სიახლე 

ხობში ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მსხვერპლშეწირვის დღესასწაული ყურბან-ბაირამი აღნიშნეს.შავღელეს მეჩეთში ლოცვა წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ წაიკითხა.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-5 დღე

ანაკლიაში შეკრებილმა ბანაკელებმა დღეს საქართველოს დღე აღნიშნეს, მომავლის ბანაკის ტერიტორიაზე მეორე ქვეითი ბრიგადის სხვადასხვა სახეობის საბრძოლო ტექნიკა, იარაღი და ხელსაწყოები იყო წარმოდგენილი, ახალგაზრდებს მათი მორგებისა და გამოცდის საშუალება ჰქონდათ, გამოფენის შემდეგ კრიტიკულ სიტუაციებში თავის გადარჩენის შესახებ ტრენინგი გაიმართა, რომელზეც მსოფლიო და ქართველი ჯარისკაცების გამოცდილებაზეც იყო საუბარი, დღის მეორე ნახევარში თეორიული სწავლება პრაქტიკულში გადაიზარდა და მომავლის ბანაკელებს წვრთნების გავლაც მოუწიათ.
დამღლელი დღის ბოლოს მოდურად ჩაცმისა და კინოჩვენების მოწყობის ჯერიც დადგა, 12-მა გუნდმა 12 სხვადასხვა, საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხი აირჩია და მასზე მოკლე ჩანახატები გადაიღო, დღის ბოლოს ამ ფილმების ჩვენება გაიმართა, მომავლის ბანაკის სტუმრებმა მეხუთე დღე წითელ ხალიჩაზე გავლით დაასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში სემინარი გაიმართა

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need“ („ადამიანი გაჭირვებაში“) პროექტს სახელწოდებით – „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ ახორციელებს. ხობში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან“ (DCFTA) დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგებს ატარებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის ცენტრალურ პარკში არკების სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ აწარმოებს.როგორც ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და თვის ბოლოსთვის დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებზე 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი სასწავლო წელი ფოთის საჭადრაკო სკოლაში

ფოთის საჭადრაკო სკოლაში ახალი 2017-2018 სასწავლო წელი დღეს დაიწყო. დავით კოდუას განცხადებით, სკოლის ოთახებს უკვე ჩაუტარდა მცირე სარემონტო სამუშაოები. მისივე თქმით, საჭადრაკო სკოლაში მოსწავლეთა მიღება გრძელდება. ფოთის საჭადრაკო სკოლა ასევე აქტიურად ემზადება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც 4-15 სექტემბემბერს, რუმინეთის ქალაქ მამაიაში გაიმართება. ევროპის ტურნირში გამარჯვებული მოჭადრაკეები ფულადი პრიზებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

\\. 1 სექტემბერი, 2017

„არტ-კაფე ნიკოლაძე“ მორიგ საინტერესო ივენთს მართავს.პოეზიის მოყვარულებს ხვალ თემურ ელიავას შემოქმედებითი საღამო ელოდებათ. თემურ ელიავა 21-ე საუკუნის თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ერთ -ერთ- ყველაზე გამორჩეული სახეა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 9-10 სექტემბერს პლაჟის ფეხბურთი ჩატარდება

9-10 სექტემბერს მალთაყვის სანაპირო ზოლზე ფოთის ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში გაიმართება.შეჯიბრში ფოთელებთან ერთდ პირველად წელს ზუგდიდის, სენაკისა და ხობის გუნდები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ ფოთის მერიის სპორტის სამსახურს მიმართონ.

იხილე მეტი
სიახლე 

დარეჯან ცხვიტარია ფოთში დარღვევებზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
როგორც ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, საარჩევნო სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაშია.

დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, სამუშაო პერიოდში მათ აღმოაჩინეს, რომ ფოთში, ახალ რაიონში 3 ბინა საარჩევნო სიიდან ამოღებულია.
ცხვიტარიას თქმით, ეს ფაქტი მოწმობას იმას, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

ცხვიტარია ასევე გამოეხმაურა საუბნო კომისის წევრთა შესარჩევი კონკურსის შედეგებს.

პარტიის ოფისი აღმაშენებლის 17 ნომერში მდებარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ევროპული საქართველოს წინა საარჩევნო მზადება ფოთში

ევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად შოთა აფხაზავა დაინიშნა. ოფისში მაჟორიტარი კანდიდატების სრული შემადგენლობის წარსადგენად ემზადებიან,რომელიც უახლოეს დღეებშია დაგეგმილი .მათი განცხადებით საზოგადოებას ღირსეულ კანდიდატებს შესთავაზებენ.შეგახსენებთ ევროპული საქართველოს ლიდერებმა ფოთის მერობის კანდიდატი და 5 მაჟორიტარის პრეზენტაცია, ივლისის თვეში გამართეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საინიციატივო ჯგუფმა კანდიდატი წარადგინა

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად დავით ბასილაია წარადგინა,რომელიც ნაბადის უბანში იყრის კენჭს.დავით ბასილაია 2008-2010 წლებში ფოთის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო,2010-2012 წლებში განათლების სამინისტროში მოღვაწეობდა,ხოლო ბოლო პერიოდში კერძო კომპანიებში მუშაობდა.

იხილე მეტი