო „სოფმარის“ კუთვნილ ტერმინალზე გახდა შესაძლებელი. როგორც მისი დირექტორი ვახტანგ ალანია აცხადებს მიუხედვად იმისა რომ ფირმის ძირითადი საქმიანობა სატვირთო გადაზიდვები და გემების აგენტირებაა, მცურავი საშუალებების მშენებლობისა და რემონტის საქმეში აქტიურად ჩაერთნენ:
მთავარი ინჟინერის ვახტანგ ქავთრაძის განცხადებით საამქრო თავდაპირველად მხოლოდ ავტომისაბმელებს აწარმოებდა,მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აქ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ,გემთმშენებელი ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა მოიყარეს თავი, გაჩნდა იდეა ეწარმოებინათ და გაერემონტებინათ კატარღები , კატერები და მიწისმწოვები,აღსანიშნავია რომ ისეთი პროფესიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორიდაა ხარატი და მღარავი არა მარტო ფოთში არამედ დასავლეთ საქართველოშიც თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ, „სოფმარის“ საამქროში კი გამოცდილი სპეციალისტების გვერდით პროფესიას ახალგაზრდებიც ეუფლებიან
ინტერვიუ ხარატთან და მღარავთან
„სოფმარი\” – პირველი კერძო, დამოუკიდებელი საზღვაო სააგენტოა, რომელმაც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების და ექსპედირების სფეროში დაიმკვიდრა ადგილი

იხილე მეტი
სიახლე 

იაპონური კრაზანას შემოყვანა ჯერ არაა გადაწყვეტილი

„სამურაი კრაზანას“ საქართველოში შემოყვანაზე ჯერ საუბარიც არ არის,- ამის შესახებ შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ისაუბრა. ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბუნებრივი მტრის საქართველოში შემოყვანამდე სჭიროა განხორციელდეს კვლევები, რაც ამ დრომდე არ დაწყებულა. სამეცნიერო შესწავლისთვის კი აუცილებელია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, რომლის მოდერნიზაციაც ანასეულში უკვე მიმდინარეობს.
გასულ კვირას გავცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ შესაძლო გზად საქართველოში მისი ბუნებრივი მტრის შემოყვანას განიხილავს. რასაც მოსახლეობის მხრიდან კრიტიკული კითხვები მოჰყვა. საზოგადოების განწყობის ერთ-ერთი მიზეზი მწერის შესახებ არასწორი და არასრული ინფორმაცია იყო.
„სამურაი კრაზანა“ არის საშუაკოდ ერთი მილიმეტრის (0,5-1,5 მმ) მწერი, ის ზომით გაცილებით ჩამოუვარდება ფაროსანას. უმეტესად, 90 %-ზე მეტ შემთხვევებში, აზიანებს მხოლოდ ფაროსანას კვერცხს. „სამურაი კრაზანა“ საკუთარ კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხში დებს, საიდანაც 3 კვირის შემდეგ არა ფაროსანა, არამედ \”სამურაი კრაზანა\” იჩეკება.
ფაროსანა საშუალოდ 200 კვერცხს დებს, ხოლო ერთ მდედრკრაზანას მათგან მაქსიმუმ 40-ის პარაზიტირება შეუძლია.
„სამურაი კრაზანა“ არ ესხმის თავს ცხოველებსა და ადამიანებს, ასევე არც სხვა მწერებს.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი გვეუბნება, რომ იაპონური კრაზანა, შემოყვანის შემთხვევაში, არ შეუქმნის საფრთხეს ქართული ფუტკარის პოპულაციას. შესაძლო რისკების შესახებ, ინფორმაცია გასული წლის შემოდგომაზე ვრცელდებოდა.
გასულ კვირას სოციალურ ქსელში იაპონური კრაზანასთან დაკავშირებით კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისი ფოტოებით, თითქოსდა მწერი ადამიანისთვისაც საფრთხის შემცველია. სპეციალისტები არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ინფორმაცია მცდარია და ფოტოები არ ასახავს რეალობას.

იხილე მეტი
სიახლე 

“დედის დღე“ ფოთის სახელოვნებო ცენტრში

3 მარტს, ფოთის სახელოვნებო ცენტრში, დედის დღესთან დაკავშირებით ოტია ჯაიანის სამხატრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა შემდეგ კი ფოთის სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელთა კონცერტი გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

“მშვიდობა ომზე მეტია“- აქცია ფოთში

კვირას, საღამოს 18:30-ზე ფოთის თეატრის ინიციატივით რეგიონულმა თატრებმა აქცია სახელწოდებით \”მშვიდობა ომზე მეტია\” გამართეს. აქცია რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის – არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ჩატარდა. შემდეგ თეატრალებმა საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც მამა ამბროსმა გმირთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.აქციაში ფოთელებთან ერთად ხულოს, ბათუმის, ოზურგეთის, სენაკის, ზუგდიდის ,ქუთაისის ,ზესტაფონის, ჭიათურის, გორის, ახალციხის, თელავის, .სოხუმის, და ცხინვალის თეატრები ჩაერთვნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რეგიონალური საჭადრაკო ტურნირი დაიწყო

4 მარტს ფოთის საჭადრაკო კლუბ \”ნანა\”-ს სატურნირო დარბაზში 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, საქართველოს ჩემპიონატი დასავლეთის ზონის 1-ლი ლიგა დაიწყო. ჩემპიონატში ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის, ხობის, ხონის და ლანჩხუთის 100-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს და ის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად იმართება. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, ჩემპიონებს კი დამატებით გადაეცემათ თასები. ყველა ასაკში 1-5 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილე მეტი
სიახლე 

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისიება ფოთის ბიბლიოთეკაში

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა , რომელშიც მონაწილეობას საჯარო სკოლების უმცროსკლასელები იღებდნენ. ღონისძიება ფოთის სახელოვნებო ცენტრის პედაგოგ ფოთოლა ქაჯაიას ორგანიზებით ჩატარდა მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ლექსები წაიკითხეს .ღონისძიებაში აგრეთვე მონწილეობა მიიღეს პატარა მოცეკვავეებმა და განწყობის ასამაღლებლად სამეჯლისო ცეკვებით მიულოცეს დედებს სამი მარტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მხიარული სტარტები ჩატარდა

მხიარული სტარტები 1 მარტს ფოთში , 9 აპრილის ხეივანზე მდებარე საკალათბურთო დარბაზში დაიწყო, მასში საჯარო სკოლების 2004-2009 წლებში დაბადებული მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. პირველ დღეს 6 შეხვედრა გაიმართა და
მეორე ეტაპზე N 5, N 2, N 8, N 3, N 15 და N 4 საჯარო სკოლების გუნდები გადავიდნენ.
2 მარტს ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართა. საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში მე-3 სკოლელებმა მე-15 საჯორო სკოლის თანატოლებს სძლიეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
სასკოლო ოლიმპიადაში მთელი საქართველოს მასშტაბით 1600 სკოლაა ჩართული.

იხილე მეტი