სტუდია ვაშინგტონი 08 02 21
სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიბოლო 24 საათში საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 538 დადასტურებული შემთხვევაა, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 50 კოვიდ პაციენტი გადის. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 35 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 20 მათ შორის მძიმე 3. 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 75ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 58 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიგუშინ დღის საათებშიი ფოთში ნაბადის უბანში, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიასთან 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. თვითმხილველთა განცხადებით მამაკაცს საკუთარ მანქანაში დაესხნენ თავს ,რა დროსაც ის შვილთან ერთად იმყოფებოდა . მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივი 15 წლის წინ მომხდარ მკველობასთან დაკავშირებული შურისძიებაა. გავრცელებული ინფორმაციით დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 6 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +10 ° +12°; ღამით: +7° +9° იქნება. 7თებერვალიც ასევე უნალექოდ ჩაივლის . ჰაერის ტემპერატურა დღისით: +10° +12° ; ღამით: +7° +9°.
იხილე მეტი2 თებერვალი, მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღეა. კოლხეთის ეროვნული პარკი – რამსარის კონვენციით აღიარებული მსოფლიო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია, რომელიც იშვიათი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი ჭარბტენიან ტერიტორიებს დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ხარისხის, წყალდიდობის კონტროლისა და ბიომრავალფეროვნების კუთხით, რითაც ასე მდიდარია კოლხეთის ვაკე. ,,საქართველოს ამაზონეთად” წოდებულ პარკს ჯერ კიდევ შემორჩა მცენარეთა ისეთი სახოებები, რომელიც დედამიწაზე 10 მილიონი წლის წინ იყო გავრცელებული. აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მთავარი სპეციალისტი მანანა ჩიქოვანი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიბოლო 24 საათში საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 588 დადასტურებული შემთხვევაა, რუხის კლინიკაშიჯ მკურნალობის კურსს გადის 50 კოვიდ პაციენტი,.. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 35 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 20 მათ შორის მძიმე 3. 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 75ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 58 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.
იხილე მეტიდევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით მინიტრაქტორები გადასცა. აღნიშნული ტრაქტორები გაამჯუბესებს მათ ყოველდღიურ ეკონომიურ ყოფას. პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის გაჩენა წარმოადგენს. როგორც ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსმა ირაკლი ლეჟავამ განაცხადა : პროგრამა 2020 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს დევნილთა დასაქმებაზე და მხოლოდ 2020 წელს 400 ზე მეტი ოჯახი დასაქმდა. ყოველწლიურად სააგენტო დევნილთა დასახმარებლად არაერთ მსგავს პროგრამას ახორციელებს.
იხილე მეტიფოთის თეატრში პირველი ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რამაზ იოსელიანის და დირექტორის თენგიზ ხუხიას განცხადებით , მიუხედავად იმისა ,რომ პროექტი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები იმდენად უხარისხოდაა შესრულებული, რომ განმეორებით სამუშაოებს საჭიროებს. თეატრის დასი მეორე ეტაპის სამუსაოებზე ტენდერის გამოცხადებას ელოდება , რომ შენობის რესტავრაცია დასრულდეს და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, მანამდე კი რეპეტიციები კულტურის სახლში გრძელდება.
იხილე მეტი