სიახლე 

დაკავება ფოთში 01 07 20

ჩვენი ინფორმაციით ფოთში მიმდინარე, საკნალიზაციო სისტემების მშენებლობის საზედამხედველო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ჰოლანდიური კომპანია “ტაჰალ გრუპის” პრესსამსახურის წარმოადგენელი ,სატელეფონო საუბარში დაკავების ფაქტს არ უარყოფს თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი შ.პ .ს “დასავლეთის წყალი” ფოთის ფილიალსაც დაუკავშირდა თუმცა იქ განგვიმარტეს რომ ფოთის ფილიალი “ტაჰალ გრუპის” ზედამხედველობასთან კავშირში არ არის და საკონტროლო სამუშაოებს თბილისი ახორციელებს. ოფიციალურ უწყებას დაკავების შესახებ კომენტარი ამ დრომდე გაუკეთებია. თუმცა ჩვენი ინფორმაციით დაკავება ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

რა მდგომარეობაა ფოთის საგამოცდო ცენტრის მიმდებარედ 01 07 20

რამდენიმე დღეში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ის ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ტარდება. აბიტურიენტები წელს კოვიდ 19-ის პადემიის გამო გამოცდებს უჩვეულო გარემოში ჩააბარებენ. მათ გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ამ შექმნილ პრობლემებს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადათხრილი გზებისგან შექმნილი დისკომფორტიც ემატება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ზედამხედველობის სამსახური მოვაჭრეების აქციას გამოეხმაურა 01 07 20

ეგრეთწოდებულ ,,საყველეში” მოუწესრიგებელი საკანალიზაციო არხის გამო ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, საკანალიზაციო არხი გადავსებულია, რის გამოც წყალს არ ატარებს და აუტანელი სუნია, რაც დისკომფორტს უქმნის როგორც გამყიდველს ასევე მყიდველსაც. ისინი შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ საკითხზე ზედამხედველობის სამსახურს მივმართეთ. თენგიზ შონიას განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება ქალაქში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზეა დამოკიდებული რის შემდეგაც აღნიშნული საკითხი მოგვარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ მამაკაცს COVID-19 არდაუდასტურდა 01 07 20

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებული 31წლის მამაკაცის ანალიზის პასუხი ცნობილია მას კოვიდ-19 არ დაუდგინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან პისიარკვლევისთვის გაგზავნილი, 46 მედიკოსის ანალიზის პასუხი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი კლინიკის თანამშრომლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 77 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 14. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 160 ნიმუში გამოიკვლიეს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს 10 ახალი ავტობუსი შეემატება 30 06 20

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა. პროექტის ფარგლებში ქუთაისს – 60, რუსთავს – 40, გორს – 30, ზუგდიდს – 25, ხოლო თელავს და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუნიციპალიტეტებისთვის ავტობუსების ეტაპობრივად მიწოდება 2020 წლის შემოდგომიდან უნდა უზრუნველყოს. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს საკრებულოს რიგით მეთერთმეტე სხდომა გაიმართა 30 06 20

დღეს საკრებულოს რიგით 11 სხდომა გაიმართა სადაც 14საკითხი განიხილეს. დებატები გამოიწვია მე-2 საკითხმა სადაც გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა წარმოადგინა. სხდომაზე კენჭისყრის შედეგად დებუტატებმა საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით თორნიკე ხარჩილავა აირჩიეს. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე კი თემურ დუნდუა გახდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს შეხვდა 30 06 20

დღეს ფოთის მერსა და საგანმანათლებლო რესუსცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც კოვიდ 19-ისპანდემიის დროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პირობებზე ისაუბრეს. მერის განცხადებით გამოცდები მაღალ დონეზე და რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. ჩვენს შეკითხვაზე, მოესწრება თუ არა მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ აკაკის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება გამოცდების დაწყებამდე, მერმა უპასუხა, რომ ქუჩის მოასვალტების სამუშაოებზე ტენდერი მას შემდეგ გამოცხადდება, როდესაც კანალიზაციის რეაბილიტაცია ქუჩის ამ მონაკვეთზე დამთავრდება, რაც მისი პროგნოზით ერთ კვირაში უნდა მოხდეს.შეხვედრის დასასრულს ქალაქის მერმა საგანმანათებლო რესურსცენტრის უფროს მადლობის სიგელი გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული 30 06 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული. ის დაიტესტა და პასუხი დღეს გახდება ცნობილი.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 91 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 35.გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 217 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია. მათ შორისაა ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა, რეგიონმა კი ეწ,, მწვანე ზონის” სტატუსი დაიბრუნა.

იხილე მეტი

კურსორის ,,სპეციალური გამოშვების“ სტუმარია პარტია ,,გირჩი“ს დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე 29 06 20

კურსორის ,,სპეციალური გამოშვების“ სტუმარია პარტია ,,გირჩი“ს დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც სამეგრელოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის ბაზარში მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს 29 06 20

ხმაური იყო ფოთის ბაზარში, მოვაჭრეები მოუწესრიგებელ საკანალიზაციო სისტემას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, საკანალიზაციო არხები გადავსებულია, წყალს არ ატარებს და აუტანელი სუნია, რის გამოც სუნთქვაც კი შეუძლებელია. ისინი შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ და დახმარებას სთხოვენ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოვაჭრეები პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებენ რაც მათ დამატებით პრობლემებს უქმნით. ხვალ ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცდება შესაბამისი სამსახურებიდან კომენტარი მოიპოვოს.

იხილე მეტი