სიახლე 

ფოთში 17 წლის ახალგაზრდა მდინარე რიონში დაიხრჩო 09 09 20

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, იგი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 2 პაციენტია მოთავსებული 09 09 20

ფოთში, გუშინ გამოვლენილი კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტები ცნობილია. გამოკვლეულთაგან არც ერთ მათგანს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ეპიდკვლევა კვლავაც გრძელდება. კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში ორი პირია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა 08 09 20

ფოთში 9 აპრილის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად განთავსებული სავარჯიშო ტრენაჟორების ადგილას ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. დღისით იქ მისულ მოსახლეობას ტრენაჟორები დაზიანებული და გაძარცვული დახვდათ.

იხილე მეტი

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ ოფისში ფონდი „სოხუმი“- ს შეხვედრა გაიმართა 08 09 20

სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღის“ ოფისში კულტურულ -ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმის“ შეხვედრა გაიმართა. მათ ფოთში 2 წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მას ,,ქალთა კლუბის“ წარმომადგენლები და ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მეხანძრე-მაშველს COVID-19 დაუდასტურდა 08 09 20

ფოთში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 52 წლის მეხანძრე-მაშველს ვირუსი პისიარ კვლევით დაუდგინდა. ამ წუთებში მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს 07 09 20

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. უშიშროების ყოფილ შენობაში რეაბილიტაციის შემდეგ მხატვართა სახლი განთავსდება. სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობა ულამაზესს, მოდერნის სტილში შესრულებულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. შენობა წითელი აგურით არის ნაშენი და გამოყენებულია კირქვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდიდარია სხვადასხვა არქიტექტურული დეტალებით, კონფიგურაციებითა და მხატვრული ელემენტებით. შენობის არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია და ის ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა. სამხატვრო სკოლის ისტორიული შენობა უნიკალური…

იხილე მეტი
სიახლე 

აკაკის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს 07 09 20

აკაკის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. რომელიც ასფალტი ბეტონის საფარის აღდგენას მოიცავს. ჩვენი ჯგუფი კომპანია გზამშენებელი 13-ის დირექტორს ირაიდა ფაციას დაუკავშირდა. გთავაზობთ სატელეფონო კომენტარს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკაკის წმინდა გიორგის ქუჩების და რეკვავას ქუჩის 0,7 კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 4 996 931ლარით აფინანსებს.

იხილე მეტი
სიახლე 

სენაკელ ექიმს, რომელიც ფოთშიც მუშაობდა კოვიდ-19 დაუდასრურდა 07 09 20

სენაკელ მედიკოსს, რომელიც ასევე ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმია, კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. ინფიცირებული მედიკოსი ფოთში 2 სექტემბერს მორიგეობდა და სავარაუდოდ მის ჯგუფს ბათუმიდან კოვიდ ინფიცირებული გადაჰყავდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ინფიცირებული მედიკოსის კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს. ზინაიდა გაგუას განცხადებით . მორიგე ექიმმა იაშვილის კლინიკაში ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა. ის სენაკში კლინიკა ,,არქიმედეში“ მუშაობს.

იხილე მეტი