სიახლე 

სიახლეები ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

7 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის იოახიმ ფონ ვედელის უნივერსიტეტის პროფესორად ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც პროფესორმა ვედელმა მოხსენება წაიკითხა თემაზე – „მითოსი პოლიტიკაში“. შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მთავრობის ადგილობრივი საკრებულოს წევრები და უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქალაქის დღის დაწესების შესახებ დისკუსია გაიმართა

ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, სახალხო დღესასწაულების გამართვის საკითხთან დაკავშირებით, ქალაქის საზოგადოებას შეხვდა.შეხვედრას მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, კულტურისა და სპორტის სამსახურებისა და აიპების, კულტურისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ეპარქიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2018 წელს ქალაქისა და ქვეყნისთვის ღირშესანისნავი რამოდენიმე თარიღი და იუბილე აღინიშნება.ამასთან დაკავშირებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა დღესასწაულები სათანადო დონეზე ჩატარდეს გიორგი ფარეშიშვილის ინიციატივას, ევროპული ტრადიციებისა და მაგალითების გათვალისწინებით, ფოთში დაწესდეს ქალაქის დღე და იგი საკათედრო ტაძრის დღესთან, კვირაცხოვლობასთან ერთად აღინიშნოს, დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად დაუჭირა მხარი

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილესთან გიორგი ფარეშიშვილთან და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გია დარჯანიასთან ერთად ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო პროგრამას გაეცნო.ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორთან ,ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლთან შეხვედრისას საუბარი ლიდერობისა და ეფექტური კომუნიკაციის პროგრამას შეეხო , რისი სწავლებაც ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.
სამოქალაქო განათლება, სტრატეგიული კომუნიკაცია, ადამიანური რესურსების მართვა_სწორედ ამ თემებზე, ახალი სასწავლო წლიდან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები საჯარო მოხელეებისათვის მასტერ კლასებს ჩაატარებენ.მსურველები გაივლიან სამთვიან კურსებს. მოეწყობა ღია კარის დღე სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულთათვის.

იხილე მეტი
სიახლე 

მორიგი სამეცნიერო სემინარი ახალი საქრთვეოს უნივერსიტეტში

დღეს მორიგი სამეცნიერო სემინარი გაიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტში-ისლამური ფილოსოფია. პროფესორმა იოახიმ ფონ ვედელმა სამეცნიერო სემინარზე ისლამური კულტურისა და ფილოსოფიის თავისებურებებზე გააკეთა საინტერესო მოხსენება. სემინარს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. სემინარი საინტერესო დისკუსიით დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდ „ბილივის“ საბინაო მხარდაჭერის კამპანია

ფონდ ,,ბილივის\” საბინაო მხარდაჭერის კამპანია 2 წელია წარმატებით მიმდინარეობს. ამ კამპანიის ძირითადი მიზნებია: სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა. საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში “ბილივმა” 40 ზე მეტ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ოჯახს გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვადასვა საოჯახო ნივთი. ასევე, განსაკუთრებით მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში საცხოვრებელი პირობების მქონე 6 ოჯახის საცხოვრებელ ფართს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ქ. ფოთში მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სულ 120-მდე ბენეფიციარი დაკმაყოფილდა პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი გაიმართა. 5 თებერვალი, 2018

3-4 თებერვალს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირები მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩოხატაურის 70-მე მოჭადრაკე. ტურნირები გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცათ თასები. საბოლოო შედეგები: III კატეგორიაზე: I ადგილი – ნინი შამუგია, II ადგილი – საბა ბოლქვაძე, III ადგილი – ნიკოლოზ კვარაცხელია. IV კატეგორიაზე: I ადგილი – დიმიტრი ანთელავა, II ადგილი – მეგი ცობეხია, III ადგილი – ბარბარე კულუა. V კატეგორიაზე: I ადგილი – ირაკლი შედანია, II ადგილი – ნია ჭითანავა, III ადგილი – გაბრიელ ჩარგაზია.
მორიგი საკვალიფიკაციო ტურნირები მარტში გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ყაჩაღობის ფაქტი დაფიქსირდა

ფოთში ყაჩაღობის ფაქტი დაფიქსირდა ნაბადაში მდებარე ,,ლუკოილის,, ბენზინგასამართ სადგურს თავს ნიღბიანი და შეიარაღებული პირები დაესხნენ. ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელობა წაღებული თანხის ოდენობას არ აკონკრეტებს. თუმცა ჩვენი ინფორმაციით ბოროტ მოქმედებმა სეიფიდან 30 000 ლარზე მეტი თანხის გატაცება შეძლეს.
შსს ინფორმაციით გამოძიება 179 მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

\\. 5 თებერვალი, 2018

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ ასოციაცია „ათინათთან“ ერთად პროექტი სახელწოდებით \”ახალგაზრდა ვიზიტორები“ განახორციელა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების სამოქალაქო და მოხალისეობრივი გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა, მომავალი თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება. პროექტის ფარგლებში, 3 თებერვალს ფოთს ზუგდიდელი ახალგაზრდები ესტუმრნენ. მათ ადგილობრივ ბავშვებთან ერთად ფოთის პორტი დაათვალიერეს, მიიღეს ინფორმაცია ნავსადგურის ფუნქციონირებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ასევე, ახალგაზრდებმა კოლხეთის ეროვნული პარკი დაათვალიერეს. შეხვერდაზე კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებასა და ტურისტული მარშრუტების შესახებ ისაუბრეს. „ახალგაზრდა ვიზიტორების“ ფარგლებში შეხვედრა ზუგდიდში 20 იანვარს გაიმართა. ახალგაზრდებმა მონაწილეობა გაცნობით-ჯგუფურ აქტივობებში მიიღეს. ესტუმრნენ დადიანების მუზეუმს და რობერტ აბსანძის თიხის სახელოსნოს, სადაც თიხისაგან ლარნაკები და სუვენირები დაამზადეს. ასევე დაეუფლნენ მარციპანის დამუშავების ხელოვნებას. პროექტში სულ 40 ახალგაზრდა ღებულობდა მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე

2 თებერვალს მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ეს დღე 1997 წელს აღინიშნა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთი დევიზით ერთიანდება – „ტყეები წყლისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის.
ამ დღესთან დაკავშირებით ფოთის ეროვნულ პარკში ნორჩ ელჩბთან შეხვედრა გაიმართა სადაც საუბარი იყო საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ქობულეთისა და კოლხეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიებზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერის მოადგილის შეხვედრა მსახიობებთან

დღეს ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასს შეხვდნენ და თეატრში არსებულ როგორც ინფრასტრუქტურულ პრობლემის, ასევე მაყურებლის მოზიდვისა და ზაფხულში თეატრალური ფესტივალისათვის მზადების საკითხებზე ისაუბრეს.

იხილე მეტი