სიახლე 

ფოთში სამართალ დამცველებმა ერთი პირი დააკავეს 02 12 20

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი – 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვამ ასობით მედუზა გამორიყა 02 12 20

ფოთში, ზღვამ ასობით მედუზა გამორიყა. ეს უჩვეულო სანახაობა მალთაყვის უბნის სანაპიროზე დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, უსიცოცხოლო მედუზებით სავსე სანაპირო, საკმაოდ სევდიანი სანახავია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელს რამაზ მიქელაძეს დავუკავშირდით.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ირაკლი ლეჟავა 02 12 20

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორებს, მოტობლოკებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. დეტალებზე სასაუბროდ ჩვენს სტუდიაში ფოთის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ლეჟავა ჩაგვერთვება.

იხილე მეტი

გაიგე მეტი “COVID -19”- ის შესახებ 30 11 20

გაიგე მეტი “COVID -19”- ის შესახებ კოვიდ ინფექციამ სხვა დაავადებები თითქოს მეორე ხარისხოვნად აქცია და ყურადღებაც ნაკლები ექცევა. თუმცა, დაავადებები არ გამქრალა და ზოგ შემთხვევაში ეს თანხმლები დაავადებები კოვიდ ინფექციის მიმდინარეობას უფრო ამძიმებს. თუ რა დაავადებების მატარებლები ხდებიან კოვიდის რისკ ჯგუფში და რაზე გავამახვილოთ ყურადღება ამაზე სასაუბროდ, სტუდიაში ექიმი თერაპევტი გია გოგინავა მოვიწვიეთ. თქვენ უყურებდით სპეციალურ რუბრიკას „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოვიდტესტების პასუხი გვიან ღამე გახდება ცნობილი 01 12 20

ფოთში კოვიდტესტების პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი. საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 754 პირი. გარდაიცვალა 36 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 139 343-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 117 560 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 303 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 366 ადამიანი.30 ნოემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთიში ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში კოვიდ ინფექციით 71 წლის ადამიანი გარდაიცვალა. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. რეგიონის…

იხილე მეტი
სიახლე 

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ფოთში მეთევზეთა სემინარი ჩატარდა 01 12 20

30 ნოემბერს ფოთის მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისი“-მა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მორიგი სემინარი გამართა. შეხვედრის სასაუბრო თემად “ჯიგი და მისი თავისებურებები” იყო წარმოდგენილი. შეხვედრას მოწვეული ტრენერი. საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან თასოშვილი უძღვებოდა. სახელწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე სემინარი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ნანა ტაბიძე 01 12 20

,,თიბისი“ ბანკი ყოვეწლიურად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჯილდოებს. წელს კატეგორიაში ,,ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის კოვიდის პერიოდში“ საუკეთესოთა შორის ,,კეფალის ფესტივალი“-ც დასახელდა. ამ საკითხზე სასაუბროდ სტუდიაში ჩაგვერთვება ,,კეფალის ფესტივალი“-ს დამფუძნებელი ტურიზმის ექსპერტი ნანა ტაბიძე.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია დარეჯან ცხვიტარია 30 11 20

ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. როგორც ცნობილია ოპოზიციის აქტივისტებმა ღამე კარვებში გაათენეს. ადგილზე ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კი სტუდიაში დარეჯან ცხვიტარია ჩაგვერთვება.

იხილე მეტი