სტუდია ვაშინგტონი 14 09 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთში არსებულ 8 საჯარო სკოლის დირექტორს დღეს ხელშეკრულებით დადგენილი 6წლიანი ვადა ამოეწურა და ორაბათიდან ისინი საქმიანობას უკვე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით შესაბამისი კონკურსის ჩატარებამდე განაგრძობენ. თუ როგორ და რა პირობებში ჩატარდება კონკურსი აღნიშნულ საკითხზე საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ
იხილე მეტისაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ფოთშიც სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება. რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებს, იქ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. გახარიას თქმით, ხელისუფლება ამისათვის მზად იყო და სწავლების ჰიბრიდული ფორმა წინასწარ ჰქონდა მომზადებული. ფოთის სკოლებში 15 სექტემბერს სწავლის დასაწყებად მზადება აქტიურად მიმდინარეობდა და როგორც დირექტორები აცხადებდნენ სასწავლო პროცესის დაწყებას სრული მზაობით ხვდებოდნენ. ჩვენი გადამღები ჯგუფი მე-8 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, მოითიბა ბალახი, ამოიწმინდა არხები, გარემონტდა საკლასო ოთხები, ხოლო ეზოში სპორტული მოედანის…
იხილე მეტიდღეს ჩვენი ჯგუფი ლეობორისტული პარტიის ფოთის ოფისში იმყოფებოდა. თუ როგორ ემზადება პარტია რჩევნებისთვის- სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე მამუკა ხორავას ვესაუბრეთ. მისი განცხადებით ლეიბორისტები საარჩევნო პროცესში უკვე ჩაერთვნენ . მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს და ის მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნობა. პარტიის ოფისი ლიეპაიას 8 ნონერში მდრებარეობს.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“ქართული ოცნების” ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტში ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ბიისა და ხობის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ხობის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ასევე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
იხილე მეტიფოთში, გამოვლენილი კოვიდინფიცირებული პირის კონტქატების მოკვლევა კვლავ გრძელდება. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას განცხადებით ამ დროისთვის 11პირის ბიოლოგიური მასალის პასუხს ელოდებიან. შეგახსენებთ რომ ფოთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი კონტქტები კი 70მდე გაიზარდა.
იხილე მეტიგუშინ ფოთის იუსტიციის სახლმა ვალერიან გუნიას სახელმწიფო პროფესიულ თეატრს უმასპინძლა. თეატრმა იასმინა რეზას ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორ პაატა ციკოლიას მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი კომედია – „ხრამუნა“ წარმოადგინა. იუსტიციის სახლი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებს სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა საკუთრ შენობაში, იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცეში მისცა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივითა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რამაზ იოსელიანის ძალისხმევით, იუსტისიციის სახლის 50-მდე თანამრშომელმა სპექტაკლი სრულიად უსასყიდლოდ ნახა, რაც უმნიშვნელოვანეს მიზანს, ფოთის სახელმწიფო თეატრის მხარდაჭერას და კულტურული-შემეცნებითი ღონისძიებების პოპულარიზაციას ემსახურება. ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეტრის შენობაში ამჟამად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები…
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიხვალიდან სოციალური ღინისძიებები ისევ იკრძალება, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება. სოციალური და სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვები დახურულ სივრცეებში მოქმედებდა, თუმცა ახლა ღია სივრცეებშიც იკრძალება”. 200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის განცხადებით, შეზღუდვა არ ეხება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს. მან საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მსგავს ღონისძიებებზე უზრუნველყონ ორმეტრიანი დისტანციის დაცვის და…
იხილე მეტი