”კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ფოთის მერი გოჩა კურდღელია 13 05 20

„კურსორის“ სპეციალური გამნოშვების სტუმარია ფოთის მერი გოჩა კურდღელია, რომელიც ამ დროისთვის შექმნილ ვითარებაზე, ქალაქის შემოსასვლელებში ბლოკპოსტების გაუქმებაზე და შეზღუდვების შემსუბუქებაზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში „ქართული ოცნების„ ფრაქციის თავმჯდომარე გადააყენეს 13 05 20

დღეს ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო. ამის მიზეზად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები და სხდომათა დარბაზის ფართის სიმცირე დასახელდა. მთავარი საკითხი ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ზურაბ ჩაჩუას თანამდებობიდან გადაყენება იყო. აღნიშნულ პოზიციაზე ის სამსონ კუტალიამ ჩაანაცვლა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. საკრებულის თავჯდომარეს განცხადებით ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ ბოლო თვეების განმავლობაში, ხარვეზებით მუშაობდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩაჩუას გადაყენებისა. თავად ზურაბ ჩაჩუა სხდომას არ დასწრებია და მისი პოზიციის დაფიქსირება ვერ მოვახერხეთ .ოპოზიციის შეფასებით ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელიას გუნდის წევრია და მომხდარი სწორედ ამ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ბიომეურნე მიწის რეგისტრაციაში დახმარებას ითხოვს 13 05 20

მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინა. პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.სწორედ ეს ბოლო პუნქტი გახდა შემაფერხებელი ბარიერი ფოთში შექმნილი ბიომეურნეობისთვის, რომელიც მალთაყვის ტერიტორიაზე 26 წელია ფუნქციონირებს. მას სათავეში აგრონომიულ მეცნიერებათა დოქტორები ვიოლეტა კუცია და ოთარ ქირია უდგანან, რომლებმაც ურთულეს პერიოდებში შეძლეს მეურნეობის არამარტო შენარჩუნება, არამედ უამრავი კაპიტალური თუ სეზონური სამუშაოების ჩატარება, სათბურების მოწყობა და მრავალი პროექტის განხორციელება. თუმცა ამ ხნის განმავლობაში წარმატებულ ბიომეურნეებს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ პაციენტებს კორონავირუსი კვლავ არ დაუდასტურდათ 13 05 20

ფოთელ ორ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ორივე მათგანი კლინიკიდან გაეწერა. ამ დროისთვის ცხელების ცენტრში შემოყვანილია სამი ახალი პაციენტი მათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი უკვე გაიტესტნენ და სამივე ანალიზი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხები გვიან ღამით , ან ხვალ გახდება ცნობილი, რეგიონის მასშტაბით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 12 პირია, ხოლო თვითიზოლაციაში 176 . თვითიზოლაცია კი 913 მოქალაქეს მოეხსნა. 52 ნიმუშიდან, რომლის გამოკვლევაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, ყველა პასუხი არის უარყოფითია. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმებულ იქნა – 1 პირი

იხილე მეტი
სიახლე 

ზუთხის დაცვის პროგრამის ფარგლებში მონიტორინგი გრძელდება 12 05 20

საქართველოში ზუთხის კონსერვაციის პროექტის ფარგლებში, „ფაუნა ენდ ფლორა ინტერნეშენელის“ წარმომადგენლებს შექმნილი აქვთ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ფოთი-სამტრედიის მონაკვეთზე. მნიშვნელოვანია რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად , რიონზე პატრულირება როგორც დღისით, ასევე ღამის საათებშიც მიმდინარეობს, რისთვისაც მონიტორინგის ჯგუფის წევრებს სპეციალური ნებართვაც გააჩნიათ. პარალელურად არ შეწყვეტილა ზუთხისებრებზე დაკვირვების პროცესიც, რისთვისაც საკონტროლო ჭერები პერიოდულად ხორციელდება. ინტერვიუები 1903 წელს დაარსებული FAUNA & FLORA INTERNATIONAL (FFI) არის ველური ბუნების დაცვის მიზნით შექნმილი უძველესი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც 45 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის საქმიანობა ბიომრავალფეროვნების დაცვაზეა მიმართული, რომელიც ჯანსაღ ეკოსისტემებს ემყარება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ მედიკოსებს ვარდები გადასცეს 12 05 20

დღეს ფონდი „ქველმოქმედი 2015“-ის და მოძრაობა „ქალაქის ხმის“ ერთობლივი აქცია ჩატარდა, რომლის მიზანიც სამედიცინო სფეროში დასაქმებული ქალბატონების მიმართ მადლიერების გამოხატვა იყო.

იხილე მეტი

ფოთელი ლეიბორისტი პრემიერმინისტრს შეხვდა 12 05 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხორავას განცხადებით ის გუშინ ფოთში მყოფ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას  შეხვდა და ქალაქში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრი კვლავ მწვანე ზონად რჩება 12 05 20

ფოთის ცხელების ცენტრი კვლავ მწვანე ზონად რჩება ამჟამად მიღებულია 5 პაციენტის პასუხი, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ, ორი პაციენტის მასალა კი ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნა

იხილე მეტი

გუშინ ფოთს პრემიერმინისტრი სტუმრობდა 12 05 20

გუშინ  ფოთს საქართველოს პრემიერმინისტრი სტუმრობდა, რომელიც ყოფილი ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროცესსაც დაესწრო,    ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით  სამუშაოები  9 თვეში დასრულდება.

იხილე მეტი