სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის დარღვევის 4 შემთხვევა გამოვლინდა 10 04 20

ფოთში თვითიზოლაციაში- 15, კარანტინში კი 9 პირი იმყოფება. საკონტროლო- გამშვებ პუნქტებზე გრძელდება მგზავრთა თერმოსკრინინგი და ავტომანქანების დეზინფექცია. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით კომენდანტის საათის დროს გამოვლინდა 4 კანონდარღვევა. მისივე თქმით საკოორდინაციო შტაბისა და ადგილობრივი თვითმართველობის მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვაზე მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი. ის მოვუწოდებს მოსახლეობას, გააძლოიერონ თვითკონტროლი და უფრო მეტად დავიცვან წესები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება 10 04 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება. სპეციალური ხსნარით ამჯერად ქუჩებთან ერთად ფოთის აგრარული ბაზრის შიდა ტერიტორია და მეგრელიშვილის სანაპირო მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს მერიის სერვისების ცენტრი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავთომანქანის ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს 10 04 20

ფოთში, გორგასლის ქუჩაზე პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მათი თქმით, ეჭვმიტანილი ატომობილის ძარცვის ფაქტზე იქნა დაკავებული. შსს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 15 მოქალაქეა, კარანტინში კი 9 09 04 20

„ცხელების ცენტრში შემოვიდა ოთხი პაციენტი, აქედან ერთზე აღებულ იქნა ნაცხი და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, დანარჩენები გაეწერნენ სტაციონარზე. საეჭვოდ მიჩნეული პაციენტი 67 წლის კაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მანქანამ აბაშიდან ჩამოიყვანა. მას გულის ქრონიკული დაავადება აქვს. აღენიშნება ტემპერატურა და გარკვეული ცვლილებები ფილტვში ბრონხების სახით. არა აქვს მოგზაურობის ისტორია და არც ინფიცირებულთან და არც საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტი არ ჰქონია. იზოლაციაზე გვყავს აყვანილი დამატებით 5 ტრაილერის მძღოლი, აქედან ერთი სომხეთიდან, დანარჩენები კი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ. ჯამში თვითიზოლაციაზე 15, ხოლო კარანტინში 9 ადამიანია“_განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 პირი დაჯარიმდა 09 04 20

ფოთის საკონტროლო- გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის სამინისტროსა და პოლიციის წარმომადგენლები ავტომანქანების შემოწმებასა და თერმოსკრინინგს აგრძელებენ. კომენდანტის საათის დროს დაჯარიმდა ორი პირი. ,,ფოთში, შეუფერხებლად მუშაობენ სტრატეგიული ობიექტები. მოხალისეები ფოთის ქუჩებში გადაადგილდებიან და მეგაფონებით მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩნენ სახლში. ისინი აწესრიგებენ რიგებს მაღაზიებთან და ბანკებთან. ყოველ საღამოს მიმდინარეობს ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები საკოორდინაციო შტაბი კი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.”-განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება 09 04 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩების და ტროტუარების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება. სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად კოსტავას ქუჩა მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს ფოთის მერიის სერვისების ცენტრი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს

იხილე მეტი
სიახლე 

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, განცხადება გაავრცელა 09 04 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ხორავამ განცხადება გააკეთა. მან პირველ რიგში პატივი მიაგო 9აპრილის დაღუპულთა ხსოვნას. შემდეგ აღნიშნა რომ, ფოთის აგრარული ბაზარი ერთადერთი აღმოჩნდა რომელიც არსებულ გამოწვევევბს მომზადებული შეხვდა და შეძლო ყველა არსებული სტანდარტების დაცვა. როდესაც სხვა ყველა აგრარული ბაზარი დახურულია. ასევე მან ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსების საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით რაც გადამზიდავებს პრობლემებს უქმნის

იხილე მეტი
სიახლე 

ემიგრანტები სამეგრელოდან “covid -19”-ის წინააღმდეგ 09 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდელ ემიგრანტს, რომელიც საქველმოქმედო აქციისგან შემოსულ თანხას საქართველოში კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში, რიცხავს მადლობა გადაუხადა. გოჩა ლაგვილავა, რომელიც რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს საქართველოდან ჩატანილი მცენარეების ნერგებს ჰანოვერში ქართულ სათვისტომოსთან ერთად ყიდის, თითო ქოთნის საწყისი ფასი 20 ევროა, ქართველმა ემიგრანტმა ამ დროისთვის უკვე 1300 ევრო შეაგროვა. საქველმოქმედო აქცია შაბათს დასრულდება, რის შემდეგაც შეგროვილი თანხა საქართველოში კორონავირუსის ბრძოლის ფონდში ჩაირიცხება. ალექსანდრე მოწერელია ემიგრანტს ვიდეოზარის მეშვეობით ესაუბრა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 5 პირი რჩება 08 04 20

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულია 5 პაციენტი. ყველა მათგანი შემოყვანილ იქნა ტემპერატურით და ზოგს ქრონიკული დაავდებებიც აღენიშნება , თუმცა პნევმონია ჩამოყალიბებული არცერთს არა დაუდგინდა . მაგრამ ვინაიდან ზოგი სარისკო ზონიდან იყო ჩამოსული, ზოგს კი სამსახური აქვს საყურადღებო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საჭიროდ ჩათვალეს, თავის დაზღვევისა და გამორიცხვის მიზნით ხუთივესთვის აეღოთ ბიოლოგიური მასალა და გაეგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. „ არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ. ფოთში თვითიზოლაციაში 10 პირი რჩება, 9 კი კარანტინშია გადაყვანილი

იხილე მეტი
სიახლე 

კავკასუს მეტლს ტერმინალის თანამშრომლებმა 100 ოჯახს პროდუქტები გადასცეს 08 04 20

დღეს კომპანია ,,Caucasian Metals Terminal”,-ის თანამშრომლებმა ფოთში 100 ოჯახს, რომლების დახმარებას საჭიროებდნენ პროდუქტები გადასცეს. ისინი თნაქალაქელებს სახლში დარჩენას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდდაციების გათვალისწინებას ურჩევენ კომპანია ,,Caucasian Metals Terminal”,-მა კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი უკვე გადარიცხა

იხილე მეტი