სტუდია ვაშინგტონი 18 04 2022
“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთში, ქალაქის საპატიო მოქალაქის, ფოთოლა ქაჯაიას სახელობის მემორიალური დაფა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ფოთოლა ქაჯაიას კულტურის დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის გახლდათ ქალაქის საპატიო მოქალაქე კოლორიტი, ღირსების ორდენოსანი , მრავალი თაობის აღმზრდელი, რომელსაც ცოდნის მასწავლებელსაც უწოდებდნენ .ღონისძიებას კულტურის სფეროსა და და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ესწრებოდნენ, მათ ფოთოლა ქაჯაია გაიხსენეს და მის მიერ ქალაქისათვის გაწეულ ღვაწლზე ისაუბრეს.ცნობისათვის, გასულ წელს,ფოთოლა ქაჯაიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრში, ფოთოლა ქაჯაიას სახელობის მხატვრული კითხვის კაბინეტი გაიხსნაამასთან დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია სახელწოდებით – “მე ამ ქალაქში დავიბადე საპატიო მოქალაქედ, ფოთოლა…
იხილე მეტიგარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით: 16 აპრილს, საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. შაბათს, 16 აპრილს, ფოთში +15 გრადუსი სითბო გველოდება, ძირითადად მოღრუბლული ამინდი იქნება, საღამოს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. კვირას, 17 აპრილს, ფოთში ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს, მზინი და თბილი ამინდია მოსალოდნელი, საღამოს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ორშაბათს,18 აპრილს ტემპერატურა +24 გრადუსამდე იქნება, თუმცა დღის განმავლობაში უმეტესად…
იხილე მეტისააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისები დანიშნა. კერძოდ ფოთიდან გასვლა-15:05 -თბილისში ჩასვლა-20:50 თბილისიდან გამოსვლა-07:15 – ფოთში ჩამოსვლა-13:05 ასევე სტანდარტული რეისი, ჩვეული გრაფიკით იმოძრავებს : ფოთიდან გასვლა-09:45 – თბილისში ჩასვლა-15:22, თბილისიდან გამოსვლა-18:10 – ფოთში ჩამოსვლა-23:57.აღსანიშნავია,რომ ინიციატივა, ფოთის მერს ბექა ვაჭარაძეს ეკუთვნის. მატარებელში, კვლავ ძალაში რჩება კოვიდ რეგულაციები, კერძოდ მგზავრობის განმავლობაში აუცილებელია პირბადის ტარება.
იხილე მეტიფოთის საკრებულოს წევრები დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მათ დეტალურად გააცნო საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივა ახალი ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შესახებ, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა საჭიროების უზრუნველსაყოფად, მშობლებისთვის ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. აღსანიშნავია რომ ინიციატივა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება და მშობლები დახმარების მიღებას მაისის თვიდან შეძლებენ
იხილე მეტისაქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ინიციატივით, 1 ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვები სკოლაში წასვლას 5 წლის ასაკშიც შეძლებენ. ცვლილებები, 83 ხმით დამტკიცდა,რომლის თანახმად, სკოლაში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულით 2 540 ბავშვი წელსვე ისარგებლებს.გამომდინარე იქიდან, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. აღნიშნულ საკითხს არ ეთანხმება ოპოზიცია.”ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ საკითხის განხილვა არასამთავრობო სექტორის და მშობლების ჩართულობით უნდა მოხდეს. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ საკითხს “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და ბავშვების ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს. ცნობისათვის აქამდე არსებული კანონმდებლობით…
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.დღეს ფოთში დედაენის კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც მეთხუთმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს, ამასთან მშობლიური ენის მნიშვნელბასა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორთა განცხადებით,ფოთში დედაენის კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიების ჩატარება იგემება. ცნობილია, რომ 37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15…
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტიგუშინ შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ღელვის შედეგად სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთზე აიყარა ფილები. შტორმმა საძირკველი გამოურეცხა სავალ ნაწილს და დაზიანა მიმდებარე ტერიტორიაც. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი სისტემის პროექტირებასთან და შემდეგ უკვე სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით.აღსანიშნავია რომ ძლიერმა შტორმმა ფოთთან ერთად პრობლემები ანაკლიასა და განმუხურშიც შექმნა.
იხილე მეტი