სიახლე 

განსხვავებული ბოლო ზარი ფლორიდის სკოლაში 03 06 20

კორონა ვირუსის გამო უჩვეულო ბოლო ზარი არამარტო ფოთელ, არამედ ამერიკელ თანატოლებსაც ჰქონდათ. ფოთელი ნიკო ასათიანი ფლორიდის შტატის ქ. დაიტონის სკოლის კურსდამთავრებულია, სწორედ მან გამოგვიგზავნა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია სკოლის დამთავრების და კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი, რომელიც არა დახურულ დარბაზში, არამედ დაიტონში არსებულ ყველაზე დიდ სტადიონზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონზე ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით ავტო და მოტო რბოლები იმართება, სოლიდური საპრიზო ფონდით. ღონისძიებაში სულ 600-მდე სტუდენტი მონაწილეობდა და მათი შემდგომი სწავლის გაგრძელებისთვის 1 000 000 დოლარი იქნა გამოყოფილი. ზოგადად ფლორიდაში, ისევე როგორც ამერიკაში, ადგილობრივი შემოსავლებიდან დიდი თნხები განათლებაზე იხარჯება. საზეიმო ცერემონიალი სკოლის…

იხილე მეტი
სიახლე 

გამოწვევა “ფოლკლორი შენთვის” იროდი ტიკარაძის ოჯახიც ჩაერთო 03 06 20

კორონა ვირუსის პანდემიის გამო არაერთი ოჯახი ფაქტობრივად თვითიზოლაციაში მოექცა. მსოფლიო მასშტაბით ადამიანები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. შეწყდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. მოსახლეობა არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა პოზიტიურ განწყობას მაინც ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთი ქართული ფოლკლორის ამაგდარის იროდი ტიკარაძის ოჯახი აღმოჩნდა, რომელმაც ფოლკლორის ცენტრის გამოწვევა ,,ფოლკლორი შენთვის“ მიიღო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაია ტიკარაძეს გავესაუბრეთ.

იხილე მეტი
სიახლე 

გუშინ პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო 03 06 20

2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი გუშინ დაიწყო. დღეისთვის ფოთში 630 ადგილიდან 546 უკვე შევსებულია. პირველკლასელთა რეგისტრაცია 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში ამ დროისთვის ორი ახალი პაციენტი იმყოფება 03 06 20

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით კლინიკაში ამ დროისთვის ორი პაციენტი იმყოფება. 75 მამაკაცი ლანჩხუთიდან და 20 წლის მამაკაცი ფოთიდან. ორივე მათგანი უკვე დაიტესტა. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის უკვე გაიგზავნა. ანალიზის პასუხები დღეს გვიან ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 51 პირი იმყოფება.რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 35 პირია თვითიზოლაციაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვის სინჯების აღება დაიწყო 03 06 20

ზღვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, დღეს, ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო და წყლის ნიმუშები აიღო. ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორის, გია რუხაძის ინფორმაციით სანაპიროზე ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან იქნა აღებული. წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდება და შედეგები ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება თვეში ხუთჯერ მოხდება

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ჯანო იზორია 02 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთისა და სოხუმის თეატრების მსახიობი ჯანო იზორია, რომელიც თეატრალურ ცხოვრებაში კორონავირუსის მიერ შეტანილ ცვლილებებზე და მსახიობთა წინაშე წარმოშობილ პრობლემებზე გვესაუბრება

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ლაშა ჭანტურაშვილი 02 06 20

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების მეორე  სტუმარია ფოთელი სტუდენტი ლაშა ჭანტურიშვილი, რომელის უმაღლეს სასწავლებლებში ონლაინ სწავლებასა და გამოცდების მიმდინარეობის შესახებ გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ტაქსისტები რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ 02 06 20

კორონა ვირუსმა ქვეყანაში ტაქსით გადაადგილება შეაფერხა. დაწესდა შეზღუდვები რომლის მიხედვითაც ტაქსში 2 მგზავრზე მეტის ყოლა აიკრძალა. ერთი პერიოდი ავტომობილით გადაადგილება საერთოდ აკრძალულიც კი იყო. ტაქსით მომსახურების სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ რომ, ამ რეგულაციებმა მათ შეამოსავალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ერთ ერთი ტაქსის მძღოლის განცხადებით ის ყველა პირობას იცავს თუმცა მას ხშირად უწევს მოსახლეობისაგან პრეტენზიების მიღება. ტაქსით მომსახურების სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ მთავრობას რომ, აღნიშნული შეზღუდვები უმოკლეს დროში გააუქმონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საბურთალოს კლასტერის 5 შესაძლო კონტაქტს იკვლევენ 02 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის , თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ფოთიდან, კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. მას ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. ,,67 წლის მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის , ნანა მხეიძეს ინფორმაციით. ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 21 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. აქედან 12 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, ხუთი კი თბილისში ერთ- ერთი ინფიცირებულის შესაძლო კონტაქტებია.

იხილე მეტი
სიახლე 

მოსახლეობამ ფოთში ფალიაშვილის ქუჩა გადაკეტა 01 06 20

ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტეტო აქცია გამართეს. მათ ქუჩა ბეტონის ბლოკებით გადაკეტეს და მოძრაობა შეაფერხეს. მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს ქუჩაზე მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილება და ჯანმრთელობისთვის საშიში ტვირთის ტრანსპორტირება.

იხილე მეტი