სიახლე 

ფოთში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს 28 09 20

27 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ თარიღთან დაკავშირებით ფოთში, ახალ რაიონში არსებულ მემორიალთან დევნილები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სიტყვით გამომსვლელებმა ის ტრაგიკული დღეები გაიხსენეს და აფხაზეთში მალე დაბრუნების იმედი გამოთქვეს. დაღუპულებს პატივი მიაგეს ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახენიებელი პანაშვიდი აღასრულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 28 09 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით ხვალ ფოთში დღისით მოწმენდილი , ღამით ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უნალექოდ . ჰაერის ტემპერატურა დღისით: 26 ° 28 ° ; ღამით: 20 ° 22 °. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი  8-13 მ/წმ პერიოდულად კი 15-17 მ/წმ სიჩქარით, ღამით 26-28 მ/წმ-მდე. 30.09.-ში  . დღისით და ღამით მოსალოდნელია ძირითადათ მოღრუბლული ამინდი. დღისით უნალექოდ, ღამით ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: 24 ° 26° ; ღამით: 18° 20 °.  დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი  -17 მ/წმ, დაქროლვა 21-23 მ/წმ, 1 ოქტომბერს  დღისით ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ძირითადათ მოღრუბლული. დღისით და ღამით უნალექო ,ღამის ბოლოს მცირე წვიმა. დაუბერავს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს 28 09 20

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში, სადაც თევზით მოვაჭრეები გაუმართავ საკანალიზაციო ქსელს აპროტესტებდნენ. მათი თქმით პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში იძულებული გახდებიან თევზის მაღაზია დახურონ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია დგას და მიუხედავად არაერთი მიმართვისა რეაგირება არ ხდება. ჩვენ ფოთის ედამხედველობის სამასახურს მივმართეთ, სადაც განაცხადეს რომ ზემოთ აღნიშნული საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდებაპრობლემის მოუგვარებლობი შემთხვევაში მოვაჭრები ქუჩის გადაკეთვით იმუქრებიან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 2 ახალი შემთხვევაა 28 09 20

ფოთში, კორონა ვირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიის ინფორმაციით სულ გამოკვლეულია 33 პირი. აქედან 26 ინფიცირებულების კონტაქტია, 5 პირი ეპიდკერიდან, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, სულ 46 პირი გადის აღნიშნულ რეჟიმს, ყველა მათგანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეგიონში მიმდინარე ეპიდ- სიტუაციაზე გთავაზობთ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას კომენტარს.

იხილე მეტი
სიახლე 

ასოციაცია „დიოსკურია“- მ დასუფთავების აქცია ჩატარა 28 09 20

27 სექტემბერს კლიმატის კვირეულის ფარგლებში ასოციაცია “დიოსკურიამ” დასუფთავების აქცია ჩაატარა. აქცია ახალ რაიონში , დევნილთა დასახლებაში შედგა. ასოციაციის სხვადასხვა პროგრამაში ჩართულმა ახალგაზრდებმა, დასახლებაში ეზოები დაასუფთვეს. ასოციაცია “დიოსკურიას” ხელმძღვანელის ნონა ხუხიას განცხადებით აქცია დევნილთა დასახლებაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

იხილე მეტი

„სე ქვეყანა შენია“ 26 09 20

„ეს ქვეყანა შენია“ ჩვენი ეთერი, ამჟამად საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანდემიის პირობებში მუშაობას დაეთმო . სტუმრად, გადაცემის პირველ ბლოკში, ასოციაცია “დიოსკურიას” თავმჯდომარე ნონა ხუხია , ხოლო მეორე ბლოკში “ბილივის” წარმომადგენელი ეკატერინე გიორგაძე იყვნენ. გადაცემა, ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი – სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტს, რომელსაც ჰქვია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით და ევროკავშირის მხარდაჭერით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის შემთხვევა კვლავ არ დაფიქსირებულა 25 09 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის COVID-19 ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. თვითიზოლაციაში 50 პირი იმყოფება, მათ შორის 5 საკარანტინე სივრციდან. ტესტირება PCR მეთოდით 15 პირს ჩაუტარდა, ამათგან 5 – გეგმიური რისკის ჯგუფი, ეპიდაფეთქების კერიდან – 6, თვითიზოლაციაციიდან კი 4. თვითიზოლაციაზე მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეგიონში მიმდინარე ეპიდ სიტუაციაზე გთავაზობთ სამეგრელო ზემოს სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას კომენტარს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ ფოთში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა განხორციელდება 25 09 20

ხვალ 23:00 საათზე ფოთში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დასახლებული პუნქტები და მიმდებარე ტერიტორია დამუშავდება. შეწამვლითი ღონისძიებები, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე

იხილე მეტი