სიახლე 

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი, გუნდთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს 09 09 21

პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი,ფოთში, გიორგი აბსარიძე მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.  ამჯერად ის, მალთაყვის უბნის, მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიგლა თურქიასთან ერთად უბნის მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებული პრობლემები მოისმინა.  „ჩემთვის არ არის უცხო ეს პრობლემები, რადგან მე ფოთში დავიბადე, გავიზარდე და როგორც ყველა ფოთელი მეც დავდივარ ამ ქუჩებში და ვხედავ თუ რა სიტუაციაა ქალაქში“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია „საქართველოსთვის“ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიორგი აბსარიძემ. შეგახსენებთ,რომ პარტია ,,საქართველოსთის’’ 2 ოქტომბრის არჩვენებზე, საარჩევნო ნომრით ,,25’’ იქნება წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

რამდენად ინფრომირებულია ფოთელი მოსახლეობა არჩევნებთან დაკავშირებით 09 08 21

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 24 დღე რჩება. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რამდენად ინფორმირებულია ფოთელი მოსახლეობა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. ინტერვიუ როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა,მოსახლეობის ნაწილი მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაციას მეტნაკლებად არ ფლობს. აღსანიშნავია რომ საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად ამომრჩევლებს ხვდებიან; ისინი მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას 2021 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია „გირჩის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ფოთში ნატალია ჭყონია იქნება 09 08 21

პოლიტიკური პარტია „გირჩი“  2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  ,,36’’ ნომრით იყრის კენჭს. ის ფოთში პროპორციული სიით წარსდგება, რომლის პირველი ნომერიც ნატალია ჭყონია იქნება.  „გირჩი არის პარტია, რომელიც ორიენტირებულია ყოველგვარი ბიუროკრატიული მექანიზმების მაქსიმალურად გამარტივებაზე“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში გირჩის სიის  პირველმა ნომერმა  ფოთში, ნატალია ჭყონიამ. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „გირჩი“ ფოთში პროპორციული სიით წარსდგება და  მას მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები არ ეყოლება.

იხილე მეტი
სიახლე 

იძულებით გადაადგილებულ პირებს გრანტები გადაეცემათ 08 09 21

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ,განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით,გრანტებს გადასცემს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 08 09 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი. ამ ეტაპზე საქართველოში 1 512 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 380 პირი იმყოფება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციაში არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ბავშვთა იმუნიზაციის პროცესი, ქვეყანაში „სინოფარმის“ დამატებითი დოზების შემოსვლის საკითხი და ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც ვაქცინაციის ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი. საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს…

იხილე მეტი
სიახლე 

პირველკლასელთათვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება 08 09 21

განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველკლასელთათვის სასწავლო პროცესი 15 სექტემბრის ნაცვლად, 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.  რამდენად მზად არის ფოთის საჯარო სკოლები სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დასაწყებად?! აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ. მისი თქმით ფოთის საჯარო სკოლები, კოვიდ რეგულაციის სრული დაცვით,გაანახლებს  სასწავლო პროცეს. რაც შეეხება კერძო სკოლებს,მათ,არჩევანის უფლება აქვთ,  დისტანციურსა  და  საკლასო ოთახებში სწავლებას შორის. აღსანიშნავია რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პედაგოგიკურ მოსაზრებას ეფუძნება, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო ოთახებში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.

იხილე მეტი
სიახლე 

სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან 09 07 21

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ დააანონსაროგორც ის ამბობს, გამოაცხადებს ყველა კონკრეტული გადაადგილების, თარიღის, მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, ამას გააკეთებს სრულიად გახსნილად და შეგნებულად.სააკაშვილის განცხადებას , ფოთელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურბიან, ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნებას დადებითად აფასებენ.აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ დააანონსა, თუმცა, როგორც თავად თქვა, კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაასახელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი 2 ოქტომბერს არის დანიშნული.

იხილე მეტი

ფოთის დატბორილი ქუჩების საკითხს აგრარული ბაზრის დირექტორი გამოეხმაურა 07 09 21

უამინდობის დროს,  ძლიერი წვიმის შემდეგ, ფოთის ქუჩები იტბორება,აღნიშნულ საკითხს, ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია ეხმაურება. ის ქალაქში,  კერძოდ ბაზრის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო შექმნილ პრობლემაზე  სრულ პასუხისმგებლობას ფოთის მერიას აკისრებს. კორსანტიას განცხადებით, საკითხი 2002 წლიდან  დღემდე აქტუალურია,სანიაღვრე არხები თვეში, 2 -ჯერ გაწმენდას საჭიროებს,  რაც  სრულიად ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მერია კომენტარს არ აკეთებს.

იხილე მეტი