სტუდია ვაშინგტონი 3 02 21
სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისპეციალური რუბრიკის სტუმარია ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ,,ბომონდის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი ექიმი, ეკა კუპრეიშვილი რომელიც კოვიდ 19 ის პირობებში,ფოთის ცენტრალურ კლინიკა ,,ბომონდში” არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება.
იხილე მეტიხმაური იყო ფოთის ბაზარში,როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ განუცხადეს რომ ხვალიდან 15 თებერვლამდე ყველა სავაჭრო ობიექტი ისევ უნდა დაიხუროს. ამ განცხადებას მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, თუმცა დირექტორმა ნოდარ კორსანტიამ განაცხადა , რომ ეს არა მისი ერთპიროვნული გადაწვეტილება, არამედ ზედამხედველობის სამსახურის დავალებაა. კორსანტია მოვაჭრეებს მხარს უჭერს.ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ ფოთის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დათო ჯგერენაიას ვესაუბრეთ,როგორც ის აცხადებს ობიექტები უნებართვოდ არის გახსნილი და კანონით მუშაობის უფლება 15 თებერვლამდე არ ჰქონდათ . მოვაჭრეები ამ ფაქტთან შეგუებას და სავაჭრო ობიექტების დაკეტვას არ აპირებენ და მეტიც მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმამენტულ აქციებს…
იხილე მეტიფოთში კორონავირუსის ახალი 16 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კი საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 688 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 69. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 58 კოვიდ პაციენტი,ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია, მათ შორის მძიმე 5 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 34 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 25 მათ შორის მძიმე 3. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 9 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 25 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 88 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 58 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის…
იხილე მეტი1 თებერვალს მუნიციპალური ტრანსპოპრტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულთან დაკავშირებით შევეცადეთ ჩვენი თანაქალაქელების მოსაზრება გაგვერკვია. გამოკითული მოსახლეობის ნაწილი ემხრობა, ტრანსპორტის მოძრაობას ყველა გათვალისწინებული რეგულაციის დაცვით და მიაჩნიათ რომ, ტრანსპორტის მოძრაობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მათი პირადი ეკონომიკური მდგომარეობისთვის.შედარებით მცირე ნაწილისთვის მიუღებელია ტრანსპორტის გახსნა,რადგან მიაჩნიათ რომ მოსახლეობა რეგულაციით გათვალისწინებულ წესებს არ დაიცავს და ვირუსის გავრცელების საფრთხეც მოიმატებს.
იხილე მეტიფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში “კოვიდ 19”-ის შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელდა ინფორმაცია ,რომ სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სკოლის დირექტორს გივი ხომერიკს დავუკავშირდით, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სკოლა დისტანციურ რეჟიმზე არ გადასულა და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში რეგულაციების სრული დაცვით საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. გივი ხომერიკის თქმით : მშობლების მხრიდან პანიკაა რის გამოც სკოლაში გამოცხადებულ მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მშობლებს აქვთ უფლება სწავლების სასურველი ვარიანტი აირჩიონ. გადავა თუ არა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
იხილე მეტი1 თებერვლიდან ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ქალაქს ხუთი ახალი ავტობუსი მოემსახურება,რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით,გარდა ამისა კორონავირუსის პრევენციის მიზნით უსათრხოებისთვის საჭირო ყველა რეგულაცია დაცულია. მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. როგორც სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა ლადო გუნიავამ განაცხადა ქალაქს კიდევ 5 ახალი ავტობუსი დაემატება,ხოლო რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება. მგზავრების გადაყვანამდე, ავტობუსებზე მომუშავე მძღოლებმა შესაბამისი ტრენინგები გაიარეს მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა.
იხილე მეტი„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან” დაკავშირებით ფოთის პირველ საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაცია იყო. ასევე ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ნორვეგიული ენის სპეციალისტი ქეთავან კვიჟინაზე უძღვებოდა. სკოლას ფოთელი ახალგაზრდა მწერალი ირაკლი შამათავა ესტუმრა ,რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონამდე აღწევს.
იხილე მეტიფოთში კორონავირუსის ახალი 2 0 შემთხვევა დადასტურდა .ბოლო 24 საათში კი საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 858 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 85. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 58 კოვიდ პაციენტი,..ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია მათ შორის მძიმე 5 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 31 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 25 მათ შორის მძიმე 3. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 9 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 21 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 55 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის…
იხილე მეტიდღევანდელი კურსორის სტუმარია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი მაიკო მაკალათია,რომელიც სოციალური სამსახურის 2021 წლის ბიუჯეტზე , პრიორიტეტებზე , დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ საუბრობს.
იხილე მეტი