სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული 30 06 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული. ის დაიტესტა და პასუხი დღეს გახდება ცნობილი.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 91 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 35.გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 217 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია. მათ შორისაა ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა, რეგიონმა კი ეწ,, მწვანე ზონის” სტატუსი დაიბრუნა.

იხილე მეტი

კურსორის ,,სპეციალური გამოშვების“ სტუმარია პარტია ,,გირჩი“ს დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე 29 06 20

კურსორის ,,სპეციალური გამოშვების“ სტუმარია პარტია ,,გირჩი“ს დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც სამეგრელოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის ბაზარში მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს 29 06 20

ხმაური იყო ფოთის ბაზარში, მოვაჭრეები მოუწესრიგებელ საკანალიზაციო სისტემას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, საკანალიზაციო არხები გადავსებულია, წყალს არ ატარებს და აუტანელი სუნია, რის გამოც სუნთქვაც კი შეუძლებელია. ისინი შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ და დახმარებას სთხოვენ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოვაჭრეები პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებენ რაც მათ დამატებით პრობლემებს უქმნით. ხვალ ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცდება შესაბამისი სამსახურებიდან კომენტარი მოიპოვოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქორეოგრაფიული სტუდია „მზის გული“-ს დასკვნითი შეხვედრა გაიმართა 29 06 20

ბორის პაიჭაძის სკვერში, მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრის სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია ,,მზის გულმა“ სეზონის დასასრულს ღონისძიება გამართა. სადაც სხვადასხვა საცეკვაო ნომერი იყო წარმოდგენილი. როგორც ლევან მაშავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს კოვიდ 19ის პანდემიის მიუხედავად მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები აქტიურად უტარდებოდათ. დასასრულს მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. ლევან მაშავას განცხადებით საბავშვო სტუდია ,,მზის გული“ მეცადინეობას სექტემბრიდან განაახლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

,გირჩი”-ს ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფოთში წინა საარჩევნო შეხვედრა გამართა 29 06 20

,,გირჩის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ფოთში წინა საარჩევნო შეხვედრა გამართა. ჯაფარიძემ შეკრებილებს ,,გირჩის“ პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა. . სასამართლო სისტემის რეფორმა,სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების დარიგება მოსახლეობაზე, განათლებასთან დაკავშირებული ხედვა-ეს ის საკითხებია, რომელთა გატანას,,გირჩი“ პარლამენტში გეგმავს. მისი განცხადებით, ოქტომბრის არჩევნებზე ,,გირჩს“ საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლები ეყოლება, რათა მიღებული ხმების დაცვა შეძლოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 29 06 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 30ივნისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24 ° +26°; ღამით: +22 +24 იქნება. 1ივლისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა დღის დასაწყისში შესაძლებელია უმნიშვნელო ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22 +25 ; ღამით: +23 +25 იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

CSRDG-ს დაფინანსებით ახალგაზრდულმა საბჭომ ბენეფიციარებს პროდუქტები გადასცა 29 06 20

დღეს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოპოვებული „სათემო ინიციატივები COVID 19-ის წინააღმდეგ“ საგრანტო თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და „ახალგაზრდული საბჭოს” წარმომადგენლების მიერ ,,შინ მოვლის” პროგრამის ბენეფიციარებს პროდუქტების პაკეტები გადაეცა.,,შინ მოვლის” პროგრამა ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მორალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას და გარემოში ადაპტაციას ითვალისწინებს.პროგრამის ფარგლებში, 27 სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბენეფიციარს დაეხმარებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

მარტოწყალას ტბაზე დასუფთავების აქცია მოეწყო 29 06 20

გუშინ მარტოწყალას, (ეგრეთწოდებულ გაზკანტორის) ტბაზე, მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისის” ინიციატივით, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში კლუბის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავი მოგროვდა და ნარჩენები ,, სერვისების ცენტრის” დახმარებით ნაგავსაყრელზე გაიტანეს. გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის, ავსტრიის და საქართველოს მთავრობების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული 60 000 ათას ლარიანი გრანტის ფარგლებში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. გაეროს გრანტის თანხას ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყოფილი თანხაც ემატება მარტოწყალას ტბაზე თევზჭერის ცენტრის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 77 000 ლარი არის გამოყოფილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 1 პაციენტია მოთავსებული 29 06 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 87 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 30. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 40 ნიმუში გამოიკვლიეს , ყველა უარყოფითია.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია გოჩა ქორქია 26 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების გადავადებაზე და ეროვნულ გამოცდების ჩატარების ვადებზე გვესაუბრება

იხილე მეტი