სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევაა 18 11 20

ფოთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევაა .საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 368 ადამიანია. გამოჯანმრთელდა 2 539 პირი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულთა შემთხვევა არის 17 086. სამწუხაროდ გარდაიცვალა 37 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 89 395-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 68 929. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 815 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მათი რიცხვი 52 079 შეადგენს. რუხის…

იხილე მეტი
სიახლე 

პროექტ “ახალგაზრდული იდეა ფოთს”-ფარგლებში სკოლის მინისტადიონი გარემონტდა 18 11 20

ფოთში, “ახალგაზრდული იდეა ფოთს“ -ს ფარგლებში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება,მათ შორისაა მე-2 სკოლის მინი სტადიონის რეაბილიტაცია-მოწყობა,ჩვენი ჯგუფი დღეს იდეის ავტორს გიული გვარამიას გავესაუბრეთ ,მან პროექტის შინაარსა და აუცილებლობაზე ისაუბრა . მიმდინარე პროექტი 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ის ფარგლებში კიდევ რამდენიმე პროექტი ხორციელდება,

იხილე მეტი
სიახლე 

2 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ახალშობილები ფოთის განახლებულ სამშობიაროში 18 11 20

ფოთში, ცენტრალურ საავადმყოფო „ბომონდში“-ახალგახსნილ სამშობიარო სახლში, პირველი ახალშობილები დაიბადნენ. კლინიკის მთავარი ექიმის, ინფორმაციით მშობიარობამ გართულების გარეშე ჩაიარა. ახალშობილები, ნენსი თოფურია და ვილიამ ბობოხია დედებთან ერთად პალატაში იმყოფებიან და  თავს კარგად გრძნობენ. პაციენტები კლინიკის პერსონალისადმი მადლიერებას გამოხატავენ და აღნიშნავენ რომ სამშობიარო სახლში იდეალური პირობებია შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოს თვეში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფოთის სამშობიარო სამეანო განყოფილებას, საქმიანობის უფლება შეუჩერდა. მიზეზად, შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობა დასახელდა. რის შემდეგაც ქუთაისის კლინიკა „ბომონდთან“  მიღწეულ იქნა შეთნხმება და ფოთის სამშობიარო სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 18 11 20

სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი-ამერიკის სახელმწიფო მდივანი თბილისში-ვითარება ყარაბაღში-ვითარება ბელორუსში

იხილე მეტი

გაიგე მეტი “კოვიდ 19”-ზე, ფოთი 16 11 20

“კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია თბილისის სექსოლოგიური კლინიკის დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი არჩილ ბაქრაძე, რომელიც პანდემიის პირობებში, აღნიშნულ სფეროში წარმოშობილ პრობლემებზე და მათი მკურნალობის გზებზე გვესაუბრება. კონსულტაციებზე ჩასაწერად დარეკეთ T-595014011 (ანონიმურობა დაცულია) სპეციალური რუბრიკა – “გაიგეთმეტი COVID 19-ზე”, რომელსაც „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“„ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან“ და რეგიონულ ტელევიზიებთან ერთად, UNICEF -ის მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია მაია ჩხარტიშვილი 17 11 20

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია პარტია ,,ლელო“-ს ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე მაია ჩხარტიშვილი. რომელიც შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასა და ხვალისთვის დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრებს.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ანა ბაკურაძე 17 11 20

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ფონდის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე“ დამფუძნებელი ანა ბაკურაძე. რომელიც კორონა პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას უკეთებს ორგანიზებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი იუზა ეხვაია თანაქალაქელებს : “თუ მიწა გაქვთ- დაამუშავეთ” 17 11 20

საქართველო GEORGIA ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა. თანამედროვე საქართველოშიც სოფლის მეურნეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქ თითქმის ყველა  სახეობის მცენარე ხარობს, როგორც სუბტროპიკული, ასევე  ტროპიკული, ზომიერი სარტყლის, ალპური და სხვ. თანამედროვე ფერმერები სხვადასხვა   გამოწვევების წინაშე დგანან, სხვადასხვა სტანდარტებით მოქმედებენ, ინდივიდუალურ მეურნეობებთნ ერთად იქმნება ფერმები, სათბურები და ა.შ. ჩვენს ქალაქში რადგანაც, არ არის ნაყოფიერი მიწები, არის მაღალი გრუნტის წყლები, დაჭაობებული ადგილები და მაღალი ტენიანობა, სოფლის მეურნეობის წარმოებას მრავალ სიძნელეს უქმნის. თუმცა მიუხედავად ამისა არიან პიროვნებები რომლებიც მაინც ახერხებენ არა მარტო ბოსტნეულის და მწვანილის, არამედ ხილის, ბაღჩეულის და მარცვლეული კულტურების წარმოებასაც. ჩვენ ჩვენს თანაქალაქელ იუზა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913”-მა “ბახმარო” 3:1 დაამარცხა 17 11 20

დღეს ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე ეროვნული ლიგა 3-ის მე-14 ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1913“ და ჩოხატაურის ,,ბახმარო“ დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში ფოთის კოლხეთმა ვერ შეძლო თერთმეტმეტრიანის რეალიზება , ხოლო  ჩოხატაურელებმა შესძლეს გოლის გატანა და  ტაიმი მათ სასრგებლოდ 1-0 დასრულდა. მეორე ტაიმი ფოთელების შეტევებით დაიწყო და ლამაზი კომბინაციის შემდეგ  თამაზ შალიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.  მალევე გუნდი   აკაკი ნინუამ დააწინაურა. თამაშის მიწურულს კი  საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის მსაჯმა ბახმაროელები დააჯარიმა და თორნიკე მუმლაძემ თერთმეტ-მეტრიანი  დარტყმით საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა. ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ს  კიდევ 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 11 20

საქართველოს მასშტაბით  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 355 ადამიანია. გამოჯანმრთელდა 3 638 პირი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულთა შემთხვევა არის 16 219.    გარდაიცვალა 45 ადამიანი.   მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 85 952-ს შეადგენს,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის  68 929- ია. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219.  ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 778 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს.  რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მათი რიცხვი  52 797 შეადგენს.   ფოთში არსებულ მდგომარეობაზე კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი…

იხილე მეტი