სიახლე 

თევზის სუნის გავრცელების საწინააღმდეგო აქციები ფოთში 11 01 21

შაბათს ფოთში,მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეები ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ. მათ აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით აქციამ, მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლა. სადაც აქციის მონაწილეებსა და ფოთის მერის მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა,რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლა. დღეს საპროტესტო აქცია ისევ გაგრძელდა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ ისინი დაშლას არ აპირებენ და სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს პერმამენტულად გააგრძელებენ .

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია აკაკი ლაბარტყავა 08 01 21

კურსორის სპეციალური გამოშვების სტუმარია ექიმი სტომატოლოგი აკაკი ლაბარტყავა რომელიც კოვიდ-19 პირობებში კლინიკის მუშაობის შესახებ გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “კოვიდ 19”-ის 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 08 01 21

ფოთში “კოვიდ 19”-ის 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება – 90. რუხის კლინიკაში იმყოფება – 66 კოვიდ პაციენტი, მძიმე 32 სენამედის კლინიკაში იმყოფება – 38 კოვიდ პაციენტი მათ შორის მძიმე 5 ფოთის კლინიკაში იმყოფება – 33 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალი – 18 პაციენტი, მათ შორის 4 მძიმე აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 21 პაციენტი სენაკი ლაზიკა მედი – 31 პაციენტი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა – 54გარდაიცვალა ერთი მოქალაქე

იხილე მეტი
სიახლე 

აქცია ფოთის სასწავლო ცენტრის დასახლებაში 8 01 21

ფოთში ეგრეთწოდებული სასწავლო ცენტრის კორპუსთან მოსახლეობამ აქცია მოაწყო, ისინი თევზსაჭერი სეინერების ნავმისადგომიდან და ხამსის გადამზიდავი სატვირთო ავტომობილებიდან, გავრცელებულ უსიამოვნი სუნს აპროტესტებდნენ და გზა გადაკეტეს, რითაც ხამსის გადაზიდვის პროცესს ხელი შეუშალეს. მოსახლეობის განცხადებით ხამსის რეწვის სეზონის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, აქციას ,, სამოქალაქო მოძრაობა ,,ფოთი ქალაქის ხმა”-ც შეუერთდა და მოსახლეობას გვერდში დგომას დაჰპირდა.რამდენიმე საათიანი პროტესტის შემდეგ გზა გაიხნა, ხოლო მოსახლეობა აცხადებს რომ ხვალ მერიის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ზურაბ ტიბუა 07 01 21

კურსორის სტუმარია ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა.

იხილე მეტი
სიახლე 

მსახიობი ფატიმა აბრახამია შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყოველწლიურად ორიგინალურად აღნიშნავს 07 01 21

დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი მსახიობ ფატიმა აბრახამიას ესტუმრა, რომელიც ყოველწელს შობის ბრწყნვალე დღესასწაულს, განსაკუთრებული ტრადიციითა და საშობაო რეკვიზიტებით აღნიშნავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 07 01 21

ფოთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 93 ადამიანი. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობაა – 93 რუხის კლინიკაში იმყოფება – 65 კოვიდ პაციენტი, მძიმე 40   სენამედის კლინიკაში იმყოფება – 38 კოვიდ პაციენტი მათ შორის მძიმე 5 ფოთის კლინიკაში იმყოფება – 41 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 7 პაციენტი  ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალი – 17 პაციენტი, მათ დორის 4 მძიმე აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 20 პაციენტი  სენაკი ლაზიკა მედი – 36 პაციენტი საქართველოs მასშტაბით კი  ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ…

იხილე მეტი