„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია მანანა ჩიქოვანი 05 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი მანანა ჩიქოვანი, რომელიც ისაუბრებს ბუნების დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს 05 06 20

ე.წ. „მალანიას“ სტადიონზე არაერთი პრობლემა იყო, რაც ბევრჯერ გამხდარა ფეხბურთელების და მშობლების პროტესტის მიზეზი. წვიმის დროს მოედანი იტბორებოდა, არ იყო მოსწავლეთა წვრთნის სათანადო პირობები. ამ პრობლემების გამო ფოთის საფეხბურთო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე სხვა რაიონშიც კი გადავიდა სათამაშოდ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ადგილზე უკვე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით და ადმინისტრაციული შენობა .მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გაეცნო. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია…

იხილე მეტი
სიახლე 

მოსახლეობა აკაკის ქუჩის ავარიულ მდგომარეობას აპროტესტებს 05 06 20

აკაკის ქუჩის მცხოვრებლები გზის ავარიულ მდგომარეობას და ამით გამოწვეულ დისკომფორტზე საუბრობენ, როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ მათ მტვერი აწუხებთ და მანქანით გადაადგილებისას არაერთ პრობლემას აწყდებიან, რადგან 3ცენტრალური ქუჩა ერთდროულად იკეტება და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული საკითხის გარკვევას ფოთის მერიაში შევეცადეთ, სადაც განაცხადეს, რომ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით აკაკის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ივლისის თვეში უნდა დასრულდეს, პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუჩის მოასფალტების და ტროტუარების მოწყობის სამუშაოებს, განახორციელებს რომლის პროექტირება უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში ტენდერის გამოცხადება მოხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი მწვანე ზონის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს 05 06 20

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 62 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 38 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 50 ნიმუში, გამოიკვლიეს ყველა პასუხი უარყოფითია. თუ რა მდგომარეობაა ფოთში ამჟამად, გთავაზობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგაუას სატელეფონო კომენტარს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 05 06 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 6ივნისს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +27 ° +29°; ღამით: 22 24 იქნება. 7 ივნისს მოსალოდნელია ძირითადად ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +32 +34 ; ღამით: 24 +26

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების ზრდას უჩივის 04 06 20

ფოთის მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების რეკორდულ გაზრდაზე საუბრობს. თუ რა მდგომარეობაა ფოთის აგრარულ ბაზარში და როგორ აფასებენ მოქალაქეები აღნიშნულ საკითხს. დეტალები იხილეთ ჩვენს სიუჟეტში. აღსანიშნავია რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გარკვეულ პროდუქტებზე ფასი გაორმაგებული იყო ეხლა კი შემცირდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ნიჩბოსნებმა ინტენსიური ვარჯიშები განაახლეს 04 06 20

ფოთის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის და კანოე კლუბ საქართველოს წარმომადგენლები, სლოვაკეთის რეგადი ორ გზის ვიცე ჩემპიონი ლიდია სულაბერიძე, ევროპის ახალგაზრდული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გია გაბედავა და ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი მურმან მალანია კორონა ვირუსის გამო აქტიურ სპორტულ ცხოვრებას გამოეთიშენ და გარკვეული პერიოდი მხოლოდ სახლის პირობებში ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონდათმათ წყალზე ვარჯიშის განახლება მხოლოდ ორი კვირაა შესძლეს და ამჟამად ინტენსიურად ემზადებიან საქართველოს ნაკრების შეკრებისათვის, რომელიც 15 ივნისიდან ბაზალეთის ტბაზე გაიმართება. აღსანიშნავია რომ გია გაბედავა და მურმან მალანია შეკრებებს ხშირად საზღვარგარეთ გადიოდნენ, თუმცა კორონა ვირუსის პანდემიამ ამის შესაძლებლობაც წაართვა. საქართველოს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 2 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდათ 04 06 20

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით. ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს 75 წლის მამაკაცსა ლანჩხუთიდან და 20 წლის მამაკაცს ფოთიდანკორონა ვირუსი არ აღმოაჩნდათ. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ~20 წლის მამაკაცი უკვე გაეწერა კლინიკიდან, 75 წლის მამაკაცი კი კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.ნაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 44 პირი იმყოფება.რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 34 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 73 ნიმუში, ყველა პასუხი უარყოფითია

იხილე მეტი

”კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ნინო გვასალია 03 06 20

”კურსორის” სპეც. გამოშვების სტუმარია ქალაქ ფოთის მერის თანაშემწე ნინო გვასალია, რომელიც ევროკავშირის გრანტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ გვესაუბრება.

იხილე მეტი