თვითმმართველობა უკრაინის ომში 28 03 22
24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის დროით დილის 5:30 საათზე უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” დაწყების შესახებ განაცხადა. მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების “დახმარების თხოვნა” დაასახელა. პუტინმა უკრაინელ სამხედროებს იარაღის დადების მოწოდებით მიმართა. მისი გამოსვლის პარალელურად უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინის სამხედრო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა. ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, რომ შევაჯამოთ სიტუაცია,ვნახავთ,საკმაოდ დიდი იყო თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა, განსაკუთრებით მერების. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქის საპორტო ქალაქ სკადოვსკის მერი ალექსანდრე იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი გაიტაცეს.…
იხილე მეტი