სიახლე 

ფოთში სილამაზის სალონებმა მუშაობა განაახლეს 21 05 20

სილამაზის სალონებმა და “ესთეტიკ ცენტრებმა” მუშაობა განაახლეს. თუ როგორ იცავენ ისინი დაწესებულ რეგულაციებს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ფოთში ამ საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. შეგახსენებთ რომ სალონებმა მუშაობა 18 მაისს განაახლეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ 2 პაციენტს COVID-19 არ აღმოაჩნდათ 21 05 20

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ წლისა და ხუთი თვის გოგონას, ასევე, ექვსი თვის ბიჭს ლანჩხუთიდან ,,კოვიდ 19″ არ აღმოაჩნდათ. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. აღენიშნებოდათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომბი მოთავსებულები იყვნენ ბოქსირებულ პალატებში. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ორივე მათგანი უკვე გაეწერა კლინიკიდან. დღეს ასევე მებაჟეების დატესტვის პროცესი დაიწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუა მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები და ნუ ისარგებლებენ შეზღუდვების მოხსნით რადგან ეს კოვიდისგან თავისუფლებას სულაც არ ნიშნავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 21 05 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 22 მაისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა . დროგამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +27° +29°; ღამით: 17 -19 იქნება 23 მაისს ჩვენი სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვაუდობენ უმეტესად უნალექოდ. ასევე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13 +14 ; ღამით: +11° +13იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულო ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგს აგრძელებს 21 05 20

საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად აგრძელებს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე გაცნობას. 15 ივნსიდან, საქართველოში შიდა ტურიზმი ამოქმედდება. დღეს კუნძულის და მალთაყვის სანაპირო ზოლი მოინახულეს კუნძულის სანაპირო ზოლზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სწრაფ და ეფექტურ ტემპში. რაც შეეხება მალთაყვის სანაპირო ზოლს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ ამ ეტაპზე სანაპიროზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებულია აუცილებელია სანაპირო შეძლებისდაგვარად მზად იყოს საზღვაო სეზონისთვის.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ზაზა ინაშვილი 20 05 20

6 წლის წინ, 20 მაისს ფოთის საფეხბურთო კლუბმა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, შარშან კი მძიმე კრიზისში მყოფი გუნდი მესამე ლიგამდე დაქვეითდა,  „კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის „კოლზეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი, რომელიც გუნდში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე, ფინანსურ კრიზისზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია მზია ბახტაძე 20 05 20

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, რომელიც წლევანდელი ბოლო ზარის უჩვეულო გარემოში ჩატარებასა და წინე წლების ტრადიციებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულომ ინფრასტრუქტურული ობიექტების შემოწმება დაიწყო 20 05 20

მაისის ბოლოს, ფოთის საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის ანგარიში განიხილება. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი დაიწყო, საკრებულოს წევრებმა ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალისა და საცურაო აუზის მშენებლობა მოინახულეს მათ მშენებლობის ხელმძღვანელებისგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტების ვადებზე და ხარისხზე. აღსანიშანვია რომ ყველა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მეტწილად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პროცესი გაგრძელდება და მასშტაბურ პროექტებთან ერთად მეტი ყურადღება ქალაქის ლოკალურ პრობლემებსაც დაეთმობა

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო ზარი ფოთში 20 05 20

დღეს 20 მაისია ბოლო ზარის დღე. ყველა ჩვენგანში ეს დღე ერთ-ერთ დაუვიწყარ დღედ აისახება. მშობლიურ სკოლასთან განშორება, წარწერებით აჭრელებული პერანგები, მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების სიხარულის ცრემლები. ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. სავსე დარბაზები და ბედნიერი მოსწავლები. ამ დღეს მეთორმეტე კლასელები წელსაც დიდი სიხარულით ელოდებოდნენ, მაგრამ დღეს პანდემიის გამო სკოლებში ტრადიციულად ქცეული ბოლო ზარი არ დაირეკა. უჩვეულო სიცარიელე იყო სკოლის ეზოებში. პედაგოგებს ცარიელ კლასებში უხდებოდათ სიის ამოკითხვა. თუმცა მოსწავლეებმა მაინც შესძლეს ეს დღე მოკრძალებულად აღენიშნათ.ისინი ნაწილ-ნაწილ იკრიბებოდნენ სკოლებში, ტყეპარკში, სანაპიროზე იღებდნენ ფოტოსურათებს და თეთრ პერანგებზე წარწერებით ულოცავდნენ ერთმანეთს. სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა უერთდება…

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო აქცია “მაგნიტის” ფოთის მაღაზიებში 20 05 20

სასურსათო მაღაზიათა ქსელში „მაგნიტი“ დაიწყო სოციალური კამპანია. ქსელის სავაჭრო ობიექტებში დაიდგა სპეციალური კალათები. მსურველებს ნაყიდთან ერთად, საშუალება ექნებათ შეჭირვებული თანაქალაქელებისთვისაც შეიძინონ პირველადი მოხმარების საგნები, პროდუქტები და აღნიშნულ კალათებში დატოვონ. შემოწირულობებს მოხალისეები სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგებენ. პირველი შემოწირულობა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა გააკეთეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის 29 კონტაქტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა 20 05 20

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში 7 პაციენტი იმყოფება. ყველაზე პატარა 6 თვის ბავშვია. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, შვიდიდან ხუთი პაციენტის ბიოლოგური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისთვის უკვე გაგზავნილია, 2 კი ხვალ დილით გაიგზავნება. მათაც, სხვა პაციენტების მაგავსად ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ, და ყველანი მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატებში. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 71 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 227 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია920 მოქალაქეს მოეხსნა. გუშინ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გამოკვლეული 94 ბიოლოგიური მასალიდან 29 ეკუთვნოდა ტრაილერის მძღოლის კავშირებს – გამოკვლეული ნიმუშებიდან არცერთს…

იხილე მეტი