სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 03 22

6 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, მთიან რეგიონებში ქარბუქი, ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს ფოთში 5მარტს მოღრუბლული ამინდი გველოდება ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 ღამით +2 +4 გრადუსი იქნება 6 მარტს ფოთში მზიანი ამინდი გველოდება უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 +12 ღამით +2 +4 იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია იზრდება 03 03 22

,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად, მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი იქნება განხორციელებული ცვლილების შედეგად, 671. ჰექტარით გაიზრდება კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი და გახდება 44 980 ჰექტარი კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსის ხათუნა ქაცარავას განცხადებით კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობი 671 გაიზრდება, მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორიისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობების შესანარჩუნებლად, რომელიც გადაშენების პირასაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია რომ კოლხეთის ეროვნულ პარკს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2021 წლიდან იგი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ეპარქია უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს 03 03 22

დეკანოზი მამა ამბროსი ხოშტარია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და უკრაინელი ერისადმი თანადგომას გამოხატავს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ის ფოთელებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც მამა ამბროსი აღნიშნავს, საკვების, ტანსაცმლის და პირველადი დახმარების ნივთების შეგროვება და მიწოდება დაზარალებულთათვის აუცილებელია. აღსანიშნავია რომ მსურველებს საშუალება აქვთ მივიდნენ ფოთის საკათედრო ტაძარში და მათთვის სასურველი ნივთები თუ პროდუქტები დატოვონ, რომელიც მოგვიანებიტ უკრაინაში გაიგზავნება. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. ამ დროისთვის საქართველოს ყველა ეპარქიაში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გროვდება.

იხილე მეტი

ფოთელმა სპორტსმენმა ბექა კორტავამ შერეულ ორთაბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავა 02 03 22

ფოთელმა სპორტსმენმა ბექა კორტავამ თბილისში გამართულ ღია ტურნირზე ,რომელიც შერეულ ორთაბრძოლაში,კერძოდ მუშტიკრივში მიმდინარეობდა,პირველი  ადგილი მოიპოვა.  ბექა კორტავა მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. ის ამ დროისთვის სამოყვარულო ჯგუფში ასპარეზობს.როგორც ბექას მწვრთნელი ბაჩუკი სულამანიძე აღნიშნავს: ბექა ტურნირისთვის გულმოდგინედ ემზადებოდა, ის გამოდიოდა აბსოლიტურ წონით კატეგორიაში,მოლოდინს გადააჭარბა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია რომ მარტში ბექა კორტავა თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე ,შერეული ორთაბრძოლებში მიიღებს მონაწილეობას . ცნობისათვის, ფოთში  ფართის არქონის , გამო მას ვარჯიში სახლის პირობებში უწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით უკრაინის მოქალაქეები უფასოდ იმგზავრებენ 02 03 22

საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ. მგზავრობის საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ბილეთის მისაღებად უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია გიორგი კეპულაძე 01 03 22

,,კურსორი”-ს სტუმარია: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე,რომელიც რუსეთ უკრაინის ომზე, სანქციებზე და ფინანსურ კრიზისზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უკრაინის მხარდასაჭერად აქციები აქტიურად მიმდინარეობს 01 03 22

ფოთში უკრაინის მხარდასაჭერად აქციები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ფოთის საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა,უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.სხვადასხვა სახის პერფომანსებით რუსული აგრესია დაგმეს და აღნიშნეს რომ ამ ომში აუცილებლად უკრაინა გაიმარჯვებს. ახალგაზრდებმა,ასევე 2008 წლის ომი და უკრაინის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული დახმარება გაიხსენეს და აღნიშნეს,რომ საქართველო მოძმე ერის წინაშე ვალდებულია.შეგახსენებთ რომ ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქციები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს,მოსახლეობა მშვიდობიანი მსვლელობით, რუსეთის აგრესიას და ძალადობას აპროტესტებს.

იხილე მეტი