სიახლე 

ლიბერთი ბანკი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა 11 02 22

ათასწლეულის ინოვაციის  კონკურსი საქართველოში მერვედ ტარდება. მისი მიზანია, უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების 13- 18 წლის მოსწავლეების შეუძლიათ. ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღება და მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღვივება – სწორედ ამ მიზნით, ათასწლეულის ინოვაციის მერვე კონკურსი ლიბერთი ბანკის პარტნიორობით ჩატარდება. კონკურსში გამარჯვებული გუნდი NASA -ში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ჩაერთვებიან საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 11 02 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით : 12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს. 14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ფოთში 12 თებერვალს ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. უმეტესად უნალექოდ დღის დასაწყისში მოსალოდენლია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 +14გრადუსი საღამოს +2 +4, იქნება.13 თებერვალს დღისით +8 +10ხოლო ღამით +2 +4…

იხილე მეტი
სიახლე 

EU4Culture მობილობის კონკურსს აცხადებს 11 02 22

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში : EU4Culture აცხადებს მობილობის კონკურსს ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. კონკურსის პირველი ფაზა 2022 წლის 31 იანვარს იწყება და მოიცავს დაფინანსების შესაძლებლობას სტაჟირების, სასწავლო ვიზიტების, კონფერენციების, პროფესიული განვითარებისა და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლას და კულტურათაშორის დიალოგს „მობილობის პროექტები შეიძლება განხორციელდეს 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და…

იხილე მეტი
სიახლე 

,,კურსორი’’-ს სტუმარია: ზურა მუშკუდიანი

დღევანდელი ,, კურსორი’’-ს სტუმარია ,,მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ‘’დამფუძნებელი ზურა მუშკუდიანი, რომელიც ფოთში ბრაკონიერობის დადასტურებულ ინციდენტებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 10 02 22

მსოფლიოში კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი მცირდებაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი მცირდება; კამალა ჰარისი სავარაუდოდ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას; როგორი იყო ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკა პირველი წლის განმავლობაში?

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო სკოლა მუშაობას ონლაინ აგრძელებს 10 02 22

მიმდინარე პანდემიური ვთარებიდან გამომდინარე, ფოთის საჭადრაკო სკოლა მუშაობას  ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც დასწრებით ფორმატში, ისე ონლაინ  აგრძელებს. 10 თებერვლიდან, დამწყები მოჭადრაკეებისთვის  ონლაინ გაკვეთილები Zoom-ის  პლატფორმის საშუალებით გაიმართება , მოსწავლეები  მარტივ შამათებს, ტაქტიკურ ხერხებს და მინიატურული პარტიების გარჩევას დაეუფლებიან.ცნობილია,რომ გაკვეთილებს ჩაატარებს საჭადრაკო კლუბის მწვრთნელი, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირების გამარჯვებული – ადა ქაქუთია. ხოლო საშეჯიბრებო ჯგუფის მოსწავლეებს გაკვეთილებს, საჭადრაკო კლუბის მწვრთნელი, მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი  ნიკა ღვამბერია ჩაუტარებს . როგორც ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანას’’- ს დირექტორმა დავით კოდუამ ჩენთან ინტერვიუში განაცხადა:  ონლაინ სწავლება ჭადრაკში აპრობირებული…

იხილე მეტი
სიახლე 

საკარანტინე ვადა შესაძლოა 5 დღემდე შემცირდეს 09 02 22

მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე მსჯელობს. ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან მოქმედი რეგულაციები და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პრემიერის ინიციატივა განმარტა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, უსიმპტომო პირმა პირბადის გამოყენებით…

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 09 02 22

ამერიკელი სამხედროები, პოლონეთის შემდეგ, რუმინეთში ჩავიდნენ – სტუდია ვაშინგტონიმაკრონი: უკრაინის კრიზისის განმუხტვა შესაძლებელია; ბაიდენი “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” შეჩერების პირობას დებს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა; გერმანია: უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს – ეს და სხვა თემები გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 08 02 22

9 თებერვლის დღის ბოლოდან 11 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 10 თებერვალს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 იქნება ფოთში 9 თებერვალს დღისით +11 +13 გრადუსი სითბო გველოდება, საღამოს +7 +5, დღე-ღამის განმავლობაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. 10 თებერვალს დღისით +6, ხოლო ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში იწვიმბს,საღამოს მოსალოდნელია ნალექი თოვლჭყაპის სახით

იხილე მეტი