„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია თამარ ფოფხაძე 04 12 20

3 დეკემბერს საქართველოში შშმ პირთა საერთაშორისო დაცვის დღე აღინიშნა. ფოთის დღის ცენტრის მენეჯერს თამარ ფოფხაძეს ,ნიკო ნიკოლაძის სახელობის საზოგადოების თავჯდომარემ გიორგი ფარეშიშვილმა ნიკო ნიკოლაძის მედალიონი და სამახსოვრო სიგელი გადასცა. ამ თემებზე სასაუბროდ კურსორის სპეციალური გამოშვების პირველი ჩართვის სტუმარია თამარ ფოფხაძე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე მუშაობენ 04 12 20

საქართველოს მასშტაბით რეგულაციები გამკაცრდა. გამოცხადდა მობილობის შემცირების სცენარი. ფოთში ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ. დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოქმედ დაწესებულებებს კითხვით მიმართა, თუ რამდენად ეფექტურად და ხარისხიანად მუშაობენ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ ფოთის რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე მუშაობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს, დღეს ფოთში ბრალი წაუყენეს 04 12 20

პოლიციელებზე თავდასხმში ბრლდებულ ასლან ვაშაყმაძეს ფოთის საქალაქო სასამართლომ, დღეს ონლაინ რეჟიმში გამართულ სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წაყენებულ ბრალდებას პოლიციელზე თავდასხმის შესახებ არ ეთანხმება და თვლის, რომ ამ ბრალდების უსაფუძვლობის დადასტურებას მტკიცებულებების შეგროვებით შეძლებს. დაცვის მხარე სასამართლოსაგან აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობდა და მზად იყო გირაოს სახით უძრავი ქონება წარედგინა. შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძემ რამოდენიმე დღის წინ პირად სოციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც პოლიციელებზე ძალადობრივი…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში კოვიდ 19-ის მორიგი ანტირეკორდი გამოვლინდა 04 12 20

ფოთში “კოვიდ19”-ის 86 ახალი შემთხვევაა, საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 336 პირი. გარდაიცვალა 38 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 152 704-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 126 904 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 425 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რეგიონის მასშტაბით გვაქვს გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა,გარდაიცვალა 71 წლის ქალბატონი,რომელიც ფოთის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა,ხოლო მეორე გარდაცვალებული 78 წლის მამაკაცი ,ქუთაისის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა.რუხის კლინიკაში 156 კოვიდ პაციენტი იმყოფება,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები, ცესკოს საბოლოო ოქმს აფასებენ 04 12 20

ცესკო-მ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და დააკანონა.თამარ ჟვანიას უწყების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა სულ 3 511 853 ამომრჩეველმა მიიღო, აქედან პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 1 992 891 ამომრჩეველი მონაწილეობდა, ხოლო ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მეტი 60 მანდატი პროპორციულ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, შემდეგია ენმ-ძალა ერთობაშია – 36 მანდატით და მესამეა “ევროპული საქართველო” – 5 მანდატი. ვნახოთ როგორ აფასებენ ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლები საბოლოო შედეგებს. შეგახსენებთ რომ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, ცესკო-ს მონაცემებით, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, გამარჯვებულია „ქართული ოცნების” კანდიდატები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 03 12 20

“ფოთში კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი შემთხვევაა . ბოლო მონაცემებით ფოთში სულ 1 841 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამოჯანმრთელდა 1215 ადამიანი. სამწუხაროდ 8 პიროვნება გარდაიცვალა . აქტიურ პაციენტად ითვლება 626 პირი. სტაციონარში მკურნალობას გადის 24. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 27 . ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას 575 ადამიანი გადის“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 947 პირი. გარდაიცვალა 45 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 147 636-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა…

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ფოთის შშმ პირთა კავშირის თავმჯდომარე გიზო კვარაცხელია 03 12 20

3 დეკემბერი საქართველოში და მსოფლიოში შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღეა,ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ სტუდიაში ქალაქ ფოთის შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი „ინტერნეტ + “ დამფუძნებელი გიზო კვარაცხელია ჩაგვერთვება

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე 03 12 20

ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე,საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა: არ დაიბეგრება 1500 ლარამდე შემოსავალი,იმათ კი ვინც სამსახური დაკარგა 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გადაეცემა,იმ ოჯახების რომლის სარეიტინგო ქულაც 65 000 -დან 100 000 მდეა 600 ლარიანი დახმარება გადაეცემათ და ა.შამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე მოვიწვიეთ.

იხილე მეტი
სიახლე 

რა ინფორმაცია აქვთ ფოთელებს ოჯახის ექიმის შესახებ 03 12 20

პირს, რომელსაც რესპირაციული ან სხვა სიმპტომები აქვს და არ იცის ოჯახის ექიმის, ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505), ან საკუთარი პირადი ნომრის მითითებით ინფორმაცია მოიძიოს პორტალზე – ambulatoria.moh.gov.ge, ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი უნდა დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს ან ამბულატორიის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაზღვევო სქემაში ჩართული პირი კი უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას ან კომპანიის ოჯახის ექიმს.იციან თუ არა ფოთელებმა ოჯახის ექიმის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ , ამ საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა.

იხილე მეტი