სიახლე 

ფოთელმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში ფოთელი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატი თბილიშში ჩატარა,მასში 10 ქვეყნის250-დე მძლეოსანი ღებულობდა მონაწილეობას.ღია ასაკობრივ კატეგორიაში დავით გულუამ და ლევან გორგოძემ,ხოლო იუნიორებში ლილე შენგელიამ და გოგა გორგიძემ ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ნავსადგური კიბერთავდასხმაზე ინფორმაციას ავრცელებს

მაერსკ ჯგუფის“ IT სისტემებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.. მათი თქმით, კიბერთავდასხმის შედეგად IT სისტემები მსოფლიო მასშტაბით სხვა მრავალ პორტსა და ტერმინალზე სრულად გაითიშა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზარში გარემოვაჭრეების პრობლემა დარეგულირდა

ფოთის აგრარულ ბაზარში გარემოვაჭრეების პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია. გარემოვაჭრეები, რომლებიც რიონის მარცხენა სანაპიროს განთავისუფლებას აპროტესტებდნენ და ხელისუფლების შემოთავაზებაზე უარს ამბობდნენ,სავაჭრო ცენტრის შენობაში გადანაწილდნენ და შექმნილი პირობებთ კმაყოფილები არიან.

იხილე მეტი

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ფოთში, ახალ რაიონში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და მას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტონი და პოლონეთის ელჩის მრჩეველი პჟემისლავ პიეჟმი დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. 27 ივნისი, 2017

ფოთში, ახალ რაიონში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და მას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტონი და პოლონეთის ელჩის მრჩეველი პჟემისლავ პიეჟმი დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ ფოთში

ფოთის მუნიციპალიტეტში „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ აღნიშნეს. ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“გამართულ ღონისძიებაზა გამომსვლელებმა საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ისაუბრეს.ასევე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის კოლქტივებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი წამოადგინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 27 ივნისი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით,ფოთის სანაპირო ზოლზე სამი დღის მანძილზე კარგი ამინდი შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში.ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გარე მოვაჭრეებს რიონის მარცხენა სანაპიროს განთავისუფლება მოსთხოვეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გარემოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის შესასვლელი გადაკეტეს.ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეების გადაყვანა სავაჭრო ცენტრში იგეგმება, სადაც ისინი სამი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სალოტბარო სკოლის ღონისძიება

არჩილ ხორავას სახელოვნებო სასწავლებელში 25 ივნიის ღონისძიება გაიმართა,სადაც სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადახვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. კონცერტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნი დაესწრო.ღონისძიების დასასრულს სალოტბარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები,სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

იხილე მეტი

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ფოთში

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოში, ბათუმსა და ფოთში კონცერტები გამართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლმა ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები წარადგინა. სცენაზე ისმოდა ქართულ-აფხაზური უძველესი სიმღერებიც. მასში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.

იხილე მეტი