სიახლე 

“კურსორის” სპეც გამოშვების სტუმარია ბექა გუგუშვილი 29 12 2020

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის “სპორტისა და ტურიზმის ცენტრის” უფროსი ბექა გუგუშვილი, რომელმაც 2020 წელი როგორც სპორტის, ასევე ტურიზმის სფეროში შეაფასა.

იხილე მეტი

გაიგე მეტი COVID-19 – ის შესახებ 28 12 20

„კურსორის“ სპეციალური რუბრიკის სტუმარია ექიმი პედიატრი ნინო ჭანტურის, რომელიც პანდემიის პირობებში ინფექციის გავრცელებისა და მკურნალობის შესახებ გვესაუბრება. თქვენ უყურებდით სპეციალურ რუბრიკას „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია გვანცა გვაძაბია 30 12 20

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ფონდ „ბილივის“ წარმომადგენელი გვანცა გვაძაბია, რომელიც საახალწლოდ განხორციელებულ აქცია-პერფომანსზე გვესაუბრება, რომლი ფარგლებშიც ველოსიპედებზე „ამხედრებულმა“ სანტა-კლაუსებმა ფონდის ბენეფიციარებს  სახლებში მიაკითხეს და საჩუქრები დაურიგეს

იხილე მეტი

გაიგე მეტი COVID-19 – ის შესახებ 26 12 20

„კურსორის“ სპეციალური რუბრიკის სტუმარია ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი პარამედიკოსი მაკა ჩაგუნავა. რომელიც პანდემიის პერიოდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობაზე გვესაუბრება. თქვენ უყურებდით სპეციალურ რუბრიკას „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილი ზურაბ აგუმავა კვლავ დახმარებას ითხოვს 30 12 20

სოციალურად დაუცველი და აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ აგუმავა დახმარებას ითხოვს. ის დევნილთა სამსახურს კუთვნილი თანხის ჩარიცხვას სთხოვს. აგუმავა დროებით სხვის ბინაში ცხოვრობს. ფოთის დევნილთა სამსახურმა მას 3თვიანი ვადა მისცა რათა შესაბამისი დოკუმენტაცია მოემზადებინა. თუმცა მისი ოჯახური მდგომარეობის გამო მან ეს ვერ შეძლო. და ის დახმარებას კვლავ დევნილთა სამსახურს სთხოვს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის დევნილთა სამსახურის უფროსს , ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ. ზურაბ აგუმავამ ჩვენ პრობლემის მოსაგვარებლად არაეთხელ მოგვმართა. თუ როგორ გადაწყდებამისი პრობლემა. ჩვენი ჯგუფი ამ საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 30 12 20

ფოთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანად საქართველოში კორონავირუსისკი 1 738 . გარდაიცვალა 38 პაციენტი გამოჯანმრთელდა 1494 ადამიანირუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 77 კოვიდ პაციენტი გადის, ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს39 პაციენტი გადის, მათ შორის11 მძიმე. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალი – 20 პაციენტი, მათ შორის მძიმე 4. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 375 გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში – 93 ადამიანი იმყოფება. თუ როგორია ეპიდ სიტუაცია ფოთში, გთავაზობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმოამდგენელის სატელეფონო კომენტარს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ეპარქიასთან არსებული სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ 29 12 20

დღეს, ფოთისა და ხობის ეპარქიასთან არსებულ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. მათ დამდეგი შობა – ახალი წელი დეკანოზმა თევდორემ მიულოცა. უპოვართა სასადილო უკვე 20წელია არსებობს და ის 54 ბენეფიციარს ემსახურება. აქცია APMTERMINALS POTI-S მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში კოვიდ-19 ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 29 12 20

ფოთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოს მასშტაბით კი 2012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 94 კოვიდ პაციენტი გადის, ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში 23 პაციენტია, მათ შორის 4 მძიმე. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით164 გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში – 89 ადამიანი იმყოფება.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ნინო ქორქია 28 12 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ქორქია, რომელმაც მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის ძალა”-ს ფოთის ფილიალი დააფუძნა და სოციალური პროექტების განხორციელება დაიწყეს. მათ ქალაქის ტერიტორიაზე უკვე დაარიგეს პირბადეები, ასევე ბაზარში გარე მოვაჭრეებს ცხელი ჩაი და საკვები მიაწოდეს. მომავალშიც არაერთი მსგავსი პროექტის განხორციელებას გეგმავენ

იხილე მეტი