„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ნანა ტაბიძე 01 12 20

,,თიბისი“ ბანკი ყოვეწლიურად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჯილდოებს. წელს კატეგორიაში ,,ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის კოვიდის პერიოდში“ საუკეთესოთა შორის ,,კეფალის ფესტივალი“-ც დასახელდა. ამ საკითხზე სასაუბროდ სტუდიაში ჩაგვერთვება ,,კეფალის ფესტივალი“-ს დამფუძნებელი ტურიზმის ექსპერტი ნანა ტაბიძე.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია დარეჯან ცხვიტარია 30 11 20

ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. როგორც ცნობილია ოპოზიციის აქტივისტებმა ღამე კარვებში გაათენეს. ადგილზე ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კი სტუდიაში დარეჯან ცხვიტარია ჩაგვერთვება.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალგაზრდა მუსიკოსი და პოეტი ფოთიდან 30 11 20.

„ცხოვრება ზურგს თუ შემაქცევს ავდგები წინიდან შევხედავ“„ჩემი ფიქრები მიფრინავს,გონება შორსაა გადაკარგული“ „„ამ ცხოვრებაში რასაც შევიძენ ამ ცხოვრებაშივე დამრჩება მაგრამ,ახალ ცხოვრებას სადაც დავიწყებ მე სიყვარული მანდაც გამყვება“ეს სიტყვები,ახალგაზრდა პოეტ და კომპოზიტორ ვეფხია შეროზიას ეკუთვნის. ჩვენი მას ვეწვიეთ, რადგან უფრო მეტი გაგვეგო მის შესახებ და ჩვენი თანაქალაქელებისთვის ის სხვა კუთხიდან დაგვენახებია.ვეფხია სულ რაღაც 20 წლისაა, მაგრამ მას უკვე 700-მდე ლექსი და ორი დასრულებული სიმღერა აქვს დაწერილი. ის კიდევ რამდენიმე სიმღერაზე მუშაობს, ვეფხია სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა. მისი თქმით ის სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ, გერმანიაში აპირებს. თუმცა Covid – 19 მას გარკვეული პრობლემები წარმოუქმნა.ვეფხიას ლექსები…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დევნილთა კოვიდზე ტესტირება და გრიპის ვაქცინაცია ჩატარდა 30 11 20

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია გრძელდება მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ფოთში 29 ნოემბერს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის და ფოთის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსთა ჯგუფები მონაწილეობდნენ. COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „ჭაბონამამ“ მოყვარულთა თასის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო 30 11 20

28 ნოემბერს,ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე მოყვარულთა თასის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართა,ერთმანეთს სამეგრელოს ჩემპიონი „ჭაბონამა“ და გურიის ჩემპიონი „მაკვანეთი“ დაუპირისპირდა. შეხვედრა პანდემიის პირობებში უმაყურებლოდ გაიმართა. მატჩმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, „ჭაბონამამ“ ანგარიშის გახსნა პირველივე წუთებში მოახერხა და შესვენებამდე კიდევ 2 ბურთის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმიც „ჭაბონამას“ შეტევით დაიწყო რაც ანგარიშზეც აისახა. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი ფოთის „ჭაბონამა“ გახდა, რომელმაც მოწინააღმდეგე ,დიდი ანგარიშით 8-2 დაამარცხა.ფოთელთგან 4 გოლი დაჩი კოსტავამ გაიტანა, 2-2 კი გიორგი ფარღლავამ და გიორგი თევზაძემმოყვარულთა თასის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი თბილისში გაიმართება. „ჭაბონამას“ მეტოქე “უქიმერიონი” იქნება, რომელმაც აღმოსავლეთის ფინალურ მატჩში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის I სკოლაში პროექტი “სკოლის გენდერული აუდიტი” განხორციელდა 27 11 20

თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია  “ახალი სკოლის მოდელის” პროექტშია ჩართული. სასკოლო კულტურის განვითარების მიზნით სხვდასხვა აქტივობა ხორციელდება. წელს სკოლა ევროსაბჭოს კამპანიაში “დემოკრატიული სკოლა ყველასათვის” ჩაერთო.  საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა მიერ პროექტი “სკოლის გენდერული აუდიტი” განხორციელდა, საფინალო შეხვედრა 27 ნოემბერს სკოლის იდეათეკაში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ნაშრომების პრეზენტაცია წარმოადგინეს.  შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი ზაზა ჭანტურია, პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები და სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .პროექტის მონაწილეები  სიგელებითა და სამახსოვრო სუვენირებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დებიუტის“ პროექტი დასრულდა 27 11 20

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,, სვლა წარმატებისკენ -შექმენი შენი დებიუტი“ პროექტი, დაწესებული რეგულაციების გამო, ერთი თვით ადრე დაასრულა. იგი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჭადრაკის უფასოდ შესწავლას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში 20 მონაწილე იყო ჩართული, რომლის ნაწილსაც ბავშვთა სახლის ბენეფიციარები წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ ორგანიზაციამ მათი დაჯილდოება 28 ნოემბერს უშუალოდ ბავშვთა სახლში გადაწყვიტა. დღეს ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა პროექტში ჩართული მოსწავლეები წიგნებით და სხვადასხვა საჭადრაკო ინვეტარით დააჯილდოვა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებითა და ფოთის ჭადრაკის კლუბის ხელშეწყობით განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სვლა წარმატებისკენ- შექმენი შენი დებიუტი“ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს .

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ბექა ვაჭარაძე 27 11 20

დაიწყო მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპი, ხელისუფლებამ მოქალაქეებისთვის და კერძო სექტორისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა. დეტალებზე სასაუბროდ “კურსორის” სპეციალურ გამოშვებაშიფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ჩაგვერთვება.

იხილე მეტი