სტუდია ვაშინგტონი 30 09 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“გაიგეთ მეტი covid 19”-ზე. ხვალ ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რამდენად მზად ხვდებიან ამ პროცესს სკოლები, რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ, რა შეზღუდვები იმოქმედებს…. ამ საკითხებზე სასაუბროდ სტუდიაში მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხომერიკი და ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მასწავლებელი ქეთევან ლომსანიძე მოვიწვიეთ. ასევე ვესტუმრეთ მე-5 საჯარო სკოლას
იხილე მეტიფოთში 2ლოკაციაზე ფესტივალის ,,ნიკო 2020“ ფარგლებში გეგიძის და შავიზღვის ქუჩაზე კედლები მოიხატა. აღნიშნული აქტივობა მეორე წელია ხორციელდება ფესტივალის მიზანი ფოთის ქუჩების გალამაზებაა. ორგანიზატორთა განცხადებით ფესტივალის ფარგლებში არაერთი მასშტაბური ღონისძიება იგეგმება.
იხილე მეტიდღეს ფოთში საკრებულოს რიგით მე-16სხდომა გაიმართა. სადაც 8საკითხი განიხილეს. სხდომაზე ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა 2019წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ასევე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ფოთში მშვიდობის N4ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებრლი დახმარების ცენტრისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს ერთადერთ გზას ნავსადგურის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელამდე, სადაც „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს.
იხილე მეტიფოთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერ ნინო ლეფსაიას განცხადებით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. „ინფიცირებულთა წყარო ბათუმს უკავშირდება. ფოთში თვითიზოლაციაში სულ 45 ადამიანი იმყოფება. თუ რა მდგომარეობაა რეგიონში გთავაზობთ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას კომენტარს.
იხილე მეტი27 სექტემბერი დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა. ევროკავშირის პროექტის -,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. ფილმის „დროსგასწრებული მამულიშვილი“(ავტორი: თამარ თაგვაძე), პრეზენტაცია ფოთის საზოგადოების წინაშე ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში შედგა. ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის უკვდავსაყოფად, მისი პუბლიცისტიკის პოპულარიზაციის მიზნით, „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებისა“ და „გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის“ მიერ ნიკო ნიკოლაძის – “უცნობი ნაცნობი“, ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ-ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“ გამოიცა. აქვე შედგა ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიძღვნილი წიგნის ,,ფაზისიდან ფოთამდე“( რედაქტორი: გიორგი ფარეშიშვილი)…
იხილე მეტიეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.გადაცემის სტუმარია ფოთის მერი გოჩა კურდღელია
იხილე მეტი27 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ თარიღთან დაკავშირებით ფოთში, ახალ რაიონში არსებულ მემორიალთან დევნილები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სიტყვით გამომსვლელებმა ის ტრაგიკული დღეები გაიხსენეს და აფხაზეთში მალე დაბრუნების იმედი გამოთქვეს. დაღუპულებს პატივი მიაგეს ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახენიებელი პანაშვიდი აღასრულა.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით ხვალ ფოთში დღისით მოწმენდილი , ღამით ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უნალექოდ . ჰაერის ტემპერატურა დღისით: 26 ° 28 ° ; ღამით: 20 ° 22 °. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ პერიოდულად კი 15-17 მ/წმ სიჩქარით, ღამით 26-28 მ/წმ-მდე. 30.09.-ში . დღისით და ღამით მოსალოდნელია ძირითადათ მოღრუბლული ამინდი. დღისით უნალექოდ, ღამით ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: 24 ° 26° ; ღამით: 18° 20 °. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი -17 მ/წმ, დაქროლვა 21-23 მ/წმ, 1 ოქტომბერს დღისით ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ძირითადათ მოღრუბლული. დღისით და ღამით უნალექო ,ღამის ბოლოს მცირე წვიმა. დაუბერავს…
იხილე მეტიხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში, სადაც თევზით მოვაჭრეები გაუმართავ საკანალიზაციო ქსელს აპროტესტებდნენ. მათი თქმით პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში იძულებული გახდებიან თევზის მაღაზია დახურონ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია დგას და მიუხედავად არაერთი მიმართვისა რეაგირება არ ხდება. ჩვენ ფოთის ედამხედველობის სამასახურს მივმართეთ, სადაც განაცხადეს რომ ზემოთ აღნიშნული საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდებაპრობლემის მოუგვარებლობი შემთხვევაში მოვაჭრები ქუჩის გადაკეთვით იმუქრებიან
იხილე მეტი