სიახლე 

უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოში სწავლას შეძლებენ 18 03 22

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ფოთის საგანმანათლებლო რესურსს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით., მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. აღსანიშნავია რომ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 18 03 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 21 მარტიდან გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 10-დან 12 გრადუსამდე მოიმატოს. ამ კვირის ჩათვლით უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში თოვლი, თოვლჭყაპი, მთიან რაიონებში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის საათებში მინიმალური ტემპერატურა -1-დან +4 გრადუსამდე იქნება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +2; +7 გრადუსია. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსის ფარგლებშია. დღით +3; +4 გრადუსი იქნება. ფოთში 19 მარტს დღისით მოღრუბლული ამინდი გველოდება. ღამით დროგამოშვებით ნალექი,ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 +3 ღამით, 0 +2 იქნება 20 მარტს…

იხილე მეტი

ფოთის მოკრივეთა კლუბ ,, ლიდერი ’’-ის სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს 17 03 22

ქალაქ ქუთაისში, ,, მიხო კაპატაძის სახელობის ტურნირი’’ კრივში ჩატარდა, სადაც ფოთის მოკრივეთა კლუბ ,, ლიდერი ’’-ის სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ნიკოლოზ ლაზარიამ 50კგ .წონით კატეგორიაში და ტიმოთე გვათუამ 63 კგ. წონით კატეგორიაში . მეორე ადგილზე საბა სართანია გავიდა, 72 კგ .წონით კატეგორიაში,ხოლო 66კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ტარიელ ბარამიამ დაიკავა.საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ცნობისათვის, ტურნირში 20 ქალაქის მოკრივეები იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია ,რომ ფოთელი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან,რომელიც ფოთში 5-10 აპრილს ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება 17 03 22

გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისში ვალიდაციის კონფერენცია გაიმართა,რომელზეც  კულტურის სტრატეგიისთვის შერჩეულმა ქალაქებმა, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი წარადგინეს და ექსპერტებისგან სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღეს. ქალაქ ფოთის კულტურის, ძეგლთადაცვის განყოფილების უფროსის ირმა გუგუშვილის განცხადებით ამ დროისთვის მუშაობა ქალაქის ,,მეფინგზე ‘’, ხოლო მზადება,,ჩარეტის’’ ფესტივალზე მიმდინარეობს  , რომელშიც ადგილობრივი კულტურის სფეროს ყველა მიმართულება იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესში აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო სექტორი, სამეწარმეო მცირე ბიზნესი, სახელოვნებო და შემოქმედებითი სექტორები

იხილე მეტი

ფოთში 2022 წლიდან 2 ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა 17 03 22

ფოთში 2022 წლიდან 2 ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას გულისხმობს. სოციალურად დაუცველი სტუდენტები რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით სწავლის საფასურის დაფინანსებას მიიღებენ. როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი მაია მაკალათია აღნიშნავს ფოთის მერიის მთავარი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვაა. აღსანიშნავია რომ გაიზარდა პროგრამების დაფინანსება განსაკუთრებით მძიმე პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა…

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთის შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება 17 03 22

ლიბერთის შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება: ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებზე ლიბერთი ბანკი განაგრძობს მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული აქციებს. 31 მარტამდე სამომხმარებლო, ბიზნეს და აგროსესხებზე შეღავათიან პირობებთან ერთად „ქეშბექ“ აქციაში ჩართვასაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც – 50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიზარდა თუ არა ფასები პროდუქტებზე 16 03 22

უკრაინაში არსებული მძიმე საომარი მდგომარეობისა და ,შემცირებული იმპორტის ფონზე,საქართველოში გარკვეულ პროდუქტებზე ფასებმა იმატა.შაქარი ბურღულეული და თამბაქო. მარკეტებში ამ პროდუქციის შეძენაზე,გასულ კვირას, სპეციალური რეგულაციებიც ამოქმედდა.ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორი ,ნოდარ კორსანტია შექმნილ ვითარებას ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უწოდებს.მან ასევე ყურადღება გარევაჭრობაზე გაამაახვილა და ადგილობრივ ხელისუფლებას და ზედამხედველობის სამსახურს ყურადღებისკენ მოუწოდა,,პროდუქტებზე ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა, ჩვენთან მარკეტ ,,უნივერსამი’’-ში მხოლოდ ზეთი არის მომატებული 10% სხვა პროდუქტებზე ფასები გაზრდილი არ არის, რაც შეეხება ხილ- ბოსტნეულს საერთოდ არ არის დეფიციტი და არც ფასები გაზრდილა.- აღნიშნა ნოდარ კორსანტიამროგორც აგრარული ბაზრის დირექტორმა აღნიშნა,როდესაც ქალაქში სოფლის პროდუქტი შემოვა,ყველაფერი კიდევ უფრო…

იხილე მეტი