სიახლე 

ფოთის ნავსადგურში ახალი ტერმინალი აშენდება

,,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს და 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. სპეციალისტების განცხადებით, ტერმინალს წლიურად შეეძლება მინიმუმ 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გადამუშავება და იგი საქართველოს სატრანზიტო დერეფანს ახალ სავაჭრო შესაძლებლობას შესძენს. ახალი ტერმინალის აშენება ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე, მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით განიხილება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საფეხბურთო გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი-1913“-ს ახალი მთავარი მწვრთვნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მომდევნო წლის განმავლობაში, 56 წლის რუსი სპეციალისტი, კონსტანტინ გალკინი იმუშავებს.ის რუსეთში წლების მანძილზე რამდენიმე გუნდს ავარჯიშებდა, მათ შორის, \”ჩელიაბინსკს\”, ორენბურგის \”გაზოვიკს\”, ნიჟნი ნოვგოროდის \”ვოლგას\” და ბოლო დროს ამავე ქალაქის \”ოლიმპიეცს\”. ასევე აღსანიშნავია, რომ „კოლხეთი-1913“-ის ხელმძღვანელების განცხადებით, გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი გადახალისება იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვამ დაკარგული ქალის ცხედარი გამორიყა

ფოთში 54 წლის ქალის ცხედარი ზღვამ გამორიყა. ის სამართალდამცველებმა ქალაქის სანაპირო ზოლზე იპოვეს.შეგახსენებთ, ნაზი მარშავას 2017 წლის 26 დეკემბერიდან ეძებდნენ. მარტოხელა ქალი ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. როგორც მეზობლები ამბობენ, მას ფსიქიური პრობლემები ქონდა. დაკარგულს ახლახან დედა გარდაეცვალა და ახლობლების ვარაუდით , მისი ჯამრთელობის გაუარესება სწორე ამ ფაქტორმა გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით,გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ეკოსემინარი გაიმართა

კოლხეთის ეროვნული პარკის „ნორჩი ელჩების“ პროექტისა და მე-4 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „ერუდიტის“ თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე თემები წარმოადგინეს.
„ნორჩმა ელჩებმა“ ეკო-კლუბის წევრებს საჩუქრად ფრინველების საკვებურები და ბუდეები გადასცეს, რომლებიც მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეებზე განათავსეს. პარალელურად, ბავშვებს მიეწოდათ ინფორმაცია _ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ფრინველებს ზამთრის პერიოდში და რა შეიძლება გაკეთდეს მათ გადასარჩენად.
შეგახსენებთ,ამ პროექტს, კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ერთწლიანია და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი გასტროლით პოლონეთში მიემგზავრება

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი გასტროლით პოლონეთის ქალაქ სელეზიაში მიემგზავრება. მსახიობები პოლონელ მაყურებელს ორ სპექტაკლს: \”ჩემს ბაღში ომია\” და \”ჩარეცხილებს\” წარუდგენენ. ორივე სპექტაკლის რეჟისორი დარიუშ ეჟერსკი გახლავთ.

იხილე მეტი
სიახლე 

„მაშა და დათვი“ ფოთში

ერთ წლის შემდეგ ფოთელ პატარებს საყვარელი მულტფილმის „მაშა და დათვის“ გმირები ისევ ესტუმრნენ. თეატრ TRIDA-ას მსახიობებმა, ფოთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, ბავშვებს დაუვიწყარი საახალწლო შოუ-სპექტაკლი _ „მშვიდობით დაბრუნება“ წარუდგინეს. სპექტაკლში დათვის როლს ფოთელი მსახიობი სანდრო გუჯაბიძე ასრულებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო შოუ-კონცერტი გაიმართა

ფოლკლორის ცენტრში საახალწლო შოუ-კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე სახელოვნებო ცენტრთან არსებული ნორჩ იუმორისტთა გუნდი \”ხამსიშვილები\” გამოვიდნენ.როგორც გუნდის ხელმძრვანელმა ედემ გაბელიამ განაცხადა,ნორჩი იუმორისტები კონცერტისთვის მთელი წლის მანძილზე ემზადებოდნენ.ერთსაათიანი შოუ-პროგრამის მუსიკალური გაფორმება ნანა ქსანდოპულოს ეკუთვნის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერის მოადგილე ბაღებს ესტუმრა

მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელთან, მარგო ჯანიაშვილთან, ერთად, საბავშვო ბაღებში არსებულ ვითრებას დეტალურად გაეცნო. მერის მოადგილე სკოლამდელ დაწესებულებებში სამუშაო პირობებით, გათბობის სისტემით , სანიტარული ნორმების დაცვით და სხვა საკითხებით დაინტერესდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მე-3 რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს მე-3 რიგგარეშე სხდომაზე „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრს“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შვიდი სატუმბი სადგური გადაეცა.ოპოზიციის განცხადებით შვიდივე ობიექტი გამართულად არ მუშაობს, რის გამოც უხვი ნალექის დროს ქუჩები იტბორება. ვიცე მერის მამუკა პაპასკირის განმარტებით, შ.პ.ს ტოტალს მოქმედ სატუმბი სადგურების და სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობის ვალდებულება ხელშეკრულებით 21 იანვრას ეწურება.მისი თქმით ობიექტების გადმოცემის დროს დეტალურად შემოწმდება მათი მდგომარეობა, რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი „ტოტალის“ მისამართით შესაბამისი სანქციები ამოქმედდება.

იხილე მეტი