სიახლე 

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ფოთში

ფოთში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

2015 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიღებულია

2015 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიღებულია. 13 მომხრე და 2 წინააღმდეგი, დღეს საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მოწინააღმდეგეები საკრებულოს „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი შამუგია და ირაკლი დუნდუა იყვნენ. მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 11 ათასი ლარით განისაზღვრა. ქალაქის საფინასო ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი მომავალი წლის გეგმებზე საუბრობს.

იხილე მეტი

ფოთის „კოლხეთმა“ 2015 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება დაიწყო

ფოთის „კოლხეთმა“ 2015 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის თამაშებისათვის მზადება დაიწყო. გუნდში სიახლეებია, ფოთის „კოლხეთი’’ დატოვა დათა სიჭინავამ, იგი საქმიანობას ბოლნისის „სიონში“ განაგრძობს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ზაზა ინაშვილის განცხადებით ვარშჯიშობენ „დუბლები’’ -ს ფეხბურთელებიც. ხვალ კი 13:00 საათზე „ფოთის კოლხეთში’’ პრესკონფერენციაა ჩანიშნული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთმა“ 2015 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება დაიწყო. 26 დეკემბერი, 2014

ფოთის „კოლხეთმა“ 2015 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის თამაშებისათვის მზადება დაიწყო. გუნდში სიახლეებია, ფოთის „კოლხეთი’’ დატოვა დათა სიჭინავამ, იგი საქმიანობას ბოლნისის „სიონში“ განაგრძობს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ზაზა ინაშვილის განცხადებით ვარშჯიშობენ „დუბლები’’ -ს ფეხბურთელებიც. ხვალ კი 13:00 საათზე „ფოთის კოლხეთში’’ პრესკონფერენციაა ჩანიშნული.

იხილე მეტი
სიახლე 

მე-15 საჯარო სკოლის საქველმოქმედო აქცია

დღეს მე 15 საჯარო სკოლის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია მოეწყო. სკოლის მე 6 ა და ბ კლასის მოსწავლეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს სტუმრობდნენ და მათ იქ მყოფ ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. ორგანიზატორები მსგავსი საქველმოქმედო აქციების მოწყობას სამომავლოდაც გეგმავენ. მე 6 ა კალსს მარინა შამათავა, ხოლო მე 6 ბ კლასს ეკატერინე ზახლებნაია ხელმძღვანელობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

„ბი ფორვარდისა“ და „ქარექსპრეს ფორვარდის“ საქველმოქმედო აქცია

საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს დღეს „ბი ფორვარდი და გადამზიდავი კომპანია „ქარექსპრეს ფორვარდის“ წარმომადგელებმაც.

იხილე მეტი
სიახლე 

პატიმრის ახლობლებმა გზა გადაკეტეს

საპროტესტო აქცია ფოთში. რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალაქში ბლოკირებული იყო ცენტრალური აღმაშენებლის ქუჩა. საპროტესტო აქცია პატიმარ რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოაწყვეს. ისინი მთავრობას ყურადღებას სთხოვენ. გუგუნავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი გლდანის ციხის თანამშრომლებმა მას შემდეგ სცემეს, რაც გუგუნავამ სხვა მსჯავრდებულებზე ზეწოლის ფაქტი გააპროტესტა. ნაცემმა გუგუნავამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ამის შემდეგ კი იგი ქუთაისის მე-2 საპყრობილეში გადაიყვანეს, პატიმრის დის ფიქრია გუგუნავას განცახდებით ახლა მის ძმაზე ციხის ადმინისტრაციისგან მუქარები ხორციელდება. მისივე ინფორმაციით პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. ოჯახი აცხადებს რომ თუ საკითხით არავინ დაინტერესდება, ისინი საპროტესტო აქციას ისევ მოაწყობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

განაგრძობს თუ არა ფოთში ფუნქციონირებას ბათუმის საზღვაო აკადემია

გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთში გადმოაქვთ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ინიციატივა ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ეკა ბესელიას ეკუთვნის .კურსორი დღეს მას დაუკავშირდა, ეკა ბესელიას განცხადებით იგი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ ფოთის მუნიციპალიტეტშიც.

იხილე მეტი