სიახლე 

გიგა ბოკერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 23 09 20

ურთიერთბრალდებები გაისმის ყოფილ თანაგუნდელებს შორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა საერთო სიასა და პარლამენტში თანამდებობების განაწილების შესახებ, მას დღეს ფოთის, ხობისა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ სპეციალური განცხადებით უპასუხა. მან განაცხადა რომ ისინი ორ პოლუსიანობის წინააღმდეგნი არიან და აუცილებელია ის პოლიტიკა დავამთავროთ, რასაც სააკაშვილი და ივანიშვილი წარმოადგენენ და ყველა ამომრჩეველს მივცეთ თავისი არჩევანის შესაძლებლობა. ივანიშვილს უნდა დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობის შენარჩუნება, სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება და ჩვენ შორის არის უზარმაზარი განსხვავება-განაცხადა გიგა ბოკერიამ

იხილე მეტი
სიახლე 

ირაკლი ხახუბია ფოთში მეთევზეებს შეხვდა 22 09 20

ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში მეთევზეებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. კანდიდატის განცხადებით, მაჟორიტარობის პერიოდში მათთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო. წინა შეხვედრებზე მეთევზეების მიერ წამოჭრილი საკითხებიდან, ნაწილი საკანონმდებლო დონეზე უკვე გადაწყდა, მათ შორის, პალიასტომის ტბაზე თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით სარგებლობის საკითხი ირაკლი ხახუბიას განცხადებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თევზ საჭერი ფლოტის განახლების მიზნით, პროგრამში „აწარმოე საქართველოში “ ახალი კომპონენტის დამატებაზე.

იხილე მეტი
სიახლე 

მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატმა მურთაზ ზოდელავამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა 22 09 20

ფოთში გუშინ დასრულდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული საარჩევნო ოფისების გახსნა. ფოთი ხობი სენაკის მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატმა მურთაზ ზოდელავამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. სადაც მათ პრობლემებს გაეცნო, და გამარჯვების შემთხვევაში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. ნაციონალების შტაბში აცხადებენ, რომ მოსახლეობა მათ ხშირად მიმართავს პრობლემებით და მათ მოგვარებაში დახმარებას სთხოვს. ფოთი უნდა გახდეს ევროპული წარმატებული ქალაქი, აცხადებს ზოდელავა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოვიდით ინფიცირებულების კონტაქტებს კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ 22 09 20

ფოთში, კოვიდით ინფიცირებულების კონტაქტებს ვირუსი არ დაუდგინდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, გუშინ “პისიარ” კვლევისთვის 83 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა და ყველას პასუხი უარყოფითია. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე ფოთში, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია. ისინი თბილისისა და ბათუმის კლასტერები არიან. მათ შორის ყველაზე უმცროსი 19 წლისაა. პაციენტები შესაბამისი პროფილის კლინიკებში გადიან მკურნალობას. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი მათგანი 50 წლამდე მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალბატონია. ამ დროისთვის 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. რაც…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 22 09 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 23 სექტემბერს მოსალოდნელია დღისით და ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა. დღისით უნალექოდ. ღამით უმნიშვნელო ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23 ° +25°; ღამით: +19° +21° იქნება. 24 სექტემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა ასევე უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23° +25° ; ღამით: +19° +21°. 25 სექტემბერს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი დღისით უნალექოდ. ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23° +25° ღამით: +19° +21°

იხილე მეტი

ფოთის ბაგა-ბაღების მუშაობა COVID-19 – ს პირობებში 21 09 20

გაიგე მეტი “კოვიდ-19”-ის შესახებ. “კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია ფოთის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი მაკა ზარანდია. რომელიც ფოთის ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრა

იხილე მეტი
სიახლე 

აკაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა 21 09 20

აკაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. რომელიც გზის მთლიანი საფარის გამოცვლას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ ჩვენი ჯგუფი “გზამშენებელი 13”-ის დირექტორს ირაიდა ფაციას ესაუბრა.აკაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 12დეკემბერს უნდა დასრულდეს.

იხილე მეტი