სიახლე 

ფოთის მე-4 სკოლის ფეხბურთელები ნახევარფინალში გავიდნენ

საქართველოს მაშტაბით მინი ფეხბურთში საქართველოს თასის გათამაშება მიმდინარეობს,რომლებშიც საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდები მონაწილეობენ. ფოთსა და ზუგდიდში ჩატარებულ საქალაქო და რეგიონალურ შესარჩევ ტურნირებში ფოთის მე-4 საჯარო სკოლის გუნდმა “თავდადებულმა“ წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.კვარიათში, ხელვაჩაურის სტადიონზე გუნდებს შორის შეჯიბრში მეოთხე სკოლელებმა, ლიდერის პოზიცია დაიკავეს და მეოთხედფინალში, ყველაზე მაღალი შედეგით, 7 ქულით გადავიდნენ. დღეს დილით გამართული თამაში ისევ „თავდადებულების “ გამარჯვებით დასრულდა.ფოთელებმა თბილისის 146 სკოლის გუნდი, ანგარიშით ორით ერთი დაამარცხეს.მეოთხე სკოლელების ფინალური შეხვედრების დეტალებს,ხვალ შემოგთავაზებთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო

ფოთის საჭადრაკო სკოლაში საჭადრაკო ამოცანების კონკურსი დასრულდა.საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები,ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. 17 ივნისს კი საჭადრაკო ფესტივალი ,,ზაფხული 2017“ დაიწყო, მასში საჭადრაკო სკოლის 70-მდე მოსწავლე მონაწილეობს. ტურნირში გამარჯვებულები , საჭადრაკო სკოლის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ხოლო 9 და 7 წლამდე ასაკის გოგონებში და ჭაბუკებში, საპრიზო ადგილებზე გასულებს, დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში იროდი ტიკარაძის საიუბილეო თარიღი აღნიშნეს

ფოთის სახელმწიფო თეატრმა, ღვაწლმოსილი ხელოვანის, იროდი ტიკარაძის დაბადებიდან 75-ე და შემოქმედებითი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლა.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით „იროდი ტიკარაძე ქართული სიმღერის მოამაგე“.საღამოს თბილისიდან და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.სცენაზე მაყურებლის წინაშე,ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები სხვადასხვა მუსიკალური ნომრით გამოვიდნენ

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთში 19 06 17

ფოთში, ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია \”სუფთა ქალაქი\” იმართება, მასში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ.აქციაში ამჯერად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ცენტრისა და კუნძულის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ჩაერთნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რიონის დონემ მომიმატა

მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე რიონზე წყლის დონის მომატება გამოიწვია,თუმცა ამ დროისთვის დატბორვის საფრთხე არ არსებობს.მდინარე რიონზე გახსნილია მხოლოდ 4 რაბი (შლუზი),დანარჩენების გახსნა ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება.. ადგილზე მობილიზებულია როგორც სამაშველო, საპატრულო ,ასევე მერიის ყველა შესაბამისი.„ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ბოლო ინფორმაციით, წყლის დონე იკლებს. ჰიდროკვანძის მეშვეობით ვახერხებთ წყლის დონის რეგულირებას. ფოთისა და ხობის დატბორვის საშიშროება ამჟამად არ არსებობს“,- აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
პრობლემას ართულებს ის რომ ჰიდროკვანძის მომსახურე სამსახური გაუქმებულია, თვითონ ნაგებობა კი ჩვენი ინფორმაციით არც ფოთის და არც ხობის ადგილობრივი თვითმართველობის ბალანსზე არ არის და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ ხერხდება, რის გამოც ყოველი წაყლდიდობის დროს მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.

იხილე მეტი

ფოთის საკრებულოს სხდომა. 16 ივნისი, 2017

ფოთის საკრებულოს მე-15 რიგგარეშე სხდომაზე დებატები 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანამ გამოიწვია.საკითხს, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მაია ჩხარტიშვილმა და \”ევროპული საქართველოს\” ორმა წევრმა არ დაუჭირა მხარი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში იროდი ტიკარაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება

ფოთის საპატიო მოქალაქეს,ხელოვნების ქურუმის იროდი ტიკარაძეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 18 ივნისს ფოთის თეატრში შემოქმედებითი საღამო გაიმართება.ასევე ცენტრალურ პარკში ანსამბლ „ფაზისის“ ვარსკვლავის გვერდით,იროდი ტიკარაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

იხილე მეტი
სიახლე 

საკონკურსო სპექტაკლები ფოთის თეატრში

ფოთის სახელმწიფო თეატრში,დამოუკიდებელი თეატრალური პრემია \”დურუჯის\” საკონკურსო ჩვენება \”ხალხის მტერი\”-თ დაიწყო.კონკურსის ფარგლებში წარდგენილ 4 სპექტაკლს,\” ჟიურის 7 კაციანი ჯგუფი შეაფასებს.

იხილე მეტი
სიახლე 

სკოლებში საზაფხულო არდადეგები დაიწყო

დღეს საჯარო და კერძო სკოლებში მე-2 და მე-11 კლასის ჩათვლით სასწავლო წელი დასრულდა.მოსჭავლეები ტრადიციულად 15 სექტემბრამდე დაისვენებენ.მე-11 კლასელებს კი ორშაბათიდან გამოსაშვები გამოცდები დაეწყებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-2 საჯარო სკოლის ღონისძიება 15 06 17

მე-2 საჯარო სკოლაში ღონისძიება \” მე და ჩემი სიყვარული მზისფერება\” გაიმართა.მე-9 კლასის მოსწავლეებმა სიყვარულის თემაზე დაწერილი ლექსები და ციტატები წაიკითხეს.ღონისძიება ქართულის მასწავლებლის სოფიო ღლონტის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი