სტუდია ვაშინგტონი 17 11 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთში ტუროპერატორების ბიზნესფორუმი გაიმართა
იხილე მეტიფოთის ანსამბლი “ლაზიკა’ იუბილესთვის ემზადება
იხილე მეტიქართული მეკვერნე ძაღლი, რომელიც სამი ქართული აბორიგენული ჯიშიდან ერთ-ერთია, გადაშენების პირას იყო მისული, ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ათწლეულების წინ ჯიში ჯერ კიდევ მრავლად იყო წარმოდგენილი და საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოფენებზეც აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ ჯიშის ძაღლს ძირითადად კვერნაზე სანადიროდ იყებენდნენ, თუმცა ის ასევე ჩლიქოსნებზე, ტახზე და დათვზეც იგეშებოდა. კვერნისებრთა ბეწვის დამზადების შეწყვეტის შემდეგ, ძაღლმა ფუნქცია დაკარგა , გადაშენება დაიწყო და მხოლოდ ერთეულ მონადირეებთან იყო შემორჩენილი. მეკვერნეს გადარჩენისთვის საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელთა მიერ რეგიონებში ამ ჯიშის ძაღლების მოძიება, აღრიცხვა და გამრავლება ხდება. აღსანიშნავია, რომ ჯიში უკვე აღიარებულია საქართველოს კინოლოგების…
იხილე მეტი17 ნოემბერს ფოთში მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა, დღისით ჰაერის ტემპერატურა + 13 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ღამით ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაიწევს, იქროლებს დასავლეთ მიმართულების ქარი. 18 ნოემბერს წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღისით 14 ხოლო ღამით 10 გრადუსია მოსალოდნელი.იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ის სიჩქარით. რაც შეეხება 19 ნოემბერს, ჰაერის ტემპერატურა შედარებით გათბება და იგი 16 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ღამით 9 გრადისამდე დაიკლებს, მოსალოდნელია ჩრდ. დასავლეთის ქარი 15-20 მ/წმ ში.
იხილე მეტიფოთში 85 წლის მამაკაცმა კორონავირუსი დაამარცხა
იხილე მეტი“ეს ქვეყანა შენია”, გააზიარე პასუხისმგებლობა.გადაცემა, ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი – სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას.პროექტს, რომელსაც ჰქვია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით და ევროკავშირის მხარდაჭერით
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ნალიტა ამირანაშვილი , რომელმაც პანდემიის პირობებში თეატრის ფუნქციონირების, წარმოქმნილი პრობლემების და გეგმების შესახებ ისაუბრა
იხილე მეტიდღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულთა შემთხვევა არის 16 981. გარდაიცვალა 37შ ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 73 154-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 55 511- ია. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981 ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 636 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მათი რიცხვი 41 958 შეადგენს. დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში…
იხილე მეტიფოთში საფეხბურთო ცენტრის (ე.წ. ,,მალანიას“) სტადიონზე, ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის მე-11 ტურის გამოტოვებული თამაში შედგა. ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1913“ და ლანჩხუთის ,,გურია“ დაუპირისპიდა. კოლხეთის გუნდი მე-8 წუთზე ლაშა გვალიამ დააწინაურა, შემდეგ ვალერი ოლხოვიმა დუბლი შესარულა და პირველი ტაიმი 3-0 დასრულდა. მეორე ტურში თორნიკე მუმლაძემ და ვალერი ოლხოვმა გუნდი კიდევ ორი ბურთით დააწინაურეს. საბოლოო ჯამში კი “კოლხეთი 1913”-მა 5-0 სძლია ლანჩხუთის “გურიას”. ჩვენ გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგაზე სულ 5 თამაში აქვს დარჩენილი.
იხილე მეტი