სიახლე 

ფოთის ეპარქია უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს 03 03 22

დეკანოზი მამა ამბროსი ხოშტარია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და უკრაინელი ერისადმი თანადგომას გამოხატავს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ის ფოთელებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც მამა ამბროსი აღნიშნავს, საკვების, ტანსაცმლის და პირველადი დახმარების ნივთების შეგროვება და მიწოდება დაზარალებულთათვის აუცილებელია. აღსანიშნავია რომ მსურველებს საშუალება აქვთ მივიდნენ ფოთის საკათედრო ტაძარში და მათთვის სასურველი ნივთები თუ პროდუქტები დატოვონ, რომელიც მოგვიანებიტ უკრაინაში გაიგზავნება. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. ამ დროისთვის საქართველოს ყველა ეპარქიაში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გროვდება.

იხილე მეტი

ფოთელმა სპორტსმენმა ბექა კორტავამ შერეულ ორთაბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავა 02 03 22

ფოთელმა სპორტსმენმა ბექა კორტავამ თბილისში გამართულ ღია ტურნირზე ,რომელიც შერეულ ორთაბრძოლაში,კერძოდ მუშტიკრივში მიმდინარეობდა,პირველი  ადგილი მოიპოვა.  ბექა კორტავა მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. ის ამ დროისთვის სამოყვარულო ჯგუფში ასპარეზობს.როგორც ბექას მწვრთნელი ბაჩუკი სულამანიძე აღნიშნავს: ბექა ტურნირისთვის გულმოდგინედ ემზადებოდა, ის გამოდიოდა აბსოლიტურ წონით კატეგორიაში,მოლოდინს გადააჭარბა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია რომ მარტში ბექა კორტავა თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე ,შერეული ორთაბრძოლებში მიიღებს მონაწილეობას . ცნობისათვის, ფოთში  ფართის არქონის , გამო მას ვარჯიში სახლის პირობებში უწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით უკრაინის მოქალაქეები უფასოდ იმგზავრებენ 02 03 22

საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ. მგზავრობის საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ბილეთის მისაღებად უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია გიორგი კეპულაძე 01 03 22

,,კურსორი”-ს სტუმარია: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე,რომელიც რუსეთ უკრაინის ომზე, სანქციებზე და ფინანსურ კრიზისზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უკრაინის მხარდასაჭერად აქციები აქტიურად მიმდინარეობს 01 03 22

ფოთში უკრაინის მხარდასაჭერად აქციები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ფოთის საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა,უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.სხვადასხვა სახის პერფომანსებით რუსული აგრესია დაგმეს და აღნიშნეს რომ ამ ომში აუცილებლად უკრაინა გაიმარჯვებს. ახალგაზრდებმა,ასევე 2008 წლის ომი და უკრაინის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული დახმარება გაიხსენეს და აღნიშნეს,რომ საქართველო მოძმე ერის წინაშე ვალდებულია.შეგახსენებთ რომ ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქციები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს,მოსახლეობა მშვიდობიანი მსვლელობით, რუსეთის აგრესიას და ძალადობას აპროტესტებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 28 02 22

გუშინ ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა,მანიფესტაციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში უკრაინისა და საქართველოს დროშებითმსვლელობა მოაწყვეს და ამ ფორმით დაგმეს რუსული აგრესია და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ: მსგავსი აქციები ყოველდღიური ხასიათის იქნება. აღსანიშნავია,რომ მხარდამჭერ აქციას,ფოთის თეატრის დასიც შეუერთდა,მათ დაღუპულ გმირთა სახელზე ფრანები გაუშვეს, თეატრის შენობა კი უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

იხილე მეტი

უკრაინის დროშა ფოთის მერიის შენობიდანაც გადმოიფინა 28 02 22

საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მსგავსად უკრაინის დროშა,დღეს ფოთის მერიის შენობიდანაც გადმოიფინა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით: მათ ამ ქმედებით,მხარი დაუჭირეს უკრაინას და მოძმე ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს,ამასთან აღნიშნეს,რომ უკრაინისადმი,პუტინის რუსეთის აგრესია უნდა დასრულდეს. მათ საქართველოს ჩართულობასაც გაუსვეს ხაზი,,საქართველოს მოსახლეობა გაერთიანდება ტირანი კი აუცილებლად დამარცხდება ” აღნიშნეს ჟურნალისტებთან საუბრისას. აღსანიშნავია,რომ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა საკრებულოს დეპუტატებმა,უკრაინის დროშები გადმოფინეს და უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ისტორიკოსი სილოვან გვასალია 25 02 22

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.აღნიშნულ საკითხზე და რუსეთ-უკრაინის ომზე ისტორიკოსი, სილოვან გვასალია გვესაუბრება

იხილე მეტი