სიახლე 

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 06 07 20

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, ის უკვე რამდენიმე წელია ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ტარდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება კოვიდ 19ის პანდემიის გამო, განსხვავებულ პირობებში სხვადასხვა რეგულაციების გათვალისწინებით უწევთ. პირველი დღე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ამ დროისთვის 176 აბიტურიენტიდან 171გამოცხადდა. ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 2 ახალი პაციენტია მოთავსებული 06 07 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 58 წლის მამაკაცს „კოვიდ19“ არ დაუდგინდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი ახალი პაციენტია მოთავსებული, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი 18 წლის ქალი და 62 წლის მამაკაცი არიან და ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულები. პაციენტებს  ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ანალიზის კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 101 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 9. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 17 ნიმუში, ყველა უარყოფითია

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია გოჩა ქორქია 03 07 20

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები ცნობილია. “კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის, საგანმანთლებლო რესურს ცენტრის უფროსი გოჩა ქორქია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ლეიბორისტი მორიგ განცხადებას ავრცელებს 03 07 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე, მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს, მისი თქმით პორტის ერთ-ერთ მისადგომთან დაახლოებით 50 000 ტონა გოგირდია შემოტანილი, რომელიც ყოველგვარი უსაფრთხოების დაცვის გარეშე არის დასაწყობებული, რაც მოსახლეობისთვის საშიშროებას ქმნის, რადგანაც ქარის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე გოგირდის გაფანტვა ხდება. სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ეიპიემ ტერმინალს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს რომ ისინი ნაყარ ტვირთებზე არ მუშაობენ, მსგავს სამუშაოს მოიჯარე კომპანიები ახორციელებენ და გადატვირთვის ოპერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათი მოვალეობაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 03 07 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 4 ივლისს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა . უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25 ° +27°; ღამით: +22° +24° იქნება. 5ივლისს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა . უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +22° +24° იქნება. 6 ივლისს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა ღამით ასევე ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +22° +24° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მებაჟეები დაიტესტნენ 03 07 20

პისიარ კვლევისთვის გაგზავნილი 37 ანალიზის პასუხი ცნობილია დაყველა უარყოფითია. ისინი გაფორმების ეკონომიკური ზონის და საბაჟოს თანამშრომლები არიან.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 101 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 12.გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 207 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა უარყოფითია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 45 წლის მამაკაცი მოკლეს 03 07 20

ფოთში , გუშინ მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა ნაბადას უბანში მოხდა, რამდენიმე პიროვნება 45 წლის მამაკაცს ქუჩაში დახვდა და მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა გაიტაცა. თვითმხილველთა თქმით მამაკაცი ჯერ იქვე მდებარე სკოლის ეზოში შეიყვანეს სადაც ე.წ გარჩევა 12-მდე ადამიანის მონაწილეობით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს . სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,გარდაცვლილი ე.წ კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაუწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილე მეტი

„კურსორს“ სპეც.გამოშვების სტუმარია ელენე წოწონავა 02 07 20

20-30 ივლისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, კოვიდ-19 -ის პანდემიასთან დაკავშირებული ხანგძლივი შესვენების შემდეგ, საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 10 უძლიერესი ქალი: 8 საერთაშორისო დიდოსტატი, 1 საერთაშორისო ოსტატი და 1 ფიდეს ოსტატი. აღსანიშნავია რომ მონაწილეთა შორისაა ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე, ფიდეს ოსტატი – ელენე წოწონავა, რომელიც დღეს “კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია

იხილე მეტი
სიახლე 

თურქი ბიზნესმენი „ტაჰალ“ გრუპის წინააღმდეგ 02 07 20

ფოთში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტაჰალ გრუპ“ -ს თურქეთის მოქალაქე თემელ თურანი მისი კუთვნილი წყლის ტუმბოების თაღლითური გზით მითვისებაში სდებს ბრალს. ადვოკატის განცხადებით თემელ თურანმა, ასევე თურქეთი მოქალაქე ორჰან აბსუნის თბილისში რეგისტრირებულ ფირმა შპს „აქს ვორქს“-ს ხელშეკრულებით, 9 თვის ვადით, ზემოთაღნიშნული ტუმბოები მიაქირავა, რის შესახებაც „ტაჰალ გრუპის“ ხელმძღვანელობაც ინფორმირებული იყო. მიუხედავად ამისა მოხდა იჯარით აღებული სატუმბი პომპების გაყალბებული საბუთებით შპს „აქსვორქს“-ზე გადაფორმება და შემდგომ მისი „ტაჰალ გრუპზე“ გასხვისება.თემელ თურანმა პროკურატურას მიმართა და საქმის სწრაფად გამოძიების იმედი აქვს,ჩვენი გადამღები ჯგუფი ცდილობს დაუკავშირდეს მეორე მხარეს და მათი პოზიციაც შემოგთავაზოთ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ვინდსერფინგის ჯგუფი გაიხსნა 02 07 20

მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით და აფროსნობის კლუბის ხელშეწყობით ფოთში ვინდ სერფინგის ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის მიზანია დაინტერესებულ პირებს დაეხმარონ ახალი სახეობის ათვისებაში და მის განვითრებაზე იზრუნონ , იგეგმება სკოლის გახსნაც, იდეის ინიციატორთა აზრით ეს ტურისტების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს ირაკლი ლაშხიას შეფასებით ფოთის სანაპირო მეზობელ ქობულეთთან და ბათუმთან შედარებით ვინდ სერფინგისთვის უკეთესია , რაც ამ სახეობის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის

იხილე მეტი