„კურსორის“ სპეც. გამოშვების სტუმარია დარეჯან ცხვიტარია 15 05 20

«კურსორის» სპეციალურ გამოშვების სტუმარია ფოთს საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის საქალაქო ორგანიზაციის თვმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტურობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს წარმოგვიდგენს

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც. გამოშვების სტუმარია ვაგნერ მხეიძე 15 05 20

„კურსორის“ სპეციალურ გამოშვების სტუმარია ფოთის მელიორაციის სამსახურის უფროსის მოადგილე ვაგნერ მხეიძე, რომელიც აღნიშნული სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე და ფოთის სეზონური დატბორვის პრობლების მოგვარებაზე გვესაუბრება

იხილე მეტი

‘კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია მიხეილ ფოცხიშვილი 15 05 20

„კურსორის“ სპეციალურ გამოშვების მეორე სტუმარია საერთშორისო ორგანიზაცია „ ფაუნა ენდ ფლორა ინტერნეშენელის“ პროგრამების ოფიცერი მიხეილ ფოცხიშვილი, რომელიც ზუთხისებრთა დაცვის საკითხში მდინარე რიონის მნიშვნელობაზე და კორონავირუსის პირობებში მონიტორინგსა და კვლევებში შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

კორონავირუსის გავლენა გარემოზე, ვებინარი ჟურნალისტებისთვის 15 05 20

დღეს პროექტის – „მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსი, ავთანდილ ქვაჩაკიძე ჟურნალისტებს დისტანციურად შეხვდა. ვებინარს იმერეთის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტებთან ერთად, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა, თუ რა გავლენა მოახდინა გარემოს მდგომარეობაზე COVID19-თან დაკავშირებით დადგენილმა შეზღუდვებმა. ამასთან, ორი დიდი ქალაქის ქუთაისისა და თბილისის 2019-2020 წლის გაზაფხულის პერიოდის ჰაერის ატმოსფერული მაჩვენებლები განიხილეს. რაც შეეხება ფოთის ატმოსფერულ მდგომარეობას, როგორც ქვაჩაკიძემ განაცხადა, სადგურის არ არსებობის გამო მისი მდგომარეობის შემოწმება ვერ მოხდა ქვაჩაკიძემ ასევე ისაუბრა, ოზონის წარმოშობის პირობებზე, ოზონის შრის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრის 2 პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა 15 05 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის , თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების კლინიკის ორ პაციენტს 41 წლის მამაკაცსს ფოთიდან და სამი წლის გოგონას ოზურგეთიდან.,,კოვიდ 19″ არ დაიდასტურდა. მათ ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისათვის. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 18 პირი იმყოფება რეგიონში ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 179 პირია.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 15 05 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 16მაისს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი. დროგამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24° +26°; ღამით: 14 -16 იქნება 17მაისს ჩვენი სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15 +17 ; ღამით: +14° +16 იქნება.

იხილე მეტი

„კურსორის„ სპეც. გამოშვების სტუმარია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე 14 05 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მცხოვრები მამაკაცი კორონა ვირუსისგან განიკურნა 14 05 20

საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის , კესო გელენიძეს განცხადებით ფოთში, კორონა ვირუსზე კვლევა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. აღნიშნული კვლევა გეგმიურია , პრევენციული მიზნით ხორციელდება და გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება. ამჟამად, სულ 58 ნიმუში იქნა აღებული. იგი ,,პისიარ” ტექნოლოგიით კვლევისათვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა.” ფოთში მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი კორონავირუსისგან გამოჯამრთელდა. პაციენტის განმეორებითი კვლევის ნიმუშმა, უარყოფითი პასუხი აჩვენა. მან ინფექციური საავადმყოფო დატოვა და ამჯერად ბათუმის საკარანტინო ზონაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ინფიცირებული ქობულეთის საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა და ის ქობულეთის კლასტერია.…

იხილე მეტი
სიახლე 

კორონა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება 14 05 20

კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. დღეს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით რამდენიმე მათგანი მოიხსნა. თუმცა, ძალაში რჩება 3 ადამიანზე მეტის ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა. შეგახსენებთ რომ საგანგებო მდგომარეობა 22მაისამდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა 14 05 20

ფოთში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვები მშენებლებსაც შეეხო და მხოლოდ 11 დღიანი პაუზის შემდეგ გახდა შესაძლებელი სამუშაოების დაწყება . ტენდერში გამარჯვებული ფირმა “ჯორჯიან სტოუნი”-ს წარმომადგენლის განცხადებით იძულებული პაუზის მიუხედავად სამუშაოების დასრულების ვადები მათთვის არ გადაუწევიათ და მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა პარკის რეაბილიტაცია დროულად დასრულდება. აღსანიშნავია რომ მუშებს ყოველდღიური თერმოსკრინინგი უტარდებათ პარკის სრული რეაბილიტაცია 2021წელს უნდა დასრულდეს.

იხილე მეტი