სიახლე 

რუხის საავადმყოფოს სამედიცინო საშუალებები გადაეცა 25 05 20

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვიტონი ჩვენს რეგიონს სტუმრობდა. მან  რუხის საავადმყოფოს ელექტრონული თერმომეტრები და სანიტარული საშუალებები გადასცა.  ლუიზა ვიტონმა  ასევე  მოისმინა   ინფორმაცია რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პროევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ.  მისი განცხადებით, საქართველო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას  თავს კარგად ართმევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამშობიარო სახლი გაიხსნა 25 05 20

დღეს „ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“ ოფიციალურად გაიხსნა. ის ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მოსახლეობას უკვე შესაძლებლობა აქვს სამეანო-გინეკოლოგიური, ასევე მრავალპროფილურ ამბულატორული სამედიცინო მომსახურება განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობაში მიიღოს. 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის და ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები.შეგახსენებთ რომ ფოთის სამშობაროსახლი 2019 წელს დაიხურა და ადგილობრივ მოსახლეობას მეზობელი ქალაქების სმშობიარო სახლების მომსახურებით სარგებლობა უწევდათ, რაზეც ფოთელებმა პროტესტი არაერთხელ გამოხატეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პატარა დრამერი პანდემიის შემდეგ დიდ კონცერტს გვპირდება 25 05 20

 ეს ბიჭუნა ფოთელებისთვის კარგად ნაცნობი დრამერი, საბა გედენიძეა, მისი ვიდეოები ინტერნეტ სივრცეში დიდი  პოპულარობით სარგებლოს.  საბა  მხოლოდ 6წლისაა, მისი განსაკუთრებული სიყვარული მუსიკის მიმართ იმან განაპირობა რომ მუსიკოსის  ოჯახში დაიბადა. 5წლის იყო როდესაც პირველად დიდ სცენაზე ავიდა და კონცერტი ჩაატარა. რა უარყოფითი გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ პატარა დრამერის შემოქმედებაზე, როგორ ახერხებს  ის სახლის პირობებში  დაკვრას, დეტალები იხილეთ  ჩვენს   სიუჟეტში. როგორც ირაკლი გედენიძე ამბობს, არაერთი გეგმა ჰქონდათ რომელიც, კორონა ვირუსის გამო სამწუხაროდ ჩაეშალათ. საბა გედენიძე გუშინ 6წლის გახდა. სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა პატარა დრამერს ულოცავს დაბადების დღეს, ლაღ ბავშვობას და შემოქმედებით…

იხილე მეტი

„კურსორის„ სპეც.გამოშვების სტუმარია ელგუჯა ქარაია 22 05 20

კურსორის სპეციალური გამოშვების მეორე სტუმარია ფოთის თეატრის მსახიობი და საბავშვო თეატრალური სტუდია ,,არგო“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი ელგუჯა ქარაია, რომელიც თეატრალურ სამყაროში კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია 22 05 20

კურსორის სპეციალურ გამოშვების პირველი სტუმარია ფოთის მერი გოჩა კურდღელია, რომელიც კომენდანტის საათის მოხსნასა და შეზღუდვების შემსუბუქებაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლია განმუხურის საკარანტინე სივრცეში 70 ადამიანი იმყოფება 22 05 20

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 70 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 228 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია 920 მოქალაქეს მოეხსნა. გუშინ, ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 101 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება. რეგიონის მასშტაბით საკომენდანტო საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 პირი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნა 22 05 20

დღეიდან სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლეს. რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა სტომატოლოგიურ კლინიკებზე, რა პრობლემები შექმნა, რამდენად მზად შეხვდნენ ფოთელი სტომატოლოგები დაწესებულ რეგულაციებს და რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. ამ საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. ასევე უახლოეს დღეებში მუშაობის განახლებას აპიებს კლინიკა სმაილ პლიუსში, რომლის წარმომადგენლის განცხადებით ისინი ტექნიკურად მზად არიან, შესაბამისი დოკუმენტაციაც გაგზავნილი აქვთ და ნებართვას ორშაბათისთვის ელოდებიან შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას ითვალისწინებს სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დაწესებული აკრძალვების მოხსნა მე-4 ეტაპზე განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

სოციალურად დაუცველი გერმანე კაკაჩია დახმარებას ითხოვს 22 05 20

ფოთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 80 წლის პენსიონერი გერმანე კაკაჩია დახმარებას ითხოვს. ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სახლში, რომელიც კეთილმა ადამიანებმა დროებით დაუთმეს. მისი შემოსავლის წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც 60 ლარს შეადგენს. როგორც თვითონ აღნიშნავს, თანხა მედიკამენტებზეც კი არ ყოფნის. აღსნიშნავია, რომ გერმანე კაკაჩია უპოვართა სასადილოს ბენეფიციარია. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გერმანე კაკაჩიას პრობლემა მათთვის ცნობილია, კორონა ვირუსის დროს მათ სასურსათო დახმარება 2-ჯერ გადაეცათ. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართით და მედიკამენტებით დახმარებას, ამისთვის საჭიროა მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართონ. გერმანე კაკაჩიას განცხადებით მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სამკურანლოდ საჭირო მედიკამენტები არ გააჩნია.

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია გიორგი ხუროშვილი 21 05 20

“კურსორის” სპეციალური გადაცემის სტუმარია ახალი საქართველოს უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი რომელიც კორონა ვირუსის პანდემიისგან შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრება რამაც გავლენა მოახდინა უნივერსიტეტზე

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმარია ნონა ხუხია 21 05 20

“კურსორის” სპეციალური გადაცემის სტუმარია ასოციაცია “დიოსკურიას” თავმჯდომარე ნონა ხუხია, რომელიც კორონავირუსის პირობებში არასამთვრობო სექტორის მუშაობაზე გვესაუბრება

იხილე მეტი