სიახლე 

საახალწლო ღონისძიება ჰიდროგრაფიულ სამსახურში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდოგრაფიულ სამსახურში საახალწლო ღონისძიება გაიმართა,რომელშიც სამსახურის თანამშრომლების ბავშვებთან ერთად , ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარები და დევნილი ბავშვები იყვნენ მოწვეულები. პატარების საახალწლო განწყობაზე ფოთის სახელმწიფო თეატრის მახიობებმა, გია სურმავამ და ფატიმა აბრახამიამ იზრუნეს. მაყურებლის წინაშე ლექსებითა და სიმღერებით მოწვეული ბავვები გამოვიდნენ ,მათ თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

დასკვნითი კონცერტი ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში პირველი სემესტრის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.მაყურებლის წინაშე სასწავლებლის საფორტეპიანო,საგუნდო, ვოკალური განყოფილებების მოსწავლეები და ხალხურ საკრავთა ორკესტრი გამოვიდა.ბავშვებმა კლასიკური და ხალხური ნაწარმოებები შეასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში

ფოთის სახელმწიფო თეატრში, ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივით, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.საზეიმო კონცერტში ადგილობრივმა ვოკალურმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა, ასევე მაყურებლის წინაშე მწერალი გურამ ოდიშარია,პოეტი ტარიელ ხარხელაური, ერეკლე საღლიანი და მსახიობი გუჯა ბურდული გამოვიდნენ. თანაქალაქელებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა და ქალაქის მერმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

იხილე მეტი

ფოთი კირიატ-იამის დელეგაციას მასპინძლობს

ფოთი დამეგობრებული ისრაელის ქალაქ კირიატ-იამის დელეგაციას მასპინძლობს. ქალაქის მერმა მათ ფოთის განვითარების გეგმა და მიმდინარე სოციალურ-კულტურული პროექტები გააცნო. სტუმრებმა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობის ტრადიციაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ ურთიერთობის გაგრძელების უცილებლობაზე ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო კონცერტი ფოთში. 26 დეკემბერი, 2017

ფონდი \”ქველმოქმედი 2015\”–ის ორგანიზებით, არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, საქვემოქმედო კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მომავალმა ვირტუოზებმა :
მზეჭაბუკ პაჭკორიამ, სენდი ვართანოვმა, თორნიკე სახოკიამ, თაკო გვასალიამ და
ლიკა ცაავამ მიიღეს მონაწილეობა.საქველმოქმედო კონცერტზე შემოწირული თანხის საერთო ჯამმა 800 (რვაასი) ლარი შეადგინა.
ხვალ ფონდი \”ქველმოქმედი 2015\” საქველმოქმედო კონცერტიდან შემოწირული თანხით (800 ლარი) სოციალურად დაუცველ 12 მარტოხელა მოხუცს უზრუნველყოფს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა.ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს მე-7 რიგგარეშე სხდომაზე , საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვასილ თოდუამ წარადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2017 წლის ბიუჯეტზე 89 ათასი ლარით მეტია. ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოყოფილი თანხა, 2017 წლის ბიუჯეტში 3 მლ. 880 ათ.ლარი იყო, 2018 წლის ბიუჯეტში კი სავარაუდოდ 5 მლ.78 ათ ლარამდე გაიზრდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო ფესტივალი ჭადრაკში

ფოთის საჭადრაკო კლუბში საახალწლო ფესტივალი ჭადრაკში ტარდება. ფესტივალის სხვადასხვა ტურნირებში 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირები შვეიცარიული სისტემით 7 ტურად იმართება და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი მორიგი თეატრალური პრემიის მფლობელია

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მორიგი თეატრალური პრემიის _ „დურუჯი 2017“ -ის მფლობელი გახდა. კულტურის სამინისტროში გაიმართულ რიგით IX თეატრალურ პრემია – „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონიალზე, ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფი, ფოთის თეატრის სცენოგრაფი თამარ ოხიკიანი დასახელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ამხანაგური მატჩი ჭადრაკში გაიმართა

ფოთის საჭადრაკო კლუბ \”ნანა\”-ს და ქუთაისის საჭადრაკო სკოლა \”მაია\”-ს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ფოთელი და ქუთაისელი მოჭადრაკეები ერთმნეთს 17 დაფაზე დაუპირისპირდნენ. ტურნირში 34-მა მოჭადეაკემ მიიღო მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

2018 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ფოთში

ფოთში 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. , ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათასი ლარით განისაზღვრა. რაც 2017 წლის ბიუჯეტისგან 89 ათასი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური სფერო მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია.

იხილე მეტი