სიახლე 

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი დელტამიკრონი გამოჩნდა 16 03 22

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი ,,დელტამიკრონი” გამოჩნდა. ექიმი, ეპიდემიოლოგის ნინო ჭანტურიას თქმით მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის – “დელტამიკრონით” ინფიცირების სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შტამი “დელტას” და “ომიკრონს” აერთიანებს და შესაძლოა, მას “ომიკრონის” გავრცელების უნარი და “დელტას” მიმდინარეობის სიმძიმე ჰქონდეს.აღსანიშნავია რომ ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა. მისი თქმით რიგმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დელტამიკრონით სულ ცოტა 17 პაციენტია ინფიცირებული, 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით განახლდა 16 03 22

გუშინ,ფოთის სკოლებში,სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში განახლდა. ფოთის საგანმანათლებლო რესურსს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით , პირველი დღის მონაცემებით საკლასო ოთახებში მოსწავლეთა 60% მეტი გამოცხადდა, ხოლო 25 % კვლავ ონლაინ სწავლებაზე იმყოფება. უნდა აღინიშნოს რომ გოთის მე-12 საჯარო სკოლის მეორე კლასში მაწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა ,რის გამოც აღნიშნული კლასი 1 კვირით დაიხურა. ამასთან, ფოთის მესამე საჯარო სკოლაში სწავლა 2 კვირის განმავლბაში დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, მიზეზი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შესაბამისი სამსახურების მიერ შენობის მდგრადობის შემოწმებაა. ინტერვიუ. ცნობისათვის,ქვეყანაში არსებული სტაბილური კოვიდ ვითარების გამო,მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში განახლდა.

იხილე მეტი

საქართველოში მედიკამენტები გაიაფდება 15 03 22

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, შესაბამისი მედიკამენტების ფასი 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. ჩვენ დავინტერესდით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,რამდენად ფლობს ინფორმაციას ფოთელი მოსახლეობა და მათ ვესაუბრეთ.გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობენ ,რომ მედიკამენტებზე ფასების კლება არ შეიმჩნევა და არც აღნიშნულის შესახებ სმენიათ. აღსანიშნავია რომ, თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებას მიაღწიეს 15 03 22

ქალაქ ქუთაისში, ,, მიხო კაპატაძის სახელობის ტურნირი’’ კრივში ჩატარდა, სადაც ფოთის ,,ლედორ თავაძის სასპორტო სკოლი’’-ს მოკრივეებმა წარმატებას მიაღწიეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ნიკა გაბელიამ, და ევროპის პრიზიორმა მამუკა სართანიამ . მეორე ადგილზე შოთა ჯიქია და გიორგი ნაროუშვილი გავიდნენ,ხოლო მესამე ადგილი დავით კაჭარავამ, და ნიკოლოზ შარაბიძემ დაიკავეს. საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ინტერვიუ აღსანიშნავია რომ ფოთელი მოკრივეები საქართველოს ჩემიონატისთვის ემზადებიან,რომელიც ფოთში 5-10 აპრილს ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი გასაგზავნად ფოთში მზადდება 14 03 22

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი გასაგზავნად ფოთში მზადდება. დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტში შეგროვებული 60 ტონაზე მეტი ტვირთი გუშინ ფოთის ტერმინალში დასაწყობდა.ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად , ჩართულია კერძო და სამოქალაქო სექტორი, ამასთან დახარისხებისა და დატვირთვის პროცესში მონაწილეობას, მოხალისეებიც იღებენ. ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. აღსანიშნავია,რომ აღნიშნული ღონისძიება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით ხორციელდება

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ნინო ჭანტურია 14 03 22

“ევექსი კლინიკები“ უკრაინის მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. “ევექსი კლინიკები” მზად არიან, ექიმის კონსულტაცია და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისებით მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ, საქართველოს მასშტაბით, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში გასცენ.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,კურსორი’’-ს სტუმარია: ევექსის კლინიკების ექიმი პედიატრი, პროფესორი ნინო ჭანტურია.

იხილე მეტი

,,კურსორი”ს სტუმრები არიან: იამზე გორგოტაძე და ია როგავა 04 03 22

კურსორის სტუმრები არიან :  ,, ფონდი ქველმოქმედი 2015”-ის დამფუძნებელი  იამზე გორგოტაძე და ,,არტ გალერეა 34”-ის წარმომადგენელი ია როგავა, რომელიც , საავტორო წიგნზე ,,საინტერესო  ქალბატონები და ბატონები“ გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში,უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმდინარეობს 04 03 22

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმიდინარეობს.  აქციაში მერიასთან ერთად , როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ: სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა, სრულად მოხმარდება პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას. ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. აღსანიშნავია რომ ფოთში ჰუმანიტარულ პუნქტი გახსნილია ნინო ჟვანიას ქ.№ 7-ში მდებარე, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტულ დარბაზში.  ფოთის მსგავსად პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

იხილე მეტი