სიახლე 

ფოთში საკრებულოს სხდომა გაიმართა 08 04 20

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  2020 წლის 8 აპრილის რიგგარეშე  სხდომაზე ფოთის მუნიციპალიტეტის საგანგებო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მცირდება ხარჯები ყველა იმ მიმართულებით, რაც მოცემულ ვითარებაში არ არის პრიორიტეტული.ეს არის სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ასევე მცირდება საკრებულოს ხარჯები .  მთლიანობაში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, მიმართული იქნება სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და   საკრებულოს უმრავლესობის წევრები ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის დარღვევის 3 ფაქტი დაფიქსირდა 08 04 20

ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ ორივე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მგზავრთა შემოწმება და თერმოსკრინინგი გრძელდება. გუშინ კომენდანტის საათის დარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა. ფოთის მერის გოჩა კურდრელიას განცხადებით „ფოთის საგუშაგოებზე თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა. ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

„ლუღი“-ს ვიდეოს გმირს საჩუქრები მიუტანეს 08 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში ფანჩვაძეების ოჯახი მოინახულა და პირადი სახსრებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრს ქრისტინა ფანჩვიძეს საჩუქრები გადასცა. 5 წლის გოგონამ, რომლის ვიდეომ ,,ლუღის“ შესახებ სოციალურ ქსელში პოპულარობა მოიპოვა, მხარის რწმუნებულისგან საჩუქრად ის ნივთები მიიღო, რაზეც ის ვიდეოში ოცნებობდა. ალექსანდრე მოწერელიამ პირადი სახსრებით ქრისტინა ფანჩვიძეს პორტატული კომპიუტერი, საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ფულადი დახმარება და ტკბილეული გადასცა, მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი პატარა გოგონას ველოსიპედი აჩუქა. ალექსანდრე მოწერელია სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლის მშენებლობაში დახმარებას, ხოლო ქრისტინას მამას დასაქმებას დაპირდა. 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე მარტვილის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერმა კორონა ვირუსთან საბრძოლველად 100 000 ლარი გადარიცხა 08 04 20

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, რომელიც კომპანია ,,Caucasian Metals Terminal”, დამფუძნებელია, თავის პარტნიორ შვეიცარულ-ავსტრიული კომპანია “Industrial Minerals”-თან ერთად კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. გოჩა კურდღელიამ მადლობა გადაუხადა კომპანია “Industrial Minerals და “Caucasian Metals Terminal”-ის ყველა თანამშრომელს, მაღალი სამოქალაქო აქტივობისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის. interviu ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით მერიის პოლიტიკური გუნდი უერთდება მმართველი პარტიის ინიციატივას და ხელფასების ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ემიგრანტების მილოცვები თანაქალაქელებს 07 04 20

ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს ფოთელებს და სრულიად საქართველოს საზღვარგარეთიდან ჩვენი ემიგრანტებიც ულოცავენ და თანაქალქელებს, მიუხედავად რთული მდგომარეობისა, მხნეობას და სიხარულს უსურვებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა 07 04 20

კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს მონატრებული სპექტაკლების დისტანციურად ნახვის საშუალებას თავაზობს. ,,ხრამუნა“ ,,ერთი ანარქისტის შემთხვევით სიკვდილი“ ,,ჩვენ ბაღში ომია“ ეს იმ სპექტაკლების არასრული ჩამონათვალია რომლის ნახვაც ყოველ დღე 22:00 საათზე ფოთის თეატრის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ. შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრი დისტანციურ რეჟიმზე 30 მარტიდან გადავიდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქუჩების დეზინფექცია გრძელდება 07 04 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება. კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ ამჯერად რუსთაველის რკალი მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს ფოთის მერიის სერვისების ცენტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. მერიის წარმომადგენლების განცხადებით სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ჩატარდება. ის კონკრეტული ქუჩები, სადაც ყველაზე ხალხმრავალი ადგილებია, სპეციალური ხსნარებით იქნება დამუშავებული. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.

იხილე მეტი
სიახლე 

საზეიმო წირვა ფოთის საკათედრო ტაძარში 07 04 20

ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ხარების სადღესასწაულო წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა -ვეცადოთ შევასრულოთ ყველა წესი და რიგი მაქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთის მსახურებისა გამოკიდება, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირებისა, არ არის საჭირო. ასევე აღნიშნა რომ სააღდგომო მსახურება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

იტალიაში შექმნილ მდგომარეობაზე ფოთელი ემიგრანტი მაია ხომერიკი გვესაუბრება 06 04 20

საქართველოს ათეულათასობით მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით საზღვარგარეთ იმყოფება. ახალი კორონავირუსის გავრცელებამ ისინი, განსაკუთრებით კი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ბევრი მათგანი თვითიზოლაციის პირობებში იმყოფება. დღეს ჩვენ თანაქალაქელს მაია ხომერიკს დავუკავშირდით, რომელიც იტალიაში იმყოფება და იქ არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება ასევე ჩაგვერთვება იტალიის მოქალაქე ემილიო კაპელი მოგვიყვება თუ როგორ შეცვალა COVID19მა მისი ყოფა ცხოვრება, და რა გავლენა მოახდინა იტალიის ეკონომიკაზე. ინტერვიუ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზარი არ იხურება 06 04 20

ფოთის აგრარული ბაზარი ამ ეტაპზე ფუნქციონირებას აგრძელებს, ზუგდიდის და სენაკის ბაზრები კი დაიხურა. ამის შესახებ კომენტარი დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა. მისი განცხადებით ფოთში ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი ,,უნივერსამი“ , რომლის ადმინისტრაციამაც ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას და ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის.

იხილე მეტი