სიახლე 

„მალთაყვა BEACH FEST“-ის ფარგლებში პლაჟის ფეხბურთში ტურნირი მიმდინარეობს 27 07 20

ფოთში 25 ივლისიდან „მალთაყვა BEACH FEST“-ის ფარგლებში პლაჟის ფეხბურთში ტურნირი მიმდინარეობს და მასზე ბორის პაიჭაძის თასი თამაშდება. ფესტივალი დრიფტ შოუთი გაიხსნა და საზოგადოების წინაშე ავტო- კლუბი „Fast unlim“ წარსდგა რომელმაც მაყურებლებს საოცარი სანახაობა შესთავაზა. აღსანიშნავია რომ მასში 2 კლუბი გაერთიანდა. შაბათ-კვირას პლიაჟის ფეხბურთში A და B ქვეჯგუფების შეხვედრები გაიმართა. დღეს კი C ქვეჯგუფში პირველად ერთმანეთს „ჭაბო“ და „აისბერგი“ შეხვდნენ , შემდეგ კი „სანაპირო“ „საეჭვოს“ დაუპირისპირდა. ფესტივალი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ფესტივალს მხარდაჭერას ასევე ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია უწევს, რომელმაც მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედანი მოაწყო შეგახსენებთ…

იხილე მეტი

,,კურსორის” სტუმარია საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი 27 07 20

,, კურსორის” სტუმარია საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი, რომელმაც საქართველოში რუსული კომპანიის შემოსვლით შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით რუსული კომპანია ფოთის და ბათუმის პორტებში წყალქვეშა სამუშაოების ტენდერებში მონაწილეობს, არსებული ბაზრის მონოპოლიზირება სურს და ქართველ დაივერებს კაბალურ პირობებს სთავაზობს.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია პიანისტი ჭაბუა პაჭკორია 27 07 20

,, კურსორის” სტუმარია წარმატებული ფოთელი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მე-4 კურსის სტუდენტი ჭაბუა პაჭკორია.

იხილე მეტი
სიახლე 

მალთაყვის სანაპიროზე კაფე-ბარი ,, კონტეინერი” გაიხსნა 27 07 20

ფოთში მალთაყვის სანაპიროზე უნიკალური დიზანით მოწყობილი კაფე-ბარი “კონტეინერი” გაიხსნა, რომელიც ზღვის ხედთან ერთად სასიამოვნო გარემოს გვპირდება. სპეციალურად ბათუმიდან მოწვეული დიჯეის მიერ შექმნილი მუსიკალური ფონი- ზღვის ბრიზის თანხლებით, გემრიელი კერძები და ჩაციებული სასმელები – ამ სივრცის უპირატესობაა. კაფე ბარი „კონტეინერი“ მოსახლეობის ყველა სეგმენტზეა გათვლილი.

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმარია საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი კრივში ზურაბ ტიბუა 24 07 20

“კურსორის” სტუმარია საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი კრივში ზურაბ ტიბუა, რომელმაც ბათუმში გამართულ კრივის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და ზოგადად კრივში არსებულ სიტუაციაზე და პრობლემებზე ისაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი კარატისტები აქტიურად ემზადებიან 24 07 20

ორი დღის წინ, კარატე-დოს ფოთის ფედერაციამ სხვადსახვა კატეგორიის ქამრისთვის გამოცდები ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა ფოთის სკოლის ათმა მოსწავლემ მიიღო. კარატე დოს ფოთის ფედერაციის პრეზიდენტის, მეხუთე დანის მფლობელის ბაჩუკი სულამანიძეს თქმით, სპორტსმენთა მომზადება ღია სივრცეში მთელი ზაფხულის პერიოდში აქტიურად მიდინარეობდა და „კოვიდ19“ გამო მათ ვარჯიში არ შეუწყვეტიათ, რადგან ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. კარატე-დოსა და შერეულ ორთაბრძოლებში ტურნირი სექტემბერში იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საზაფხულო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა 24 07 20

მალთაყვის სანაპიროზე საზაფხულო ფესტივალი maltakva beach fest გუშინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ფესტივალის ორგანიზატორები “სტუდიო ამბო” და მეგობრები არიან. მათი განცხადებით დამსვენებლებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებენ. იქნება ღია კინო თეატრი, მოეწყობა კაფე და დასვენების სივრცე. ფესტივალი მაჟორიტარი დებუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ხვალ სტარტს ტურნირი პლიაჟის ფეხბურთში აიღებს, რომელზეც სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ,,ბორის პაიჭაძის“ თასი გათამაშდება. ერთმანეთს 24 გუნდი დაუპირისპირდება. გუნდები კენჭის ყრის შედეგად ექვს ქვე ჯგუფში გადანაწილდა. მეორე ეტაპზე გასული 16 გუნდი ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს ასპარეზობას. ფეხბურთელები საბრძოლველად არიან განწყობილნი და მათი თქმით “პაიჭაძის თასის” მოპოვება მათთვის დიდი პატივია ფესტივალის…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 24 07 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 25ივლისს მოსალოდნელი ძირითადად მოღრუბლული ამინდი. ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25 ° +27°;ღამით: +23° +25° იქნება. 26ივლისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. ასევე ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +26° +27° ; ღამით: +23° +25°. 27ივლისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა დღისით ძირითადად მოწმენდილი ჰაერის ტემპერატურა დღისით: +26° +28° ; ღამით: +23° +25°

იხილე მეტი