გაძვირდება თუ არა ხორბალი 25 09 20

გაძვირდება თუ არა ხორბალი, რადგან ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება. განახორციელებს თუ არა სახლმწიფო ხორბლის ინპორტის სუბსიდირებას? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორს ქეთევან კუბლაშვილს მივმართეთ.ქეთევან კუბლაშვილის განცხადებით ამ ეტაპზე ხორბლის გაძვირება არ იგეგმება.

იხილე მეტი

ფოთის საოლქო კომისია COVID-19 -ს პირობებში 23 09 20

რა პირობებში უწევს საქმიანობა ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიას და რამდენად მზადაა არჩევბენისთვის, ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

1 ოქტომბერს ფოთის ყველა საჯარო და კერძო სკოლებში სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება 24 09

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. დეტალებზე ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეთევზეთა კლუბი ფაზისი ფოთის სპორტული თევზჭერის სკოლის პროექტის განხორციელებას იწყებს 24 09 20

ფოთის მეთევზეთა კლუბი „ფაზისი“, ფოთის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული ქვეგრანტით,  სპორტული თევზჭერის სკოლის პროექტის განხორციელებას იწყებს. მსმენელებისთვის საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის სპეციალურად მოწვეული წარმომადგენლები სემინარებს ჩაუტარებენ. პროექტში მონაწილეობა უფასოა და რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი  ევროკავშირის დაფინანსებით და მერიის თანამონაწილეობით ხორციელდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება 24 09 20

თვითიზოლაციაში იმყოფება 50 პირი, მათ შორის 5 საკარანტინე სივრციდანა გადმოსული! ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდა 15 პირს, ამათგან 5 – გეგმიური რისკის ჯგუფის კონტიგენტია, ეპიდაფეთქების კერიდან – 6, თვითიზოლაციაციის კონტიგენტი – 4-ია. თვითიზოლაციაზე მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციის წესების დარღვევას ადგილი არ ქონია! ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გატესტილი 631 ნიმუშებიდან 5 დადებითია, მათგან 4 ზუგდიდის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ხოლო 1 არის ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მცხოვრები პირი. ამ დროისთვის მიმდინარეობს დარჩენილი 200 ზე მეტი ანალიზის კვლევა. ამ დროისთვის სულ გვყავს რეგიონში მცხოვრები 46 კოვიდინფიცირებული მოქალაქე, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება 23 09 20

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება. მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, და პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება 23 09 20

ფოთში, დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის ნინო ლეფსაიას განცხადებით, PCR მეთოდით კვლევა 114 პირს ჩაუტარდა და პასუხები უარყოფითია. დღეს გეგმიური კვლევა შსს-ს და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებს უტარდებათ. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 45, ხოლო საკარანტინე სივრცეში 10 პირია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია შეგახსენებთ, რომ ფოთში ბოლო ორი კვირის მანძილზე კორონავირუსის სულ 13 შემთხვევა დადასტურდა. აქედან ერთი განიკურნა, 6 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენებს კი სიმპტომები არ აღენიშნებათ და საკარანტინე სივრცეში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. რეგიონში მიმდინარე ეპიდ სიტუაციაზე გთავაზობთ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში ბაზრის მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს 23 09 20

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპტოტესტებდნენ. მათი თქმით, ისინი წლებია ამ ნაგებობაში ვაჭრობენ და ამით ოჯახებს არჩენენ, დღეს კი მათთან შენობის მეპატრონე ნოდარ კორსანტია მივიდა და მერიის გადაწყვეტილება გააცნო,სადაც იუწყებიან უკანონო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ,მას შემდეგ მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ბაზრის მიმდებარედ მეგრელიშვილის ქუჩაზე სამანქანო გზა გადაკეტეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა თავის დროზე ნებართვის გარეშე დაიწყო, რაზეც მიმდინარეობდა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები და ამ ეტაპისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ხობსა და სენაკში ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ფაჩულია იქნება 23 09 20

ფოთში, ხობსა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ კანდიდატად თეიმურაზ ფაჩულია დასახელდა. ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბარში მან განაცხადა რომ წარმოდგენილი აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც ეხება არამხოლოდ ქალაქ ფოთს და ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებსაც, არამედ მთლიანად საქართველოს, ფაჩულიას თქმით საჭიროა იმ დარგების აღორძინება, რომელიც ტრადიციული იყო რეგიონისთვის, ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაზე და უმაღლესი სასწავლებლების არარსებობაზე, უახლოეს დღეებში ჩვენს მაყურებელს საშუალება ექნება უკვე სტუდიიდან ვრცლად მიიღოს ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და მათი პროგრამების შესახებ

იხილე მეტი