სიახლე 

ჰიდროკვანძი რომელიც ხიდის ფუნქციას ასრულებს შესაძლოა დაინგრეს

ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა, დაინგრეს. ამ დასკვნამდე მიდიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც მის მდგომარეობას აკვირდებიან. დღეს“ მეცხრე ტალღის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე მივიდა და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო.

იხილე მეტი
სიახლე 

მოყვარული მეთევზეების პროტესტი

ფოთელმა მეთევზეებმა ხიდიდან თევზაობის აკრძალვის შესახებ ახლა შეიტყვეს. გარემოს დაცვის ინსპექციამ რამდენიმე მათგანი გააფრთხილა. რა სანქციები მოქმედებს კანონით და რატომ თვლიან მეთევზეები რომ საკანონმდებლო აკრძალვა არაკომპეტენტური პირების მიერაა დაწესებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ხელბურთელების წარმატება

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის დასკვნითი ტურნირი თბილისში გაიმართა. 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის ექვსეული სამი რეგიონული ტურნირის შემდეგ შეირჩა. აღმოსავლეთში გაიმარჯვეს თელავმა და ყვარელმა, დასავლეთში ფოთმა და ბათუმმა, თბილისის ზონაში კი ,,პეგასმა’’ და რუსთავმა. საფინალო გადამწყვეტ მატჩში ფოთის ,,ოქროს ვერძი“ თბილისის ,,პეგასს’’ დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელტა გამარჯვებით, შემდეგი ანგარიშით 36-25 დასრულდა; შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონი ,,პეგასი“ გახდა, ხოლო ფოთელი ხელბურთელები მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ. ახალ სეზონს ხელბურთელები სექტებრიდან განაახლებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრმა ღონისძიება მოაწყო

მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრმა ღონისძიება მოაწყო. კონცერტი ღია ცის ქვეშ, ცენტრალურ პარკში მოეწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეგა-პორტის მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაწყებულია

ფოთის მეგა-პორტის მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაწყებულია. მისი ღირებულება 300 მილიონ დოლარს აჭარბებს. „ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთი“-ს გათვლებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდ სარგებელს მოუტანს არამარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო სისტემასაც.

იხილე მეტი
სიახლე 

სატვირთო ავტომანქანების მძღოლების აქცია

სატვირთო ავტომანქანების მძღოლები სპეციალური ფართის გამოყოფას ითხოვენ, სადაც მათ დგომის უფლება ექნებათ და საპატრულო პოლიცია არ დააჯარიმებს. მძღოლებმა, რომლებიც შიდა გადაზიდვებს ახორციელებენ დღეს აქცია გამართეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება ხელოვნების სასწავლებელში

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში ვოკალური განყოფილების წლის შემაჯამებელი კონცერტები გრძელდება. დღეს პირველკლასელებმა ეთერ სალიას ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის დამამთავრებელი კონცერტი გამართეს. მოსწავლეებმა ერთსაათიანი პროგრამა წარადგინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ევროპული ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ფოთელი მოკრივეც იასპარეზებს 1

ევროპული ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ფოთელი მოკრივეც დაიცავს. გიორგი გოგატიშვილი 56 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. პირველ ევროპულ ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 13 სახეობაში სულ 105 ქართველი იასპარეზებს. აზერბაიჯანის დედაქალაქში ისინი ხვალ მიემგზავრებიან. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ბაქო, 12-28 ივნისის ჩატვლით, უმასპინძლებს. წელს მასში 6000 სპორტსმენი მონაწილეობს.

იხილე მეტი