სიახლე 

“ფაზისის“ საერო სამეცნიერო აკადემიის შეხვედრა ფოთში

დღეს „ფაზისის“ საერო სამეცნიერო აკადემიამ საზაფხულო არდადეგების შემდეგ პირველი სხდომა გამართა.შეხვედრაზე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ _ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენება წაიკითხა.
აღსანიშნავია რომ რამდენიმე თვის წინ ვაჟა შუბითიძემ გამოსცა წიგნი სახელწოდებით _ „ნიკო ნიკოლაძე _ კაცი სახელმწიფო“,სადაც დეტალურად არის აღწერილი ფოთში ნიკოლაძის მმართველობის ოც წლიანი პერიოდი

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და შევამციროთ მისგან გამოწვეული ზიანი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ოზურგეთში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის,რევაზ ასათიანის თქმით, აზიურ ფაროასნასთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია, რომელიც აგროტექნიკური სამუშაოების დროულ ჩატარებასა და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს. მისი განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი სამთავრობო უწყებშიც კოორდინირებულად განიხილება, შეფასებულია ჩატარებული ღონისძიებები და დადგენილია მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაც.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოში მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით ახორციელებს. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქოში „სამართლიანი არჩევენების\\

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში „სამართლიანი არჩევნების საჩივარი შევიდა,სადაც ნათქვამია რომ 21-ე უბანზე ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების\” დამკვირვებელის მიმართ, ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს\”
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას თქმით“უახლოესი 2 დღის განმავლობაში ეს საჩივარი არ განიხილება. ჯერ უნდა დასრულდეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა. მხოლოდ ამის შემდგომ საოქლო- საარჩევნო კომისია ამ განცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებს \”- აღნიშნა სალომე როდონაიამ.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი

აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი
ქართველი ენტომოლოგები მიიჩნევენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა განსაკუთრებით ეფექტური მაშინ იქნება თუ მას ქვეყანაში ბუნებრივი მტერი გაუჩნდება. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი კარლო კიკორია საქართველოში მსგავსი მწერების შემოყვანა-გამრავლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, აზიურ ფაროსანათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ენტომოლოგების მოსაზრებას სურსათის ეროვნულ სააგენტოში ეხმაურებიან. უწყების უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა დადგინდეს ხომ არ გამოიწვევს მსგავსი მწერების შემოყვანა სხვა სასარგებლო მწერების განადგურებას. ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ საკითხის შესასწავლად ბიოლაბორატორიების შექმნაა საჭირო, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხა უკვე გამოყოფილია. მისი თქმით, აზიური ფაროსანასთვის ბუნებრივი მტრის გაჩენის საკითხზე აქტიურად მუშაობენ აშშ-შიც, იაპონიაში კი აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად იაპონური კრაზანა გამოიყენება.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოში მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ისსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტოს, FERRERO-სადა CNFA-ს „საქართველოსთხილისსექტორისგანვითარებისპროექტის“ მხარდაჭერითახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

გადააქვს თუ არა ფაროსანას მცენარეების დაავადებები

აზიური ფაროსანა და მისგან მომავალი საფრთხეები – ესაა თემა, რომელიც ქართველ ენტომოლოგებში ახლა განსაკუთრებით აქტუალურია. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი კარლო კიკორია მიიჩნევს, რომ აზიური ფაროსანა, რომელსაც მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატი აქვს, მცენარეებში ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების გადამტანია.
მის აზრს არ იზიარებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ მათი მხრიდან ეს კითხვა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან დაისვა, პასუხი კი უარყოფითი იყო.
აზიურ ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოში მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ისსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტოს, FERRERO-სადა CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ლეიბორისტებმა საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს

ფოთში საარჩევნოდ გაკრული პლაკატების ჩამოხსნა პირველებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციიის წარმომადგენლებმა დაიწყეს.როგორც პარტიის სიის პირველმა ნომერმა მამუკა ხორავამ განაცხადა, ქალაქის ტერირორიაზე სახვადასხვა ადგილას 3 წევრიანი ჯგუფი მუშაობს.მან პოლიტიკურ სუბიექტებს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირი დაიწყო

ფოთის საჭადრაკო კლუბში სტარტი აიღო , ტრადიციულმა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალმა \”გამსვლელი პაიკი- 2017\”-მა. შეჯიბრება 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართება. ტურნირში მონაწილეობის სურვილი 40 ფოთელმა მოჭადრაკემ გამოთქვა.ფესტივალი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად იმართება. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკები, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ასევე გამოვლინდება 7 წლის საუკეთესო შედეგის მქონე ჭაბუკი და გოგონა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 70-ე საოლქო კომისიის სხდომა

დღეს ფოთის #70 საოლქო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი განიხილა,რომელშიც მითითებული,რომ 31- ე უბნის სამივე სახის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა,ბევრად ნაკლებია მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე.როგორც „სამართლიანი არჩევნების“ რაიონულმა კოორდინატორმა თეა შონიამ კომისიის სხდომაზე განაცხად,ეს იძლევა ეჭვის საფძველს რომ 31-ე უბანზე ეგრეთწოდებული „კარუსელი“ დატრიალდა.მან აღნიშნული უბნის შედეგების გადამოწმება მოითხოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

კონკურსი მავნებლის წინააღმდეგ

“შეაგროვე და გაანადგურე აზიური ფაროსანა“ – გადაცემა „აგრო სიახლეები“მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად კონკურსს იწყებს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. კონკურსის პირობების თანახმად, მოქალაქე ვინც შეაგროვებს და გაანადგურებს აზიურ ფაროსანას,გადაცემის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე,უნდა გადმოაგზავნოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეომასალა. ასევე წერილობითი აღწერა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ხერხების შესახებ. გამარჯვებულები ამ კატეგორიებში გამოვლინდებიან, ასევე ფასიანი პრიზი გადაეცემა იმ მასალის ავტორს რომელიც ყველაზე გაზიარებადი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

საჯარო ლექცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. 24 ოქტომბერი, 2017

დღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დოქტორ დეტლეფ ფონდანიელსის ლექცია თემაზე „პოპულიზმი პლატონთან”|გაიმართა. დოქტორმა პოპულიზმის წარსულისა და თანამედრევე ტენდენციების შესახებ ისაუბრა. ლექციას ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ასევე ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი