ფოთელი მოჭადრაკეების ბრწყინვალე გამარჯვება
ჭადრაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა, ფოთელი მოჭადრაკეების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრება ქუთაისში მიმდინარეობდა, 8 წლის მოჭადრაკეთა ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა \”ნანა\”-მ შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე გარუჩავა, გიორგი კვარაცხელია, ლუკა წურწუმია და ლიზი სარიშვილი. 10 წლამდელთა ტურნირში მეორე ადგილიც ასევე გუნდმა \”ნანა\”-მ დაიკავა: კახაბერ კიზირია, ალექსანდრე გარუჩავა, გიორგი კვარაცხელია და ანა სანიკიძე.
იხილე მეტი